ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არსენამ გვიხსნა

არსენამ გვიხსნა

ჩვენმა ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა ბუდაპეშტში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე...

ჩვენმა ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა ბუდაპეშტში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მედალი ასევე ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორმა არსენ კახაბრიშვილმა (84) მოიპოვა. თავის პირველ წარმატებას მან 2008 წელს სლოვაკურ კოშიცეში მიაღწია, როცა ახალგაზრდებში ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს გამოჰკრა ხელი. მისგან შარშანაც დიდ წარმატებას ელოდნენ იმავე რანგის შეჯიბრებაში, რომელიც თბილისში ტარდებოდა. კახაბრიშვილმაც წარმატებით დაიწყო, მაგრამ მალევე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გავარდა. არსებითად, ამან შეუშალა ხელი მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატშიც და ის სეზონიც ჩაუვარდა. გუნდის თავკაცი ვლადიმერ ადეიშვილი მას თანატოლთა ევროპის წლევანდელ პირველობაზეც ენდო, კახაბრიშვილი ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ მერე ორივე შეხვედრა წააგო და უმედლოდ დარჩა. ცოტა დააკლდა, ახლაც იგივე სცენარი რომ არ განვითარდა - კვლავაც ნახევარფინალში გავიდა და იქ ისევ დამარცხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამჯერად ეყო ძალა და ბრინჯაოსთვის შეხვედრა დიდი აღმავლობით ჩაატარა. წლეულს მან კიდევ ერთი დიდი გამოცდა ჩააბარა - ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატშიც იჭიდავა.

კახაბრიშვილმა ბუდაპეშტის ტურნირი ისე გაიარა, მაინცდამაინც ბევრი ქულა არც ერთ შეხვედრაში არ დაუგროვებია, თუმცა მიზანს – შედეგს მიაღწია. ამასთან, საყურადღებოა, რომ თვითონაც იშვიათად კარგავდა ქულებს - კორეელ სე-იეოლ ლეესთან წაგებულ შეხვედრას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, დანარჩენ ოთხ ბრძოლაში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. თანაც ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგო - თურქმენ ილიას ესენოვთან, ამერიკელ ბენჯამინ ეროლ პროვისორთან, თურქ ასლან ატემთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბერძენ გეორგიოს დალარასთან. ბერძენი განსაკუთრებით ცუდ დღეში ჩააგდო - ორი პერიოდი ჯამში 9:0-ით მოუგო. ამხელა სხვაობით არც ერთი მეტოქე არ დაუმარცხებია.

ჩვენებურმა ერთადერთი შეხვედრა წააგო - აზიის ორგზის ჩემპიონ კორეელთან. ლეე მართლაც მშვენიერ ფორმასში ჩავიდა ბუდაპეშტში - შეხვედრათა უმეტესობა დიდი ანგარიშით და ძალზე იოლად მოიგო. მას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კახაბრიშვილმა გაუწია, რომელმაც მოუგო მეორე პერიოდი და ანგარიში გაუთანაბრა. სამწუხაროდ, დამატებით დროში ჩვენებურმა ვერაფერი გააწყო და ის პერიოდი ქულებით წმინდად წააგო.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონი (ოღონდ ქვედა წონაში) მინდია წულუკიძე (55) ტურნირში წარუმატებლად ჩაება - პირველივე ბრძოლაში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, რუს სტეფან მარიანიანთან. სომხური წარმოშობის ფალავანი ევროპის ზედიზედ ორგზის ჩემპიონია ჭაბუკებში - 2007-08 წლებში, ახლა კი თანდათან ახალგაზრდებშიც ლიდერად ყალიბდება. მას ჩვენებურმა მეტ-ნაკლებად ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც 0:2 დათმო, მეორე კი 0:5 წააგო. მოგვიანებით რუსის წარმატებამ ჩვენებურს სანუგეშო ტურნირისკენ გაუხსნა გზა, თუმცა შანსი ვერც იქ გამოიყენა - ისევ პირველივე წრეში და ისევ ორ პერიოდში მარცხი საერთო ანგარიშით 2:9 ლიტველ რამუნას დაგუსთან.

რუსთან დამარცხდა ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტი საჩინო დავითაიაც (66), რომელიც თითქოს უკეთ ჩაება ჩემპიონატში. ჩვენებურმა სერბი ნენად სოლარი ორ პერიოდში დამაჯერებლად დაამარცხა - 5:0; 7:0 და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ რუს ჩინგიზ ლაბაზანოვსაც მედგრად დაუდგა. აქ პირველი პერიოდი 3:3 დამთავრდა, თუმცა სეტი მაინც რუსმა მოიგო, რადგან ბოლო ქულა მან მიითვალა. აი, მეორე პერიოდი ჩვენებურმა 0:2 დათმო და საბოლოოდაც დამარცხდა, ნუგეშად კი დამამშვიდებელი წრე დარჩა. იქაც მაგრად იბრძოლა ამერიკელ ელის კოლემანთან, მაგრამ დრამატული შერკინების დამატებით დროში მაინც დამარცხდა. აქ პირველი ორი პერიოდი ფრედ - 1:1; 2:2 დამთავრდა. ბოლო ქულის დამსახურებით მეტოქეებმა თითო სეტი მოიგეს და დამატებითი დრო დაინიშნა. აქ ამერიკელმა ივარგა და 2:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო მძიმეწონოსანმა სერგო გოგისვანიძემაც - ჩინელი დონგ ჰანი დამატებით დროში დაამარცხა, მაგრამ იქვე მომავალ ჩემპიონთან, ჭაბუკებში ევროპის უკრაინელ პრიზიორ იგორ დიდუკთან წააგო ისევ დამატებით დროში. სანუგეშოში ჩვენებურმა ერთხელაც გაიბრძოლა - ლიტველი მარიუს გრიგელისი დაამარცხა, თუმცა აქაც სამი პერიოდი დასჭირდა, სანუგეშოს ფინალში გასვლა კი ირანელმა პარსა ჰამდალაჰ ნაზარიმ არ დაანება – სერგომ ძირითად დროში წააგო. აღსანიშნავია, რომ გოგისვანიძემ ყველა პერიოდი 1:0 მოიგო, ანუ მეტი ქულა არ გაუკეთებია. მართალია, არც თავად დაუთმია ამაზე მეტი, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც მეტი ილეთი მოეთხოვება.

დღეს და ხვალ ბუდაპეშტში გოგოები იჭიდავებენ, 24-25 ივლისი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. ჩვენი ნაკრები იქ იგივე შემადგენლობით იჭიდავებს, რომლითაც ევროპის პირველობაზე იასპარეზა: ლაშა ტალახაძე (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თორნიკე ხიდეშელი (96), გიორგი საკანდელიძე (120).

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა