ლელოს ყლეო0

23 იანვარს უზბეკეთთან და 25-ში იორდანიასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისი ფეხბურთელებს უკვე იძახებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიაში არიან "სამტრედიის" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე და თბილისის "დინამოში" დაბრუნებული ბაჩანა არაბული, აგრეთვე, მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მცველი ლაშა შერგელაშვილი.

მაგრამ, შესაძლოა, იმ დროისთვის შერგელაშვილი "სამტრედიას" ფეხბურთელი აღარც იყოს. საქმე ისაა, რომ გარდამავალი პირველობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი (რომელიც საუკეთესო გოლის ავტორებს შორის იყო ნომინირებული) თავად გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, იმერული კლუბი დატოვოს.

24 წლის მარცხენაფლანგელთან ინტერვიუ "ლელომ" ნაკრებში მისი გამოძახებით დაიწყო.

- ეროვნულ ნაკრებში პირველი მიწვევა ყველა ფეხბურთელისთვის მოვლენაა და ცხადია, გილოცავთ!..

- ეს ძალიან დიდი სტიმულია ფეხბურთელისთვის, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. ამავე დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, ეროვნულ ნაკრებში ისე მიმიწვიეს, აქამდე არც ერთ ასაკობრივ ნაკრებშიც არ მითამაშია.

- ...და არც ერთი ნაკრების კანდიდატიც არ ყოფილხართ?!

- მხოლოდ 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების გაფართოებულ სიებში ვხვდებოდი და ისიც - კობა ჟორჟიკაშვილის დროს, შერჩევების დროს ამხანაგური მატჩები თუ მითამაშია. მაგრამ ოფიციალურად ნაკრების ფორმა ერთხელაც არ მომირგია. აქედან გამომდინარე, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია, ვაისის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის როგორი სასიხარულო იყო.

- "სამტრედიამ" სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა და გუნდის ლიდერებისადმი ვაისის ასეთი ყურადღება მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო. პირადად თქვენც კარგი სეზონი გქონდათ...

- სეზონი გუნდისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ბუნებრივია, პირადად მეც იმიტომ გამოვჩნდი, რომ ასეთ გარემოში, ასეთ თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან მოვხვდი. თბილისის "დინამოშიც", უმთავრესად, ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი. მაგრამ "სამტრედიაში" მაინც გამორჩეული სეზონი მქონდა - ასე სტაბილურად და ამდენი არასოდეს მითამაშია. ყველა შეხვედრა ძირითადში დავიწყე.

- სეზონის დაწყებამდე ამ შემადგენლობით "სამტრედიის" ჩემპიონობა ზღაპარს ჰგავდა. ფაქტია, რომ გია ცეცაძემ ბევრი ისეთი მოთამაშე გამოაჩინა საუკეთესო კუთხით, რომლებიც დაწუნებულები იყავით ან დიდი ნდობით არ სარგებლობდით...

- რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ამას ვაფასებთ და მისი მადლიერები ვართ. გია ცეცაძე სერიოზული სპეციალისტია და თითოეულ ჩვენგანს ბევრი რამ შესძინა, ისევე, როგორც "სამტრედიაში" თამაშმა. თემურ ლორთქიფანიძეზეც უნდა ვთქვა, რომელიც ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი იყო - კარგი ადამიანური მიდგომა აქვს და გუნდი ფიზიკურად ისე კარგად მოამზადა, მთელი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩავატარეთ.

- თუმცა, შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, "სამტრედია" დატოვოთ და ლატვიაში წახვიდეთ...

- ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად გადავალ.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელ გუნდში გიწვევენ?

- არის ასეთი გუნდი - "რიგასი", რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

- ეს გუნდი ევროთასზეც არ ითამაშებს და საქართველოზე უკეთეს პირობებს ნუთუ იქაც გთავაზობენ?

- დიახ, უკეთესი პირობებია. მაგრამ სხვა ვარიანტიც არის.

- "სამტრედიაში" დარჩენას გამორიცხავთ?

- ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა...

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" უკვე დატოვა ბაჩანა არაბულმა. დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძეც სხვა კლუბში ითამაშებს, ხოლო დაჩი ცნობილაძემ გუშინ "საბურთალოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რაც შეეხება "რიგასს", მან 8-გუნდიან ვირსლიგაში გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. ამ ლატვიურ კლუბში თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი და გორის "დილასა" და მოსკოვის ცსკა-ს ექსნახევარმცველი, საქართველოში დაბადებული ნიკა ფილიევი თამაშობენ.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000

0000000000000000000

ლოკომოტივი

ფოფხაძეც

წავიდა

ახლებმა კონტრაქტები გააფორმეს

თბილისის "ლოკომოტივის" ახალწვეულების შესახებ უკვე ვწერდით. სიახლე ისაა, რომ რკინიგზელთა კლუბმა მათთან კონტრაქტები სხვადასხვა ვადით გააფორმა.

თემურ ღონღაძის ხელშეკრულება ორწლიანია და 2018 წლის ბოლომდეა. გულვერდ თომაშვილმა, ირაკლი სიხარულიძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და ნოდარ ქავთარაძემ კი თითოწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი და გუნდში მხოლოდ 2017 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ითამაშებენ.

"ლოკომოტივში" 2017 წლის ბოლომდე ითამაშებს "საბურთალოს" მეკარე ბექა ქურდაძეც, ოღონდ, ეს თანამშრომლობა იჯარას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ გიორგი კუხიანიძე "ლოკომოტივს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა და კარიერას მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

გაირკვა, რომ იგივე მოხდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის, გიორგი ფოფხაძის შემთხვევაშიც - კონტრაქტი მასთანაც ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა.

კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა მათე ვაწაძეს, რომელსაც კარიერის უცხოეთში გაგრძელებას აპირებს. მაგრამ ეროვნული ნაკრების კანდიდატის ახალი კლუბის ვინაობა ჯერ უცნობია.

მერაბ მამულაშვილი

00000000000

00000000000000000000

საბურთალო

ცნობილაძე

უკვე

ცნობილია

"საბურთალო" 2017 წელს პირველად შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის წევრები "ბენდელას" სტადიონზე გამოცხადნენ და სამედიცინო შემოწმება გაიარეს, შემდეგ კი ხანმოკლე დროით ივარჯიშეს.

დღეს ფეხბურთელები ფიზმომზადების ტესტს ჩააბარებენ, 13 იანვრიდან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ჩაერთვებიან, სადაც პრო1-სა და პრო2 ლიგის კლუბები იასპარეზებენ.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ "საბურთალოს" ღირსებას დაჩი ცნობილაძე დაიცავს, რომელიც "სამტრედიაში" თამაშობდა. ის გია ცეცაძის გუნდში საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა და ცენტრალურ მცველადაც.

"საბურთალოს" პრესატაშის, კახა მგელაძის თქმით, ცნობილაძემ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

22 წლის ფეხბურთელს უთამაშია რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონსა" და დედაქალაქურ "ლოკომოტივში". იყო, 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და მის შემადგენლობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონტის მონაწილე გახლდათ. სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ბოლო ორი სეზონი "სამტრედიაში" გაატარა და 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში იმერულ კლუბთან ერთად ოქროს მედლებს დაეუფლა.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000000

00000000000000000000

00000000000000000000000000000

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!