"გოლდენ სტეიტისა" და "მაიამის" მატჩის დასრულებისთანავე ოკლენდელმა ტელერეპორტიორებმა კარისთან ინტერვიუ ჩაწერეს
მატჩის მსვლელობისას იყო საინტერესო ეპიზოდი - კომენტატორმა შეგვახსენა: "ოლ სტარის" გამოკითხვაში ხმა მიეცით კარის, დურანტსა და გრინსო... წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ოპერატორმა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფაჩულიას რომ "მიანათა" კამერა. კომენტატორმა სწრაფად შეასწორა:

- ...და, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას წარმოადგენსო.

მალევე ტელეეკრანზე გამოჩნდა საინტერესო დაფა, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ყველა ქართველი კალათბურთელი, რომელსაც სხვადასხვა დროს NBA-ში უთამაშია. სტეფანიას, ცქიტიშვილისა და შენგელიას გვერდითაა ცაკალიდისი, ბერძნული წარმოშობის კალათბურთელი, რომელიც სოხუმში დაიბადა.

- ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება "მაიამისთან" [VIDEO]

"გოლდენ სტეიტისა" და "მაიამის" მატჩის დასრულებისთანავე ოკლენდელმა ტელერეპორტიორებმა ინტერვიუ ჩაწერეს 24-ქულიან სტეფ კარისთან. "მეომრების" ლიდერმა ჯერ მატჩის შესახებ თქვა, ძალისმიერი ბრძოლა იყო, "მაიამიმ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიაო. შემდეგ გაიხსენა, რომ ბოლო საშინაო მატჩი "მემფისთან" წააგეს და მას მერე ფლორიდელებთან გამარჯვება გუნდისთვის და გულშემატკივრის ხასიათის გამოსასწორებლად სასარგებლო იყო.

მესამე შეკითხვა ჟურნალისტმა ზაზა ფაჩულიას შესახებ დაუსვა. აი, კარის პასუხიც:

- ზაზა დაუჯერებელია! მას ძალიან უყვარს კალათბურთი, გუნდისთვის ბევრ სასარგებლოს აკეთებს. ფაჩულიას აქვს დიდი ემოცია, რაც გუნდზეც გადმოდის და წარმატებაში გვეხმარება. რაც შეეხება ბოლო პერიოდის მომენტს, ყველაფერი ზუსტად შესრულდა და ლამაზად გამოვიდა.

კონკრეტულად რომელ ეპიზოდს გულისხმობდა სტეფ კარი? - მატჩის დასრულებამდე 1:18 წუთით ადრე ფაჩულია საკუთარ საჯარიმოში დაზღვევაზე გადავიდა, რამაც მეტოქე ცოტა დააბნია, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და სამქულიანისკენ გადავარდნილი ბურთისკენ ერთბაშად სამი კალათბურთელი გაეშურა. მათ შორის - ფაჩულია, რომელიც ასეთ სიტუაციაში არაფერს თმობს - გადახტა, კორპუსით ბურთზე დააფარა და მეტოქის კალათისკენ გაჭრილ კარის საორქულიანედ უპასა. 100:89.

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "მაიამისთან"

ამ ეფექტურმა მომენტმა დარბაზიც აიტაცა და ფაჩულიამაც ენერგია სრულად გადმოაფრქვია. საფინალო სირენამდე წუთით ადრე 11-ქულიანი სხვაობა ხომ გამარჯვების ტოლფასი იყო.

არადა, მთელი თამაშის განმავლობაში "მაიამი" მასპინძლებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, უგებდა კიდეც, თუმცა ზედიზედ მეორე მატჩია "გოლდენ სტეიტი" დასკვნით მონაკვეთს მაღალ დონეზე ატარებს და ამჯერადაც დამსახურებულად გაიმარჯვა - 107:95.

ზაზა ფაჩულიას მფრინავი ჰასან უაითსაიდის მეურვეობა უწევდა, რომელმაც 37 წუთში 28 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ქულა-მოხსნების დიდი ნაწილი მაშინ მოაგროვა, ზაზა მოედანზე რომ არ იყო. ქართველი ცენტრი მას ბურთის მიღებამდე აწუხებდა და ჩვეულად გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ზაზამ მოედანზე 23 წუთი გაატარა, 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კარის მონაგარი უკვე მოგახსენეთ, კევინ დურანტმა 28 ქულა ჩააგდო. მესამე სნაიპერი კლეი ტომპსონი მწვრთნელმა დაასვენა. "მაიამის" რიგებში 17 ქულით გამოირჩა სლოვენიის ნაკრების უკანახაზელი გორან დრაგიჩი.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს 13 იანვარს, თბილისის დროით 7:30 საათზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არჩილ ხოფერია
ძირითად ხუთეულს ირჩევენ, დანარჩენს, კიდევ 7-ს ხომ მწვრთნელი წყვეტს თუ მეშლება, ასე არ არის?
niko
ეს საორქულიანო რა არის? სამსოფლიოჩემპიონატო, საევროპისჩემპიონატო და ასე შემდეგ, რომელ სკოლაში ისწავლეთ?
ჯონი ხოფერიავ
ტროლიიი ჯერ კიდევ ვერ დაანგრიე და დაშალე ნბა? 5-დან ოთი შენი კომენტარი ძალიან ცოტაა ნბა-ს დასანგრევად, კიდევ უფრო მიაწექი.:)))))
ჯონი
გამარჯვებები ზაზას და სრულიად საქართველოს. ემბეას მამებს ხომ შევაცვლევინეთ წესები. ზაზა დღესაც კარგი თამაში გვინდა და იმედია ასეც იქნება.
ზაზა
ცაკალიდისი სოხუმში არ დაბადებულა, რუსთავში დაიბადა
zaali
არჩილ, თქვენს პირს შაქარი, მაგრამ ეს ფანტაზიის სფერო გახდა მას შემდეგ, რაც არჩევის წესები შეიცვალა. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის წარმოჩენაა, რაზედაც ზაზამაც ისაუბრა. ამიტომ რაც შეიძლება ბევრი ხმები ჩვენგან.
არჩილ ხოფერია
ზაზა ოლ სტარშია, 100%!
ზ ა ზ ა !
ხმა მიეცით ზ ა ზ ა ს !
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს