"ბარსელონა" არაუხოს გაყიდვას 100 მილიონ ევროდ შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულში რონალდ არაუხოს გაყიდვას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ურუგვაელს მინიმუმ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ფეხბურთელის თაობაზე არაერთ შეთავაზებას მიიღებს.

არაუხოს დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებიან.

alt"ბარსელონა" არაუხოს გასასხვისებლად მზადაა

alt"ბაიერნი" არაუხოს არ ეშვება და სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული