თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა საფეხბურთო კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე დღეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა, ასევე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლუბის პოპულარიზაციას და ძლიერი ფანკლუბის ჩამოყალიბებას.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, "დინამოს" მთავარი მიზანი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება აღარ იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი ამბიციები გააჩნია. "ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს მომავალში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩაებას", - აღნიშნა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა პოლოლიკაშვილი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს თავისი კონტაქტები ისეთი პოპულარული ესპანური საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვები. პოლოლიკაშვილი ამ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

otar
ხმამაღალი განცხადებები მაგრად იციან გუნდის მშენებლობას ცოდნა უნდა - რამდენიმე თვეში გამოჩნდება თუ აქვთ რამე უკეთEსის გაკეთების თAვი
otar
ამ ხმამაღალი განცხადებების გაკეთების ფასი არის ნოლი თუ რამის თAვი აქვთ გამოჩნდება რამდენიმე თვეში.
japaneze
დინამომ უნდა მოიცილოს საბჭოთა პოლიციური სულისკვეთება, რაც ამ გუნდის უბედურებად იქცა. უბედურება ისაა, რომ ძველი ხელმძღვანელების ხელში სახალხო გუნდი ხალხის საძულველ კლუბად გადაიქცა. იმიტომ რომ: 1 - დინამო გაიგივდა ჩაკეტილ სივცესთან, სადაც ყველაფერს მალავენ და ეშიანიათ. 2 - დინამოს მართვის სტილად იქცა არა წახალისება, არამედ დასჯა. ეს გუნდს ანგრევს, შიშის სინდრომით შეპყრობილი ფეხბურთელები კი ლაღად ვერასდროს ითამაშებენ. 3 - დინამო გადაიქცა ფეხბურთელების ჩაკვლის სიმბოლოდ. ბოლო წლებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გაუშვეს, რადგან არაორდინალურ პიროვნებებთან ურთიერთობის უნარი არ ჰქონდათ. გადახედეთ როგორ თამაშობენ ყოფილი დინამოელები:ქავთარაძე ოლიმპში და ბოლქვაძე სპარტაკში ლიდერები გახდნენ, დინამოში კი შანსი არ მიუციათ. ან ბრმები არიან, ან უცოდინრები, არ ორივე ერთად. 4 - დინამო გადაიქცა პროვინციულ კლუბად და ებრძვის "ოლიმპს", "ზესტაფონს", "ვიტ ჯორჯიას" და არა ევროპულ კლუბებს. 5 - დინამოს მწვრთნელი უნდა იყოს ინტელექტუალი და ავტორიტეტი, სხვაგვარად ასეთ კლუბს ვერ მართავს.ამ დროს ჰყავდათ მწვრთნელი, რომელიც ხელმძღვანელის ნებას ასრულებდა. 6 - და კიდევ ათასი რამ. მოაცილეთ დინამოს ჩაკეტილობა, პროვინციულობა, უგულობა და ძერჟინსკის სულისკვეთება! უპატრონეთ ნიჭიერებს და ნუ მოკლავთ ბავშვებს. მოკლედ, დამიბრუნეთ ჩემი საყვარელი დინამო!
puma
დროა "დინამომ" ძველი დიდება დაიბრუნოს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა