"ის სულელია, თუ ფიქრობს, რომ..." - მსუბუქი წონის ჩემპიონი მომავალ მეტოქეზე საუბრობს

AutoSharing Option
UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ ექსჩემპიონ რობერტ ვიტაკერთან მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, პირველ დაპირისპირებაში ნიგერიელმა ახალზელანდიელი ნოკაუტით დაამარცხა.

"ის სულელია, თუ ფიქრობს, რომ სხვისი გეგმით დამამარცხებს. იდიოტი ყოფილა.

თუმცა ჭკვიანი გუნდი ჰყავს. ამიტომ ამ ბრძოლას სრული სერიოზულობით ვუდგები. მას უკვე ვცემე, ამიტომ დიდად საფრთხეს აღარ ვგრძნობ.

როგორც გითხარით, ორთაბრძოლას სერიოზულად ვუყურებ, თუმცა უშუალოდ მას 4/10-დან შევაფასებ" - განაცხადა ადესანიამ.

შეგახსენებთ, ისრაელი რობერტს UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე (13 თებერვალს) დაუპირისპირდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული