როგორ შედგა ტრანსფერი და რატომ არ იყო "ომონიასთან" მატჩის განაცხადში, ამაზე ფალავანდიშვილმა Sportall.ge-სთან ისაუბრა
მართალია, კვიპროსულ "ეთნიკოსს" ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველის, გუგა ფალავანდიშვილის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ფალავანდიშვილს დებიუტი "ომონიასთან" სათასო შეხვედრაში უნდა ჰქონოდა, მაგრამ ის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. თუ როგორ შედგა ეს ტრანსფერი და რატომ არ იყო "ომონიასთან" მატჩის განაცხადში, ამაზე ფალავანდიშვილმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- როდის გაჩნდა "ეთნიკოსის" ვარიანტი?

- ზამთარში, სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, დამიკავშირდნენ კლუბის ხელმძღვანელები და მითხრეს, რომ ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები.

- გქონდა თუ არა შემოთავაზები სხვა კლუბებიდან? რატომ აირჩიე "ეთნიკოსი" და იმოქმედა თუ არა შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან, რომ ამ კლუბში რამდენიმე ქართველი უკვე თამაშობს?

- კი, მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა, ვფიქრობ, კვიპროსის ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის კარგი ტრამპლინია და მას პრიორიტეტი ამიტომ მივანიჭე. აქ თამაში უფრო მაღალი დონის გუნდში მოხვედრაში დამეხმარება.

კარგი, როცა გუნდში შენი თანამემამულეები თამაშობენ. ეს ადაპტაციაში გეხმარება, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა, რის გამოც "ეთნიკოსი" ავირჩიე.

- კონტრაქტზე რას გვეტყვი?

- კლუბს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა, საბოლოოდ, 1,5-წლიანზე შევჯერდით.

- ეროვნულ ნაკრებში კლუბმა არ გამოგიშვა, თუმცა "ომონიასთან" განაცხადშიც კი არ იყავი...

- საქმე იმაშია, რომ არაევროკავშირელ ფეხბურთელზე ლიმიტის გამო ფიფასგან დასტურის მიღება დაგვიანდა და ჩემი უთამაშებლობის მიზეზი სწორედ ესაა. შემდეგი კვირიდან უკვე დადასტურდება და განაცხადიც მოვხვდები.

ნაკრებში არ გაშვების მიზეზი კი ისაა, რომ კლუბს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს, სადაც საჭირო ვარ.

- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზეც გკითხავთ... რამდენად ელოდი?

- ეროვნულ ნაკრებში თამაშის ძალიან დიდ სურვილთან ერთად მოლოდინიც მქონდა. სასიხარულოა, როცა გამჩნევენ და შანსს გაძლევენ, გახდე ეროვნული ნაკრების წევრი. დასანანია, რომ ვერ ვახერხებ ახლა თამაშს, მაგრამ მჯერა, შანსი კიდევ მომეცემა.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან გუნდში შენს როლზე გექნებოდა საუბარი...

- ჩემს პოზიციაზე გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და არც კონტრაქტში დევს იმის პირობა, რომ ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები, მაგრამ კეთილგანწყობას და დამოკიდებულებას ვგრძნობ და მჯერა, სეზონს შეუცვლელად ჩავამთავრებ.

დამიკავშირდნენ კლუბის ხელმძღვანელები და მითხრეს, რომ ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები
უფასო ფეხბურთელები ხართ ყველა ვინც გარბიხართ და თავს ნუ იტყუებთ თითქოს ვინმე თქვენში ფულს იხდის
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
"ეთნიკოსი" ნიკა კაჭარავას და გუგა ფალავანდიშვილს ეროვნულ ნაკრებში არ უშვებს
გუგა ფალავანდიშვილმა "ეთნიკოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
ლეგიონი: ნიკა კაჭარავა მოედანს გოლით დაუბრუნდა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლეგიონი: ნიკა კაჭარავამ 2017 წელი გოლით დაიწყო [VIDEO]
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები