"ბარსელონამ" "ოსასუნა" გაანადგურა - "გალათასარაისთან" და "რეალთან" მატჩები ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნა“ 4:0 დაამარცხა.

„ბარსამ“, რომელიც ყველა ტურნირზე ბოლო 10 შეხვედრაში დაუმარცხებელია (7 მოგება და 3 ფრე), 27 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაარკვია.

„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 51 ქულით მესამე ადგილზეა და 21 მარტს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება, იქამდე კი, 17 მარტს, ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, სტამბოლში „გალათასარაის“ შეხვდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 54 507 მაყურებელი
ბარსელონა - ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (14, პენ), 2:0
ფერან ტორესი (21), 3:0 ობამეიანგი (27), 4:0 პუჩი (75)

. ფერან ტორესმა კატალონიურ გუნდში პირველად შეასრულა დუბლი.
. ობამეიანგმა პრიმერას 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
. პიკემ „ბარსაში“ მე-600 მატჩი ჩაატარა.
. დემბელემ 2 საგოლე პასი გააკეთა - მის ანგარიშზე ბოლო 4 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული