კახა ჩხეტიანი: "მომავალ ჩემპიონატში ჩვენი ამოცანა მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება"
ქუთაისის "ტორპედომ" ზამთრის არდადეგები დაასრულა, 10 იანვარს საღორიის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა...

საქართველოს 2016 წლის თასის მფლობელი 11 ფეხბურთელს შეელია და 5 ახალწვეული ჰყავს: გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკა საბანაძე. გუნდთან ერთად რამდენიმე მოთამაშემ ივარჯიშა, რომელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხს სამწვრთნელო შტაბი კლუბის ინტერესებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყვეტს. ერთი მათგანი მეკარე როინ კვასხვაძის ძმა, გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ნიკა კვასხვაძეა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელები უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაამხილა, რომ ქალაქის მერია კლუბის გასხვისებაზე აუქციონს დღე-დღეზე გამოაცხადებს.

"მომავალ ჩემპიონატში ჩვენი ამოცანა მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება. ზაფხულში ევროპის ლიგაზეც საპასუხისმგებლო თამაშები გველოდება.

5 ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ დაკომპლექტება გრძელდება, თუმცა ჯერ გაძლიერების საშუალება არ გვაქვს.

ხშირად ველაპარაკები ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას, რომელსაც კლუბში მოსვლის დიდი სურვილი აქვს. ის ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა და როგორც ვიცი, ორივე მხარეს თანამშრომლობის დიდი სურვილი გააჩნია.

დიდი იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში კლუბის სასარგებლოდ დასრულდება, რაც "ტორპედოს" გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს ჩხეტიანი.

მან მოსამზადებელი ეტაპისა და მოსალოდნელი სირთულეების შესახებაც ილაპარაკა:

"თავიდან საღორიის ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოვემზადებით, რადგან ბუნებრივი მინდორი ახლა კონდიციაში მოჰყავთ. მთავარ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ.

ქუთაისი რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს უმასპინძლებს, მორაგბეები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონითა და ჩვენი ბაზის მოედნით ისარგებლებენ და, შესაძლოა, ორივეზე საფარი ამის გამო შეცვალონ. ამაზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სხვაგვარად, "ტორპედოს" საფარის გაუმჯობესება საკუთარი სახსრებით მოუწევს, რადგან შეკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ნორმალურ მოედანზე უნდა ივარჯიშონ".

"ზამთრის თასის" შემდეგ "ტორპედო" საქართველოში ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს - სავარაუდოდ, 25 და 28 იანვარს, აგრეთვე, 1-ელ და 4 თებერვალს. 7 თებერვალს გუნდი ორი კვირით ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალს. მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში დადგინდება. 1-ელ მარტს კი "ტორპედო" საქართველოს სუპერთასისთვის "სამტრედიას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი
არ შეიძლება თუ ქუთაისელი ხარ გული არ გტკიოდეს ''ტორპედოს''-ბედზე.პირველი ისაა რომ ყველა უცხო მომსვლელი მწრთვნელი იქნება თუ მეპატრონე ყველა ფულის საშოვრად მოდის კი ფული საჭიროა მაგრამ ჯერ საქმე გვიჩვენე გაკეთებული და ფული მერე მოითხოვე-ძოძუაშვილმა მესამედ გაატყავა საკუთარი ქალაქი-გაქანებული ფულის ხარბი აღმოჩნდა დარასელია-ასევე არასწორად იმოძრავა ჟორჟიკაშვილმა და ა.შ.-ეხლა მეპატრონეებზე-ყველაზე საქმიანი და გულიანი ი.კოკაია აღმოჩნდა და ის გადაყვა კიდეც ''ზესტაფონს''-ასევე ცდილობს ფიფია ''დინამოს''-დაეხმაროს და ფულს და გულს არ იშურებს მაგრამ არვიცი ღალატობენ ან თვითონ არასწორად მიყავს თავისი საქმე? ვერ დავიჯერებ ადამიანი ფულს ყრიდეს ტყვილა. და კიდევ არიან უფრო დაბალი ფულის მხარჯველები=მერანში-ვიტ ჯორჯიაში და საბურთალო და ლოკოში. ''ტორპედოს''ადრინდელს ხინიკაძეს უღალატეს და ფულები შეუჭამეს.-დაშორდა.მერე ნაც-სააკიანი-ბოზის-ძმას დათოია ბოზს-ქუთაისელი ცოლის- მეზობლების თხოვნით ნაც-სააკიანმა სომხური ''კარუსელი''-ჩაუტარა და ვითომ ''ვისოლს''-ჩააბარა გუნდი. ატარეს დრო იგულავეს კარგად იპიარეს და წავიდნენ იმაზე ადრე ვიდრე უნდა ყოფილიყვნენ თუ არ იყო პიარი რატომ წავიდნენ? გაკოტრდნენ?-ეხლა ''ტორპედო ცუდ დღეშია-500000-ინვესტორი ვერაფერს იზამს თანაც ევროპაში გასასვლელ გუნდს სერიოზული პატრონი უნდა ''საჩხერეს'' ნაირი პატრონი გვჭირდება ნამდვილად.თუ არადა მიხედოს მერიამ.
kutaiseli
500 ათასი ლარი ეს საოცრად მცირე თანხაა ეს არაა გუნდის აღორძინება,ეს უბრალოდ სურვილია ადამიანის ჰქონდეს გუნდი მაგრამ ყოველგვარი ბოღმის გარეშე ვამბობ,ამ თანხით შეუძლებელია რაიმეს გაკეთება..
zura
მე საჩხერელი ვარ და რატქმაუნდა ჩიხურას ვქომაგობ. მაგრამ ქუტაისი ნამდვილად იმსახურებს კარგ გუნდს ტავისი წაერსულიტ და ხალხის ფეხტუსიდმა სიყვარულიტ. გული მტკივა რო უცჰირს ტიორპედოს ბოლო წლებსჰი მიაქციეტ ყურადეგბა ვისაც სჰეგიზლიატ
romandro
ღმერთმაც ქნას და მე ვცდებოდე,მაგრამ არმჯერა ისეთი ინვესტიცის რომელიც წელიწადში კლუბს 500-ათასი ლარით დაფინანსებს და კლუბმა ამ თანხით დიდ წარმატებებზე იფიქროს...
Guadua
რა შუაშია კერძო პირის მოლაპარაკება ქალაქის მერთან, თუკი კლუბი ღია აუქციოზნე გააქვთ? იქნება კი აქუციონის დღემდე 2 კვირით გამოცხადებული რომ ეს არის საერთაშორისო აუქციონი და არა მხოლოდ საქართველოს რეზიდენტისათვის მორგებული ფორმალობა?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ფეხბურთი და ბიზნესი: გამოეხმაურება ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას?
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ქართლული კლუბები სპონსორების ძიებაში - პროცესი დაიწყო?
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ნიკა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას ჩემპიონატის ბოლომდე დაიცავს
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს