ჩვენმა ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 7:4 დაამარცხა
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა დღეს, 15 იანვარს "ზამთრის თასი 2017"-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა თურქეთის ვეტერანთა ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა.

ანგარიში თავდაპირველად გიორგი დემეტრაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილის ჯერიც დადგა, რომელმაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 3:0 გახადა. პირველი ტაიმის მიწურულს თურქებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს - თავი ევრენ თურანმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველთა შეტევით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო: გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გადაცემით ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლი გაიფორმა. მალევე დუბლი ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემაც მიითვალეს, რის შემდეგაც თავისი პირველი გოლი ლევან კობიაშვილმაც გაიტანა. კობიაშვილის გოლს თურქეთის სამი გოლი მოყვა - ჯერ კარტოფიმ გაიტანა, შემდეგ - ილმაზიმ, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ქუჩუქვარდარმა დააფიქსირა - 7:4.

დღესვე, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს უეფას გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

თურქეთი: კერემ ინანი, ორქუნ უშაქი, ემრე ერენი, ალი ერენი, მუსტაფა ქოჯაბეი, თიმუჩინ ბაიაზიდი, ლევენტ კარტოფი, ევრენ თურანი, იუსუფ თოქაჩი, მეჰმეტ ილმაზი, ალპ ქუჩუქვარდარი.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორ აღნიშნა გოლი ლევან კობიაშვილმა ზამთრის თასზე [VIDEO]
ზამთრის თასი 2017. ფინალი: დინამო (თბ) - გაგრა [LIVE]
ზამთრის თასი 2017: "გაგრამ" ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა
ზამთრის თასი 2017. ფინალი: საქართველო VS უკრაინა [LIVE]
ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებულია!
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]