"რეალი" თავის სტიქიაშია - ისევ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ალავესი“ 5:0 დაამარცხა.

ბელინგემმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე „რეალში“ 40 მატჩში 35 საგოლე მოქმედებაა - 23 გოლი და 12 საგოლე პასი.

„რეალი“ პრიმერაზე ბოლო 30 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 24 მოგება და 6 ფრე.

„სამეფო გუნდი“ შემდეგ შეხვედრას 19 მაისს სტუმრად „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 68 954 მაყურებელი
რეალი - ალავესი 5:0
გოლები: 1:0 ბელინგემი (10), 2:0 ვინისიუსი (27), 3:0 ვალვერდე (45+1), 4:0 ვინისიუსი (70), გიულერი (81)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალი ფორმის პიკში შევიდა..ამდენმა გამარჯვებამ რწმენა და თავდაჯერება მისცა ყველა წევრს..ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო გუნდია..ფინალი რომც წააგოს..ანჩელოტის კი ბრავო..მხოლოდ იმისათვისვისაც კი.ვინისიუსი რომ გამოთალა....
კიეზა
22:30 15-05-2024
0
უყურებ რეალის შეტევას და თითქმის შეუძლებლად გეჩვენება,მისგან დაცვა.უბრალოდ ფეხბურთელები არ გკმარა,შეტევის ყველა შესაძლო მიმართულების გადასაკეტად.მართლაც სიამოვნებაა,მათი ყურება.
სოსო
09:49 15-05-2024
0

სიახლეები პოპულარული