ვეიკ-ან-ზეეს დიდ საერთაშორისო ფესტივალში მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს
ვეიკ-ან-ზეეში 14 იანვარს 79-ედ დაიწყება მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი Tata Steel Chess 2017, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეჯიბრება ორი ტურნირისგან შედგება. თითოეულში 14-14 მონაწილეა. ისინი წრიული სისტემით ითამაშებენ.

ჩელენჯტურნირში ასპარეზობის პატივი ქართველთაგან სოფიკო გურამიშვილს (2370) ერგო. იგი მეტოქეობას გაუწევს ისეთ ცნობილ დიდოსტატებს, როგორებიც არიან მარკუს რაგერი (ავსტრია, 2689), ილია სმირინი (ისრაელი, 2669), ნილს გრანდელიუსი (შვედეთი, 2643), ერიკ ჰანსენი (კანადა, 2603), ბენჟამინ ბოკი (ჰოლანდია, 2598), ჩინელი ქალბატონი თინჯი ლეი (2468) და სხვები.

მთავარ ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ ვეიკ-ან-ზეეს ტურნირის ხუთგზის გამარჯვებული, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2840), ვესლი სო (აშშ, 2794), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2785), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2785), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2771), პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2770), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2767), პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2762), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2749), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2737), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2717), იი ვეი (ჩინეთი, 2707), ლოეკ ვან ველი (ჰოლანდია, 2696) და ბასკარან ადჰიბანი (ინდოეთი, 2666).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koka
წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ,თუმცა მგონი ეს მისთვის ახლა პირველი ტურნირია და დიდია პროცენტი რომ გაუჭირდეს
ლუკა
ძალიან ჭკვიანი და ლამაზი გოგო არის. გამარჯვებებს ვუსურვებ.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე