მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლი" ახლოსაა "ჩელსიდან" 27 წლის მეკარე კეპა არისაბალაგა ინათხოვროს.

შეთანხმების მიხედვით, ფეხბურთელის ხელფასის 3/4-ს ლონდონელები დაფარავენ, დანარჩენს კი ნეაპოლიტანელები.

ესპანელ კიპერს "სტრემფროდ ბრიჯიდან" აბარგება გადაწყვეტილი აქვს, რადგან გუნდში ფერლან მენდის მოსვლის შემდეგ მას სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.

მოგეხსენებათ, კეპა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. ის "ჩელსიმ" "ბილბაოდან" 2018 წელს 80 მილიონ ევროდ შეიძინა.