საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველი შეკრებაზე აბუ-დაბიში იმყოფება
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა. საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად შეკრებაზე აბუ-დაბიში იმყოფება, მისთვის ამ აღიარების მნიშვნელობაზე, საახალწლო შვებულებასა და მზადების პირველ დღეებზე ისაუბრა.

- თორნიკე, გილოცავთ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას. რამდენად მოულოდნელი იყო თავად შენთვის ეს აღიარება?

- გმადლობთ მოლოცვისთვის. როდესაც დაჯილდოების ცერემონიაზე მივდიოდი, ვფიქრობდი, იქნებ საუკეთესო გოლისთვის ჯილდო მომცენ-მეთქი. ვიცოდი, რომ საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში წარდგენილი ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდნენ - ჯანო ანანიძე და გურამ კაშია. ტიტულს თითოეული მათგანი იმსახურებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე დამასახელეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

- რა იგრძენი იმ მომენტში, როდესაც შენი გვარი გამოაცხადეს?

- ძნელი გადმოსაცემია. ემოციებმა ამიტანა და გარკვეული ხანი ვერც ვიჯერებდი!

- ტელეტრანსლაციისას გამოჩნდა, რომ სანამ პოდიუმზე ახვიდოდი, წინა რიგში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა შენთვის მოლოცვა მოასწრო. ვინ იყვნენ ისინი?

- ქართული სპორტისა და ფეხბურთის პირველი პირები. ქვეყნის სპორტის მინისტრი, სფფ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

- პოდიუმზე რა თქვი?

- ყველას დამდეგი ახალი წელი მივულოცე. ასევე მივულოცე წარმატება სხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფეხბურთელებს. მადლობა გადავუხადე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებსა და ოჯახს.

- ოსკარის ლაურეატის ტიპური გამოსვლა?

- დიახ, ასეც შეიძლება ითქვას (ეღიმება).

- რას ნიშნავს შენთვის ეს ჯილდო?

- პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს - ამ აღიარებას წინა წლებში ხომ უდიდესი ოსტატები იღებდნენ. თუმცა, კარგად მესმის, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება და აუცილებლად მომიწევს საკუთარი თამაშით იმის დამტკიცება, რომ ეს ტიტული შემთხვევით არ მიმიღია. ეს სტიმულია, რათა გავაგრძელო ზრდა და ავიმაღლო პროფესიონალური ოსტატობა. და ზუსტად ვიცი, რომ საამისოდ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო.

- წარმატება როგორ აღნიშნე?

- მოკრძალებულად, ვიწრო ოჯახურ წრეში. უახლოესი მეგობრებიც კი არ ყოფილან - მხოლოდ ოქრიაშვილების ოჯახი. დედა, მამა, ცოლი, შვილი, ძმა და მისი მეუღლე.

- ალბათ უამრავი მილოცვა მიიღე...

- ძალიან. ტელეფონი არ გაჩერებულა!

- მოულოდნელი მოლოცვაც იყო?

- დიახ, იყო ასეთიც. თავიდან ვერც მივხვდი, ვინ რეკავდა. აღმოჩნდა ქართული ოჯახი, რომელიც აშშ-ში ათწლეულების წინ გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად იქ რესტორნების ქსელს ფლობს. მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი და გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ ძალიან გულთბილად კი მომილოცეს. მითხრეს, რომ სიხარულით მიმასპინძლებდნენ ამერიკაში და ასევე დამპირდნენ, რომ ზაფხულში საქართველოში ჩამოვლენ და დამასაჩუქრებენ. რითი? ეს ჯერ არ ვიცი. არ მიკითხავს. ესეც იყოს კიდევ ერთი სიურპრიზი ჩემთვის.

- შვებულება სად გაატარე?

- საქართველოში. ოჯახთან ერთად ბაკურიანსა და გუდაურში ვიყავით, თხილამურებით ვისრიალეთ. იქ საოცარი სილამაზე, სუფთა ჰაერია...

- ახალ წელს სად შეხვდი?

- შინ, ოჯახთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა. მართალია, ახალი წლის დადგომის შემდეგ მალევე სასტუმროს რესტორანში გადავინაცვლეთ, სადაც საქართველოს საუკეთესო მომღერლებმა დიდი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.

- ცოტა ხნის წინ ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 48 გუნდი ითამაშებს. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ?

- ორივე ხელით მხარს ვუჭერ! ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩემია, ეს კარგი შესაძლებლობაა, ბოლოს და ბოლოს გააღწიოს პლანეტის უმთავრეს ტურნირზე. დღეს ობიექტურად გვიჭირს გრანდებთან ჯგუფში პირველობისთვის ჭიდილი, კვოტის გაზრდასთან ერთად კი ჩვენი შანსებიც იზრდება.

- ზამთრის შეკრების პირველი დღეების შემდეგ თავს როგორ გრძნობ?

- შვებულების წინ ფეხბურთელებს გარკვეული დავალებები მოგვცეს, რომელიც ბოლო კვირაში უნდა შეგვესრულებინა. ეს იმისთვის, რომ შემდეგ იოლად შევწყობოდით საწვრთნელ პროცესს. ოღონდ, ის დავალება ახლოსაც ვერ მივა იმ დატვირთვებთან, რომელსაც აქ, შეკრებაზე ვიღებთ. არ დავმალავ, ძალიან მძიმეა, მაგრამ პირველი კვირა ყოველთვის ყველაზე რთულია. შემდეგ ნელ-ნელა შემსუბუქდება. ხვალ რაღაც ტესტი დავგეგმეთ სირბილში. უწინ ასეთი არასდროს გამივლია. ის ბიჭები კი, ვისაც უკვე აქვს ასე ნარბენი, ამბობენ, რომ მეექვსე წუთიდან "კვდები" (იცინის).

- აბუ-დაბიში ცოლ-შვილთან ერთად ხარ. შეკრებაზე ფეხბურთელებს ოჯახებით წამოსვლის ნება რომ დაგრთეს, ეს მუშაობაში გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა და თან როგორ?! მეორე ვარჯიშის შემდეგ თითქოს ძალა საერთოდ აღარ გრჩება, მაგრამ როდესაც გახსენდება, რომ ნომერში ცოლ-შვილი გელოდება, სული გითბება (ეღიმება). ყველაზე ახლობელ ადამიანებთან დალაპარაკებისთანავე ენერგია გემატება. ოჯახი საუკეთესო საშუალებაა ძალების აღდგენისთვის.

ჩემს კარიერაში პირველად ვარ შეკრებაზე ოჯახთან ერთად და მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელობას. მე ეს ძალიან მეხმარება.

- ეს შენთვის პირველი შეკრება "კრასნოდარის" რიგებში...

- გასული წლის სექტემბერში ისე მოვედი გუნდი, საერთოდ არ გამივლია არანაირი შეკრება. შესაბამისად, არც ფიზიკურად ვიყავი საუკეთესო ფორმაში. პრაქტიკულად, კვირაში ორი მატჩის ჩატარება გვიწევდა, ვარჯიშისთვის კი დრო თითქმის არ რჩებოდა. ამის გამო ვერაფრით ვახერხებდი ოპტიმალურ ფორმაში შესვლას და ვერც ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებდი. ახლა კი მაქვს საშუალება სრულფასოვანი შეკრება გავიარო, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ჩავდგე და ვაჩვენო ის, რაც შემიძლია. შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი, გამოვიჩინო თავი და შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო.

odala
დღესდღეობით ოქრიაშვილი არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
არჩილ ხოფერია
თორნიკე გილოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! ასევე გილოცავ შობა -ახალ წელს, დაესწარი მრავალს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად, გამრავლდი და გაიხარე! ძალიან მიყვარს ის ფეხბურთი შენ რომ თამაშობ!
ბაჩო გ
მიაწექი და გაგვახარე ბიჭი!!! :) რაცხა მგონია მარტიდან ნაკრები სასიხარულოდ დაიქოქება.არ მგონია ჯგუპიდან რო გავალთ მაგრამ ევროპის საკვალიფიკაციოსთვის მგონია რომ ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა საქართველოს ნაკრები.დაე ღმერთმა მისმინოს
aleqsi
ჯანოც კარგია მაგრამ ნაკრებში ოქრის ბევრი აქვს გაკეთებული ვიდრე ჯანოს.წარმატებები ორივეს და მთელ გუნდს
iks
მიდი თორნიკე აბა შენ იცი, ძალიან გგულშემაგტკივრობთ!
gabrieli
jano unda gamxdariko, bezpridel!
პატრიოტი
წარმატებები თორნიკე! გიყვარდეს შრომა და ყოველთვის მიაღწევ დასახულ მიზანს!
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
თორნიკე ოქრიაშვილი: ამ ბედნიერებას ვერ გადმოვცემ, ეს უნდა შეიგრძნო!
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ზედიზედ მეორედ - ოთარ კიტეიშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ცეცაძე ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია, ზივზივაძე - საუკეთესო ფეხბურთელი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
GFF AWARDS 2016: სფფ-მ საუკეთესოები გამოავლინა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა