რობერტო გალიარდინი "ინტერში" წარადგინეს, ვერატი გზაშია?
იტალიური კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პასიურობენ და გამონაკლისი არც "ინტერია". თუმცა, სხვა გრანდებისგან განსხვავებით, მილანელებმა ერთი ფეხბურთელი მაინც დაიმატეს და ეს რობერტო გალიარდინია. "ინტერის" გარშემო საინტერესო ცნობები ვრცელდება და მივყვეთ თემების მიხედვით...

გალიარდინი ინტერის ფეხბურთელია

რობერტო გალიარდინი "ინტერის" ფეხბურთელია და სეზონის მეორე ნახევარს უკვე მილანური გუნდის შემადგენლობაში გაატარებს. "ნერაძურიმ" ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც "ატალანტა" 2 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "ინტერი" ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით სარგებლობს, 22 წლის ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება კი 20 მილიონი ევროა. გალიარდინი უკვე წარადგინეს "ინტერში" და მისი კომენტარიც გავრცელდა:

"ეს არის ჩემი ოცნების ასრულება, რადგან მოვხვდი იტალიური და ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდში. ერთი სული მაქვს, თუ როდის მივალ ბაზაზე და გავეცნობი ახალ თანაგუნდელებს. "ინტერს" დიდი მიზნები აქვს დასახული და იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე გუნდს მეც დავეხმარები. ჩემი სურვილია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვიკიდო ფეხი და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო".

78 მილიონი ვერატის სანაცვლოდ

საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება "გაძეტა დელო სპორტში", რომლის მიხედვითაც, "ინტერი" ზაფხულში მარკო ვერატის გადაბირებას შეეცდება და მის სანაცვლოდ 78 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ბოლო პერიოდში, ვერატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ პარიზში ბედნიერია, თუმცა ახალი გამოწვევის მიღებაზე არ იტყოდა უარს, რის შემდეგაც მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები დაინტერესდნენ. 24 წლის ნახევარმცველის გადაბირება "ინტერის" გარდა, "იუგვენტუსს", "მილანს", "ჩელსის" და "ბაიერნს" სურთ. მოკლედ, მილანელებს დიდ კონკურენციაში მოუწევთ ვერატისთვის ბრძოლა.

მარკო ვერატი "პესკარადან" პსჟ-ში 2012 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ პარიზული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. ფრანგულ გუნდში 120 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა.

დამბროზიო არ იყიდება

მიმდინარე სეზონში, "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი დანილო დამბროზიომ. 28 წლის მცველი მეტწილად დაცვის მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მარცხნივაც თამაშობს. პრესას ფეხბურთელის პირადი აგენტი ვინჩენცო პისკანე ესაუბრა და განაცხადა, რომ არაერთი საინტერესო წინადადების მიუხედავად, მისი კლიენტი მილანიდან აბარგებას არ აპირებს და არც "ინტერს" სურს მისი გაშვება:

"მიმდინარე სეზონში, დანილომ მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და ამით ძალიან ბედნიერია. შესაბამისად, არსად წასვლას არ აპირებს და "ინტერთან" ერთად დიდი გეგმები აქვს დასახული. არის საინტერესო წინადადებები უცხოეთიდან და მათ შორის, ინგლისიდან, მაგრამ დამბროზიო მილანში რჩება. რაც მთავარია, არც "ინტერი" აპირებს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იტალიური ტრანსფერები: ზამთრის ძილი კალჩოში
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ინტერის" ნახევარმცველმა ბურთი 2 მეტრიდან ვერ გაიტანა - მისი გუნდი ფრეს დასჯერდა [VIDEO]
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი