კვარაცხელიას "ნაპოლიდან" ერთ-ერთი ლიდერი მიდის - კულიბალი კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი "ჩელსიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ლონდონელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს. სენეგალელი 2027 წლამდე გააფორმებს შრომით ხელშეკრულებას და სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" აფრიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი 38 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები დაუჯდება.

იწერება იმის შესახებაც, რომ კულიბალის შემცვლელად "ნაპოლი" "ლაციოს" მცველ ფრანჩესკო აჩერბის განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვფიქრობ დღეს კულიბალი საუკეთესო მცველია მსოფლიოში თუ პირველი არა. არ უნდა გაეყიდათ. წელს თუ ნაპოლი ხუთეულში მოხვდა კარგი შედეგი იქნება.
დავით 67
14:45 15-07-2022
1
ეე ეგ არ უნდა გექნა ჩემო ძმაო. ჩელსი გუნდი არაა დამოჯერეთ რა
Lukaku9.
03:37 15-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული