"ეს 7 ფეხბურთელი ხელშეუხებელია" - ცნობილია, რომელი მოთამაშეების გასხვისებას არ გეგმავს დე ლაურენტისი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ეყოლება, ამის შესახებ ინფორმაციას Repubblica ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, სირილ ნგონგეს, სტანისლავ ლობოტკას, ამირ რაჰმანის, მატიას ოლივერასა და ფრანგ ზამბო-ანგისას შენარჩუნებას გეგმავს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ნეაპოლური კლუბისთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება.

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში ვიქტორ ოსიმენს "პარტენოპეის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ. დიდი ალბათობით, ნიგერიელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

alt80 მილიონი და კოლო მუანი - "ნაპოლიმ" "პარი სენ ჟერმენისგან" კვარაცხელიას თაობაზე

პირველი შეთავაზება მიიღო

alt"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
napolim mekare tu gaushva mamardashvils davamatebdi napolis kiminjis davimatebdi vinme kai naxevar mcveli da marjvena kraize vinme dibalas stilis da gunds gavawvrtnevinebdi klops
სიმართლე
23:44 14-05-2024
5
არ დაიღალეთ ერთი და იგივეს წერით?
გლეხი გოგია
18:33 14-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული