"ბორჯომისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს...

"ბორჯომისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. 24 წლის თავდამსხმელი (მეტსახელად "კანუ") ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) "დაუგავაში" ჩაირიცხა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია გახლავთ.

რამდენიმე დღის წინ, ფოთის "კოლხეთმა" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ღონღაძეს დაიმატებდა. მანამდე ქუთაისის "ტორპედოში" ჩარიცხვაზე იყო ლაპარაკი და კლუბის ინტერესი თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. მამუკა საქართველოში თამაშს აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მისი გეგმები შეიცვალა - ტანმაღალი თავდასხმელი ლატვიაში წავიდა.

მამუკას გუშინ დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მამუკა, გვეგონა საქართველოს პირველობაზე გიხილავდით, შენ კი ლატვიაში აღმოჩნდი.

- ლატვიაში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოვედი. "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია ჩემით დაინტერესდა და გასინჯვაზე მიმიწვია. გუნდთან ერთად, ათი დღე შეკრება გავიარე, დამაკვირდა და დამტოვა.

- კონტრაქტი უკვე გააფორმე?

- დიახ, სამი დღეა, რაც კონტრაქტი ერთი პლუს ნახევარი წლით გაფორმდა.

- ბოლო ორი წელიწადია ლატვიურ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდათ – ყოველ შემთხვევაში, ბევრი ქართველი ამის გამო წამოვიდა.

- შესაძლოა, აქაური კლუბები კრიზისისგან ადრე მართლაც დაზარალდნენ, მაგრამ მე დალაგებული ვითარება დამხვდა და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ლატვია საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ მაინც ვერ წამოვიდგენდი, ასეთი შეძლებული და მოწესრიგებული კლუბები თუ დამხვდებოდა.

- ქართული კლუბებისგან საინტერესო წინანდადება არ მიგიღია?

- კარგი წინადადებები იყო, მაგრამ უცხოეთში თამაში მსურდა და ამან განაპირობა არჩევანი.

- როგორც ვიცით, ქუთაისის "ტორპედო" და ფოთის "კოლხეთი" გიწვევდათ.

- ქუთაისის "ტორპედოზე" ხმა ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებიათ, როგორც ჩანს, სერიოზული ინტერესიც არ ჰქონიათ.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთს", კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს და გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ ლატვიაში წასვლის შანსი გამიჩნდა და ხელიდან არ გავუშვი. "დაუგავამ" ისეთი პირობები შემომთავაზა, უარის თქმა სისულელე იქნებოდა. მწვრთნელი ქართველი კაცია, მენდობა, გუნდში ქართველი ბიჭებიც თამაშობენ და ამ ფაქტორმა ყველა სხვა გადაწონა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის "კანუ" (მამუკა ღონღაძის ზეტმეტსახელია) ქუთაისის "ტორპედოში", ცხინვალის "სპარტაკსა" და "ბორჯომში" თამაშობდა, გასულ წელს კი უზბეკეთის უამღლესი ლიგის "შურტანში" გადავიდა. გუნდის ძირითადში დამკვიდრება კი მოახერხა, მაგრამ უმძიმესი მოწამვლის შემდეგ, თებერვალში კლუბი დატოვა და კარგა ხანი მკურნალობდა.

ღონღაძე "დაუგავაში" ჩარიცხული მესამე ქართველი ფეხბურთელია – მანამდე კონტრაქტები ცენტრალურმა მცველმა, 22 წლის გიორგი ჩიხრაძემ და ფლეიმეიკერმა, 19 წლის ჯემალ ჯალიაშვილმა გააფორმეს. პერტიაზე უკვე მოგახსენეთ. ამას გარდა, "დაუგავას" საფეხბურთო სკოლას შოთა მახარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც მალე პერტიას ასისტენტად იმუშავებს.

ლუკა
ცუდს რას ვწერ? სტადიონის განახლება ნიშნავს მთლიანად სტადიონის განახლებას და არა მხოლოდ მოედნის საფარის შეცვლას. პრობლემა ის არის, რომ ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაცია იტყუება როცა ამბობს რომ სტადიონი განაახლა! ამას ემატება ის რომ ეს ვებსაიტიც ბრმად ენდობა ფედერაციის ნათქვამს და ასაღებს ტყუილს სიმართლედ! ბნელა?! თქვი რომ მოედნის საფარი შეცვალე და მორჩა! როცა მთლიანად სტადიონს განაახლებ მერე გააპიარე რომ სტადიონი განაახლე! ყველას გვიხარია რომ მოედნის საფარი შეცვალეს საგარეჯოში, მაგრამ ნუ ექცევი ფეხბრთის გულშემატკივარს უპატივცემულოდ! ნუ იტყუები!
ოღონდ რამე ცუდი დაწეროთ?!!!
თქვე კაი ხალხო, ძლივს რაღაც გაკეთდა საგარეჯოში სპორტთან მიმართებაში, მშვენიერი მოედანია, მეორე ეტაპი ყოფილა ტრიბუნები და გასახდელებიო და პირში ენა როგორ გიბრუნდებათ და საყვედურებს როგორ იძახით?! ან სად ნახეთ თბილისის საფეხბურთო სკოლებში უკეთესი საფარი?!!! სირცხვულია ასეთი საქციელი და დაფიქრდით მაინც
lazio
თბილისში საფეხბურთო სკოლებს უკეთესი მოედნები აქვთ, რას დასცინით ამ კახელებს თქვენ ეს ხალხი ბრმა ხომარ გგონიათ? აუშენეთ ნორმალური ტრიბუნა ერთი მაინც, რას ხსნი როხსნი!?
ლუკა
განახლებული სტადიონი სად დაინახეთ?! ხალხი ბრმა ხომ არ გგონიათ? ტრიბუნაზე უფრო მწვანე ბალახი ბიბინებს ვიდრე მოედანზე. ცირკია პირდაპირ!
kroosi
ტრიბუნაც დაგემატებინათ, ცოდოა მაყურებელი, ყველამ ხომ არ იცის ხეზე ცოცვა?!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...