14-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი გუნდი "გოა" გახდა

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგის გათამაშება, რომლის ბრინჯაოსპრიზიორი 13 ივლისს "დიღმის არენაში" გამოვლინდა. ერთმანეთს საკალათბურთო სკოლების – გოასა და კონდორის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება დარჩა "გოას", რომელმაც მეტოქე 20 ქულის სხვაობით – 57:37 დაამარცხა.

საბა ჩიხლაძის გაწვრთნილმა "გოამ" ჯგუფში ერთი მარცხი განიცადა აჭარის ნაკრები 2-თან, რომელიც ფინალში გავიდა. ფინალის გზა "გოას" ნახევარფინალში “ელვამ” გადაუღობა, რომელმაც მეტოქე 61:51 დაამარცხა. ასე და ამგვარად, ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის "ელვა" და აჭარის ნაკრები 2 იბრძოლებენ. ამ გუნდების ფინალური სერიის პირველი მატჩი 13 ივლისს გაიმართა
და აჭარის ნაკრები 2-ის გამარჯვებით – 64:59 დასრულდა. საპასუხო მატჩი დღესაა. აჭარლებმა 5-ქულიანი ჰანდიკაპი თუ შეინარჩუნეს, ჩემპიონები გახდებიან.

მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ გამარჯვებული "გოა" დაჯილდოვდა. გუნდის წევრებს ბრინჯაოს მედლები და დიპლომი კალათბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან კეკელიამ გადასცა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული