როდის დაასახელებს "ნაპოლი" ახალ მწვრთნელს - იტალიური პრესა სავარაუდო თარიღზე წერს

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport წერს, რომ "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის ვინაობას ამ სეზონის დასრულებისთანავე, მაისის ბოლოს შევიტყობთ.

წყარო ვარაუდობს, რომ გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს შესაძლოა 26 მაისს გააკეთოს, როდესაც "პარტენოპეი" სერია A-ს ბოლო ტურში "ლეჩეს" უმასპინძლებს.

იტალიურ პრესაში ბოლოს გავრცელებული ცნობებით, "ნაპოლის" ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "მილანის" ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო პიოლი გახლავთ, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს გაათავისუფლებენ.

მის გარდა სახელდება ანტონიო კონტეს, ჯან პიერო გაპსერინის და ვინჩენცო იტალიანოს გვარებიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული