უნდა ახარებდეს თუ არა ქართველ გულშემატკივარს მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება
10 იანვარს ფიფას საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთისა (2018 წლის) და ყატარის (2022) შემდეგი მუნდიალი - 2026 წელს სულ სხვა ფორმატით გაიმართება. ცვლილება 28 წლის შემდეგ პირველად მოხდება. მთავარი კი ისაა, რომ 32 ნაკრების ნაცვლად მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმზე 48 ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ანუ 16-ით მეტი!

- მუნდიალი 2026: ჯგუფურ ეტაპზე ფრეები არ იქნება?

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში, ბევრი კმაყოფილია, ზოგიც - უკმაყოფილო, რამდენიმე ორგანიზაცია სულაც სარჩელს ამზადებს, მაგრამ ფაქტია, ეს სიახლე ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს გაახარებდათ - იქნებ ახდეს ჩვენი ოცნება და ოდესმე საქართველოს ნაკრებმაც ითამაშოს მუნდიალზე!

ფიფაში მუნდიალის მონაწილეების გაზრდის გადაწყვეტილება კი მიიღეს, მაგრამ კვოტები არ გადაუნაწილებიათ, ეს უახლოეს კონგრესზე მოხდება. მანამდე კი "სამუშაო გეგმა" ასეთია - ევროპა დამატებით სამ ადგილს მიიღებს (13-დან 16-მდე). აქვე ვიტყვით, რომ ამჟამად მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც 9 ევროპული ჯგუფის გამარჯვებული და 4 მეორეადგილოსანი (პლეი ოფის მერე) მიიღებს რუსეთის საგზურს, 13 გუნდს კი თავად მასპინძელი - რუსეთი ემატება. ასე რომ, რეალურად, ამჟამად ევროპას 14 საგზური აქვს.

და რა გამოდის? გუნდების რიცხვი 16-ით იზრდება და რეალურად ევროპა მხოლოდ 2 ადგილით მეტს მიიღებს? უეფას გუშინდელი განცხადება ნიშანდობლივია, როგორც ჩანს, "ბებერ კონტინენტზე" ამ კვოტით თანახმანი არ არიან და მეტისთვის იბრძოლებენ, თუმცა, რა გამოვა აქედან, უკვე სხვა საკითხია...

საქართველოს ნაკრების პერსპექტივიდან კი, ევროპისთვის ორი საგზურის დამატება ისეთი შეღავათია, რომ ვერც კი ვიგრძნობთ. როგორც აქამდე იყო ძალზე ძნელი (თუ შეუძლებელი არა) ჩვენნაირი გუნდისთვის ევროპაში წარმატების მიღწევა, ასეთადვე დარჩება. მოკლედ, პერსპექტივაშიც კი (48-გუნდიან მუნდიალამდე ხომ 9 წელი რჩება) თითქმის არაფერი იცვლება.

უეფა, რომელიც ამჟამად 55 სრულუფლებიან წევრს აერთიანებს, სავარაუდოდ, რვა 7-გუნდიან (ერთი ან რამდენიმე გამონაკლისით, სადაც 6 გუნდი იქნება, გააჩნია სად გაიმართება მუნდიალი) საკვალიფიკაციო ჯგუფს გააკეთებს, რომელთაგანაც 2-2 საუკეთესო მუნდიალზე მოხვდება.

ეს 10-დან 12-მდე კი გაზრდის ნაკრების თამაშების რაოდენობას, მაგრამ აღარ იქნება საჭირო დამატებითი პლე ოფი და კალენდარშიც 2 ტურის გასამართავი დროც იქიდან გამოთავისუფლდება. შეიძლება სხვა სისტემაც მოიფიქრონ, თუმცა უეფაში გართულების მოყვარულები დიდად არ არიან.

ასეთ შემთხვევაში იმის ალბათობაც საკმაოა, რომ საქართველოს ნაკრები ორ ევროპულ გრანდთან ერთად მოხვდეს საკვალიფიკაციოში (როგორც არაერთხელ ყოფილა ჩვენს შემთხვევაში), ეს კი, მოგვწონს თუ არა, შანსის თავიდანვე მოკვლის ტოლფასია.

გამოდის, რომ დიდ საფეხბურთო ზეიმზე მოხვედრის ოცნება კვლავ ოცნებად რჩება?

მუნდიალზე შეიძლება ბევრი არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი შანსი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 2016 წლიდან გაფართოებულ ფორმატში იმართება და 24 გუნდს გააერთიანებს.

მართალია, ერთი კარგი შანსი ჩვენ უკვე გავანიავეთ - ევრო 2016-ზე 23 გუნდი გადიოდა, მაგრამ ჩვენ იქ ვერ მოვხვდით. წარმოიდგინეთ, ჯუჯა ქვეყნებს თუ არ მივიღებთ სათვალავში (და საფეხბურთო თვალსაზრისით ასეცაა), ევროპის ყოველი მეორე ქვეყნის ნაკრები ფინალურ ეტაპზე გადის!

9 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო და ერთი მესამეადგილოსანი პირდაპირ გადის, რასაც 4 პლეი ოფიდან ემატება. მოკლედ, რეალური შანსი ესაა.

ევრო 2020-ზე კი სულაც 24-ვე საგზური თამაშდება, რაც საკვალიფიკაციო სისტემის შეცვლას მოითხოვს - 55 გუნდი 10 ჯგუფში განთავსდება, 2-2 საუკეთესო ევრო 2020-ზე ითამაშებს, ხოლო 4 საგზური მოგვიანებით კიდევ გათამაშდება.

დღეს რომ იმართებოდეს...

სავარაუდოდ, აფრიკის კვოტა 9-მდე გაიზრდება, აზიის - 8,5-მდე, სამხრეთ ამერიკის - 6; ჩრდილო ამერიკის - 6,5, ოკეანეთის - 1, ევროპის - 16, ერთი ადგილი კი ვაკანტური რჩება სავარაუდო მასპინძლისთვის (ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სავარაუდოა) და ჯამში 16 დამატებული ადგილიც გამოდის.

რომ ავიღოთ ახლანდელი რეიტინგი და ახალი ფორმატი, ცვლილება ამ გუნდებს გაუკაფავდა გზას ფინალური ეტაპზე:

აფრიკა: ბურკინა ფასო, ნიგერია, განა.

აზია: უზბეკეთი, საემიროები, ჩინეთი, ყატარი.

ევროპა: ირლანდია, თურქეთი.

ჩრდილო ამერიკა: პანამა, ჰაიტი, ჰონდურასი, კურასაო.

ოკეანეთი: ახალი ზელანდია

სამხრეთი ამერიკა: ურუგვაი, პერუ.

მაშინ, როცა კურასაოს, ბურკინა-ფასოსა და ყატარის რანგის გუნდები შეიძლება ვიხილოთ მუნდიალზე, 48 გუნდში მაინც შეიძლება ვერ მოხვდეს უკრაინა, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი, დანია, რუსეთი, პარაგვაი... ეს დღევანდელი რეიტინგით. რეალურად კი მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპმა ევროპაში სავსებით შესაძლებელია, რომელიმე ან რამდენიმე გრანდიც კი შეიწიროს. წარმოგიდგენიათ, 48-გუნდიანი მუნდიალი ჰოლანდიის გარეშე? მაგრამ ეს შესაძლებელია.

ვინ უმასპინძლებს უდიდეს მუნდიალს

სად ჩატარდება 2026 წლის 48-გუნდიანი მუნდიალი? შესაძლოა, აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ერთიანი განაცხადი შეიტანონ და მუნდიალი ამ სამ ქვეყანაში გაიმართოს. მუნდიალის გამართვით დაინტერესებულია კოლუმბიაც. არ გამორიცხავენ ავსტრალია-ახალი ზელანდიის ერთიან განაცხადსაც.

ევროპაში სურვილი აქვთ ინგლისს, თურქეთ-აზერბაიჯანს (ერთად) და ყაზახეთს. ისე, აზერბაიჯანის სპორტის მინისტრის, აზად რაჰიმოვის ამ წინადადებას, საქართველოც რომ გამოეხმაუროს, კარგი იქნებოდა, მით უფრო, როცა მუნდიალზე 16 ჯგუფი უნდა იყოს...

vano
აფირიკის ჯგუფში ვითამაშოთ მაინც სავსეა თბილისი აფრიკელებით
Vep1963
სწორედ აზია იქნება ბურთს,რომ თავზე დაგვახევს.ისე ოკეანის სახელით თუ გამოვალთ შანსი ნამდვილად გვექნება.ვაი ჩვენ უბედურ ცხოვრებას.ნორმალურ,პატიოსან ხალხს სანამ პატივს არა ვცემთ.მანამდე ვიქნებით ასე.
konstantines
ევროპას და აზიას კავკასიის ქედით შენ ყოფ? ბოსფორზე გამიგია გაყოფა, ურალზე მაგრამ კავკასიაზე რაღაც ახალია
კონსტანტინე
აზიის შესარჩევში ვითამაშოთ. შიდა აზიის ისრაელი და კაზახსტანი თუ თამაშობენ ევროპაში, ჩვენ, ფაქტობრივად აზიელები (კავკასიის ქედი ყოფს ევროპას და აზიას) რატომ არ შეგვიძლია ვითაშოთ აზიაში?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მასპინძლობის უფლებას როდესაც მოვიპოვებთ მაშინ გავალთ:)))
nika-ს!
ფეხბურთის თამაში რო ვისწავლოთ ბურთთან სხვებზე ადრე უნდა მივირბინოთ მარა არც ეს გვიშველის გოლის გატანა თუ არ ვისწავლეთ. დავიჯერო აქ ასეთი კაცი არ მოიძებნა რო უცხოელები არ ვამდიდროთ?
maxo
რა გინდა საქართველოვ რადენი გუნდი გინდა რომ დაუშვას უეფამ რომ საქართველომ ფინალში ითამაშოს.ფიფა გვეუბნება ჟერ თამაში ისწავლეთო და მერე გათამაშებთ ფინალშიო ამაზე კარგი სიტყვა რა გინდათ.აბ თქვენ იცით ახლა.
nika
მოდი ჯერ ფეხბურთი ვითამაშოთ და მერე ვიფიქროთ მუნდიალზე.
bajo
ჰვენტვის რა აზრიაქ ხალხო, მეოტხე ადგილი სანატრელი გაგვიხდა ბოლოდროს.სტადიონები არაგვაქ ქალქქებსჰი და რაზეა საუბარი.
svan
120 მდე რომ გავზარდოთ მსოფლიო?! იქნებ მერე გვეყოს და გავიდეთ, ავიხდინოთ ოცნება)))))))))))) რა შეღავათზეა ლაპარაკი როცა გუნდი 1999 წლის მერე მე-3ზეც არ გასულა რა აზრი აქცს საერთოდ თუნდაც 20 ადგილი მიცენ ევროპას
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ჩინეთს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
The Daily Telegraph: ინფანტინომ სამსახურში საყვარელი დააწინაურა და შემდეგ კომპენსაციაც გადაუხადა
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
ერთსქესიანთა კანონის გამო შეიძლება მაროკოს მუნდიალის ჩატარების უფლება არ მისცენ
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"მან აფრიკელებს ოცნების საშუალება მისცა" - ეტო'ომ ინფანტინო დაიცვა
ჯანი ინფანტინო: აფრიკა მუნდიალზე დამატებით, სულ ცოტა, 2 ადგილს იმსახურებს
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
მექსიკას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამედ (!) მასპინძლობა სურს