ანდრეა პირლო აჩი არველაძის გუნდის მწვრთნელი გახდება და ვატო არველაძეს დამოძღვრავს

AutoSharing Option
თურქული და იტალიური პრესის ცნობით, უახლოეს საათებში ანდრეა პირლოს თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ქარაგუმრუკის" მთავარ მწვრთნელად წარადგენენ.

წარსულში ცნობილი ნახევარმცველი სტამბოლურ გუნდთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

"ქარაგუმრუკმა" გასულ სეზონში ადგილობრივ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, რის გამოც ევროსარბიელზე ვერ გავიდა.

ინფორმაციისათვის, ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აჩი არველაძე გახლავთ. "ქარაგუმრუკში" ირიცხება ვატო არველაძეც.