ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როგორ შემოატრიალა ჟოზე მოურინიომ სეზონი

როგორ შემოატრიალა ჟოზე მოურინიომ სეზონი

ანუ ღიმილის დაბრუნების ისტორია
მწვრთნელს, რომელსაც "პორტუსთან" და "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ხოლო "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა შეაზანზარა, წესით, დასამტკიცებელი არაფერი უნდა ჰქონდეს.

თანაც, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერმა" დასახარჯად არცთუ მცირე თანხა გამოუყო და ფურცელზე მშვენიერი შემადგენლობაც დაახვედრა. თუმცა "განსაკუთრებულს" "ოლდ ტრაფორდზე" იმაზე მეტი პრობლემა დახვდა და იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა.

"წითელი ეშმაკებისთვის" სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და ჟოზე მოურინიომაც მოიწყინა. იგი სულ მოღუშული დადიოდა და მხიარულს ვერ ნახავდით. უხასიათოდ საუბრობდა პრესასთან, ჩვეული "მაინდ გეიმსის" თავიც კი არ ჰქონდა ხეირიანად და გამომწვევ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ გაცილებით მცირე დოზით, ვიდრე სჩვევია ხოლმე.

მაინც დაიმსახურა ტრადიციული ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია; ისაუბრა იმაზე, თუ როგორი მოწყენილია მანჩესტერში და ენატრება სახლი. ამას დაემატა გარკვეული პრობლემები ოჯახში, კონფლიქტი რამდენიმე ფეხბურთელთან და მონასტერიც აირია.

ჟოზემ მოიწყინა. მოწყენილი ჟოზე კი სახიფათოა, ის ფეხბურთელებთან კიდევ უფრო ირთულებს ხოლმე ურთიერთობას, დისტანციური და ამვდროულად, აგრესიული ხდება, ეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი მას ებრძვის და ამ დროს, პირველ რიგში, სწორედ თავად ებრძვის საკუთარ თავს. ჩვენ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო მოურინიოს თავგადასავალი "ოცნებების თეატრზე", რა გზა გამოიარა მან და სადამდე მოვიდა.

რამ გამოიწვია "მანჩესტერ იუნაიტედის" ცუდი სტარტი

1. მოურინიოს დახვდა კარგი შემადგენლობა, მაგრამ არეული გუნდი. სიტუაცია ბოლომდე დალაგებული ახლაც კი არ არის და ჯერ ოპტიმალური შემადგენლობა მწვრთნელს არ უპოვია. ეს ჯერ არ არის ის შემადგენლობა, რომელიც მოურინიოს უნდა და ვიცით, რომ ტრანსფერებისთვის უფროსობა სოლიდურ თანხას გამოჰყოფს.

2. როდესაც არ არის ოპტიმალური შემადგენლობა, არ არის არც სტაბილური ტაქტიკური მონახაზი. მწვრთნელი და კლუბი კვლავ დილემის წინაშეა უეინ რუნისთან დაკავშირებით. როგორც ხდება ხოლმე, მოურინიო საჯაროდ აუჯანყდა რამდენიმე ფეხბურთელს და საერთოდ დაივიწყა მემფის დეპაი, მორგან შნედერლენი და ბასტიან შვაინშტაიგერი. ლუკ შოუსა და კრის სმოლინგს მან ეგოიზმსა და გუნდის ღალატში დასდო ბრალი. ეს ყოველივე გუნდში დაძაბულ ფონს იწვევს.

3. სიტუაციაში, როდესაც ამდენი პრობლემაა, ევროტურნირი გუნდისთვის დამატებითი ტვირთია და ძალების განაწილება ძალიან რთულდება. გარდა ამისა, "წითელი ეშმაკები" შემორჩნენ ორივე თასს. ამან და არსებულმა უდიდესმა ზეწოლამ გუნდს დამატებითი ენერგია წაართვა და ვარსკვლავებს წნეხად დააწვა. მხოლოდ სახელები და ფული წარმატების საწინდარი რომ არ არის და პირიქით, ხშირად ამის გარეშეც შეიძლება გამარჯვება, ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჟოზემ იცის.

4. დაცვა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ბევრს სულაც არ უშვებს და ერთი შეხედვით გასაკვირია, რომ უკანა ხაზს ვეხებით, მაგრამ… ჯერ ერთი, რომ არა დავიდ დე ხეა, აუცილებლად უფრო მეტს გაუშვებდა. მერე მეორე, მცველების გაუთავებელმა როტაციამ, რაც ხან ტრავმებით იყო გამოწვეული, ხან ოპტიმალური შემადგენლობის ძიებით და ხანაც ჟოზეს პირადი შეხედულებებით, მოიტანა ის სერიოზული არადამაჯერებლობა და არასტაბილურობა, რომელიც სეზონის სტარტზე შეინიშნებოდა. ახლა კი მეტ-ნაკლებად სიტუაცია ამ მხრივაც დალაგდა, მაგრამ იდეალური მაინც არ არის. ამიტომაც, ისევე, როგორც სხვა რგოლებში, იგეგმება და იქნება კიდეც წმენდა და ცვლილებები.

5. ხანდახან იყო უიღბლობაც. მაგალითად "ბარნლისთან" მატჩის გახსენებაც შეიძლება, სადაც "იუნაიტედმა" სასწაულებრივად ვერ მოიგო. თავად ჟოზე "არსენალთან" თამაშსაც გვახსენებს და სხვა შეხვედრებზეც გაუკრავს ხოლმე კბილი. იღბალი კი დიდ ადამიანებსაც სჭირდებათ, მით უმეტეს, დიდი საქმეებისთვის. თუ არ გჯერათ, სერ ალექს ფერგიუსონს ჰკითხეთ.

"ჩვენ მოვხსენით რეკორდი კარში დარტყმების მხრივ, ბურთის ფლობის მხრივ და საერთოდ ყოველმხრივ. მსგავსი მატჩი 10-ჯერ რომ ჩაატარო, 9-ს მაინც აუცილებლად მოიგებ. ჩვენ კი ეს შეხვედრა ვერ მოვიგეთ. მახსენდება, როგორ ვდომინირებდით "არსენალთანაც", მეტოქეს დავიდ დე ხეას კარში არ დაურტყამს, მეკარე თამაშში არ ჩართულა. მერე კი, ბოლო წუთზე უცბად გოლს ვუშვებთ და 2 ქულას ვკარგავთ" - ამბობდა მოუ.

რამ გამოიწვია "მანჩესტერ იუნაიტედის" ათამაშება

კალენდარი

ძალიან გადატვირთული და რთული კალენდრის მერე, "იუნაიტედს" სულზე მოუსწრო შედარებით ადვილმა შეხვედრებმა. გუნდს ახლა მიჯრით 8 მოგება აქვს, აქედან 1 ევროპალიგაზე უკრაინულ "ზორიასთან", ერთი ასოციაციის თასზე ქვედალიგელ "რედინგთან" და 6 პრემიერლიგური გამარჯვება. ამ 6 შეხვედრიდან გუნდი მხოლოდ ერთხელ შეხვდა ისეთ მეტოქეს, რომელიც რეალურად იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და "მანჩესტერის" უშუალო კონკურენტად უნდა მოვიაზროთ. ეს გახლდათ შანსი, კლუბს ასეთი წარმატებული სერია გამოეცხო და მოგებები ერთმანეთზე მიეწყო და მოურინიოც ამას შესანიშნავად ჩაეჭიდა.

ახალგაზრდების აჯანყების ჩახშობა

იმის ფონზე, რომ კლუბს ცუდი შედეგები ჰქონდა, ხოლო, როდესაც მარკუს რაშფორდი, ჯესი ლინგარდი და ანტონი მარსიალი ცუდად არ თამაშობდნენ… გასაკვირი არც გახლავთ, რომ მათ მეტის ამბიციაც გაუჩნდათ. თუმცა მოუს თავისი ხედვა აქვს და ყველაფერი ბოლომდე თავისებურად გააკეთა. მთავარი მეამბოხე ყველაზე ნორჩი რაშფორდი გამოდგა, რომელმაც საჯარო განცხადებებიც გააკეთა. მოუ ამას იშვიათად პატიობს, მაგრამ არც მარკუსი და არც ვინმე სხვა არ მოიძულა, ისინი სხვა ხერხებით დააშოშმინა და თამაშის წყურვილი თუ ხალისიც შეუნარჩუნა. აჯანყება დაცხრა და გუნდში სიტუაცია დამატებით აღარ აირია.

რუნი

"მანჩესტერი" ახლა თაობათა ცვლის, სტილის ცვლის და თითქმის ყველაფრის ცვლის სტადიაზეა. ყველას ესმის, რომ კლუბის ლეგენდა უეინ რუნი იმდენს და ისე თავისუფლად ვეღარ ითამაშებს, რამდენსაც თამაშობდა, მაგრამ საკითხი ფრიად დელიკატურია - "შრეკის" ასე ერთი ხელის მოსმით ჩაჩოჩება არ გამოვა, ის ჯერ მხოლოდ 31 წლისაა. ჟოზესაც არ უნდა "ცუდი ბიჭის" იმიჯი ჰქონდეს. ეს იმიჯი მისთვის შემაშინებელი არ არის, პირიქით, კარგად იყენებს მას, მაგრამ ეს კლუბს მიღმა და არა გუნდს შიგნით.

მოურინიომ აქაც შუალედურ გამოსავალს მიაგნო, რუნი დაარწმუნა იმაში, რომ იგი ისევ ძალიან საჭირო ფიგურაა გუნდისთვის, მაგრამ დაარწმუნა იმაშიც, რომ ყოველთვის ვერ ითამაშებს და ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. თითქოს, მოგვარდა ის ყბადაღებული საკითხიც "შრეკის" პოზიციასთან დაკავშირებით, მოურინიომ მას შეტევაში მეტი თავისუფლება დაუბრუნა.

მატა

ესპანელთან ჟოზეს ძველი ურთიერთობა ყველამ კარგად ვიცით და ისიც ვიცით, რომ ვინმე შესაძლოა, ხუანისგან ზოგადად უფრო მეტს ელოდა, მაგრამ ფაქტია, "მანჩესტერში" გადასვლის მერე, სტატისტიკის მიხედვით, იგი ფაქტობრივად ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია გუნდში. ჟოზემაც დაინახა, რომ მატა საჭიროა და მას ძალიან კარგად იყენებს. მათ შორის არსებული გაუგებრობა დავიწყებას მიეცა და წარსულში დარჩა.

ზლატანი

გაისმა მოსაზრებები - თუ "მანჩესტერს" შორსმიმავალი გეგმები აქვს, იბრაჰიმოვიჩზე გაცილებით ახალგაზრდა თავდამსხმელი უნდა იპოვოსო, ინგლისში შვედი ისეთივე მრისხანე და შეუჩერებელი გოლეადორი ვერ იქნებაო, გუნდის შეტევებს ანელებს და მის გარშემო თუ არ ააწყვე მთელი თამაში, არაფერი გამოვაო… ამ და სხვა მოსაზრებებს არსებობის უფლება ჰქონდათ და აქვთ, მაგრამ ფაქტი ზლატანივით ჯიუტია - იბრაჰიმოვიჩი ათამაშდა.

იბრამ დაიწყო გოლების გატანა, საოცარი მომენტების შექმნა, გამოყენება, ასისტენტობა და 35 წლის ასაკში ის ისევ შესაშურ ფორმაშია, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და უნდა, რომ რაღაც კიდევ დაგვიმტკიცოს. ასე რომ, ამ ეტაპზე ზლატანი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

პოგბა

რა უნდა გაეკეთებინა პოლ პოგბას ისეთი, რომ მასში გადახდილი თანხა გაემართლებინა? ამაყი ფრანგი თავიდანვე განწირული გახლდათ იმისთვის, რომ მას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდებოდა და თავდაპირველად ეს მასზე აშკარად საგრძნობლად მოქმედებდა. ნელ-ნელა პოლმა, როგორც ტაქტიკური თვალსაზრისით მიიღო მეტი თავისუფლება (და ამ ნაბიჯის გადადგმა და პოგბას წინ წაწევა აშკარად გამართლებული და საჭირო სვლა გახლდათ), ასევე სხვა მხრივ აიშვა. "მამლაყინწა" თავისი საუცხოო პასებითა და შორეული დარტყმებით გვანებივრებს, დაიწყო გატანაც. თანაც, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც პოგბას შეუძლია და თუ ის ბოლომდე ათამაშდება...

ჟოზემ ურთიერთობები დაალაგა

მოურინიოს სახეზე ღიმილი დაუბრუნდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ამან შესაძლოა, ბევრის ცრემლი გამოიწვიოს, რადგან მოურინიოს ღიმილი ზოგჯერ სხვებისთვის საშიში რამაა ხოლმე. ის თითქმის ისევ ის ძველი ჟოზეა ჟურნალისტებთან საუბრისას, ოვაციებით ეგებებიან ფანები და, რაც მთავარია… დაბრუნდა სითბო და უშუალობა ფეხბურთელებთან.

ის ყველას ეხუტება, კონფლიქტები მოგვარებულია - წამსვლელებმა იციან, რომ წავლენ, დამრჩენებმა იციან, რომ ყველა ყოველთვის ვერ ითამაშებს. მათ გაიაზრეს, რომ ბოსი ჟოზეა და ყველაფერს ის განკარგავს.

თანაც, ეს კარგად შესძლებია და სცოდნია. რაც მთავარია, ჟოზეს ზურგს უმაგრებს ისეთი კოლორიტული და ქარიზმატული ფიგურების მხარდაჭერა, როგორიც იბრაჰიმოვიჩია და გასახდელში ჯანსაღი, კონტროლირებადი გარემოსთვის, ეს უმნიშვნელოვანესია. აი, ასე შეხმატკბილებულად იწყება "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ცხოვრება.

მოწყენილი ჟოზე

2 ოქტომბერი მანჩესტერი-სტოკი 1:1

17 ოქტომებრი ლივერპული-მანჩესტერი 0:0

23 ოქტომბრი ჩელსი-მანჩესტერი 4:0

29 ოქტომბერი მანჩესტერი-ბარნლი 0:0

6 ნოემბერი სუონსი-მანჩესტერი 1:3

19 ნოემბერი მანჩესტერი-არსენალი 1:1

27 ნოემბერი მანჩესტერი-ვესტ ჰემი 1:1

4 დეკემბერი ევერტონი-მანჩესტერი 1:1

გახარებული ჟოზე

8 დეკემბერი ზორია-მანჩესტერი 0:2

11 დეკემბერი მანჩესტერი-ტოტენჰემი 1:0

14 დეკემბერი კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2

17 დეკემბერი ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 0:2

26 დეკემბერი მანჩესტერი-სანდერლენდი 3:1

31 დეკემბერი მანჩესტერი-მიდლსბრო 2:1

2 იანვარი ვესტ ჰემი-მანჩესტერი 0:2

7 იანვარი მანჩესტერი-რედინგი 4:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• deVlani

ნომერ პირველი მწვრთნელია !!!

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა

გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა

რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას

"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ

მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა

"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი

მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა. ბოლო ტურის წინ: ჩახლართული სიტუაცია

მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს

ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო

მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს

"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა

The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს

"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე

მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?