"ბარსელონა" ლანგლეს გაყიდვას უპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ახალ ფეხბურთელთა შესაძენად ზოგიერთი მოთამაშის გაყიდვას გეგმავს.

"მარკას" ცნობით, თუ კარგი წინადადებით მიმართავენ, 26 წლის მცველ კლემან ლანგლეს შეელევიან, თუმცა მას გუნდის დატოვება არ სურს, მით უმეტეს მწვრთნელად ხავის დანიშვნის შემდეგ, სისტემატურად უწევს თამაში.

ლანგლეს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლა ლიგის 9 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და თუ გუნდი იანვარში არ დატოვა, მისი ბედი ზაფხულში გადაწყდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული