საბინ ლისიცკი "დიდი სლემის" პირველ ტურნირს გამოტოვებს
კიდევ ორმა ჩოგბურთელმა თქვა უარი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშზე. "დიდი სლემის" პირველ ტურნირს გამოტოვებენ გერმანელი საბინ ლისიცკი და ამერიკელი კეტრინ ბეილესი.

ლისიცკის მხარის ტრავმა აწუხებს, ამერიკელს კი ბარძაყი აქვს დაზიანებული. უკვე ცნობილია, რომ ბეილესის ადგილს ძირითად ბადეში ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაიკავებს.

უფრო ადრე, ავსტრალიაში თამაშზე უარი თქვეს: მედისონ კისმა, პეტრა კვიტოვამ, ვიქტორია აზარენკამ და ანა-ლენა ფრიდზემმა.

რაც შეეხება კაცების ბადეს, გუშინ გაირკვა, რომ მელბურნში არ მიემგზავრება სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი. მას ბარძაყის ქრონიკული ტრავმა აქვს, რის გამოც შარშან მხოლოდ 40 მატჩი ჩაატარა. სწორედ ამ მიზეზით ტოვებს ანდერსონი ავსტრალიის ღია პირველობას.

შეგახსენებთ, რომ კევინის გარდა, მამაკაცთა ბადეს დააკლდებიან ხუან მარტინ დელ პოტრო, ხუან მონაკო, სერგეი სტახოვსკი და რიკარდას ბერანკისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ