"რეალმა" "ოსასუნა" ბოლოსკენ გატეხა

AutoSharing Option
პრიმერას 22-ე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები მრისხანე მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში გაუძალიანდნენ, მაგრამ "სამეფო გუნდმა" ბოლოს დაჯაბნა და გაიმარჯვა.

„რეალი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება, 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ლივერპულს“ შეხვდება, 25 თებერვალს კი ლა ლიგაზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. „ბარსელონა“ 20 თებერვალს „კადისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 21 668 მაყურებელი
ოსასუნა - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ვალვერდე (79), 0:2 ასენსიო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული