შოტლანდიის თასის მეხუთე ეტაპზე „ოლდ ფირმ დერბი“ გაიმართა ანუ ერთმანეთს გლაზგოს ორი დიდი გუნდი შეხვდა და...

შოტლანდიის თასის მეხუთე ეტაპზე „ოლდ ფირმ დერბი“ გაიმართა ანუ ერთმანეთს გლაზგოს ორი დიდი გუნდი შეხვდა და... მოდი, სანამ ანგარიშს ვიტყოდეთ ესა ვთქვათ: სელტიკელთაგან სამმა კაცმა მიიღო ყვითელი ბარათი, რეინჯერსელთაგან კი რვამ, რასაც ორ შემთხვევაში მეორე გაფრთხილებაც დაემატა და გაძევებად იქცა. საფინალო სასტვენის შემდეგ კიდევ ერთმა რეინჯერსელმა ელ ჰაჯი დიუფმა მიიღო წითელი ბარათი. აქ, მიზეზი უკვე ლანძღვა-გინება იყო. „სელტიკის“ მწვრთნელმა ნილ ლენონმა და „რეინჯერსის“ მწვრთნელის ასისტენტმა ალი მაკოისტმა იჩხუბეს. რაც შეეხება ანგარიშს მარკ უილსონის მიერ 48-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით „სელტიკმა“ გაიმარჯვა.

მაკოისტი და ლენონი რომ იჩხუბებდნენ თავიდანვე ეტყობოდა და „რეინჯერსის“ მწვრთნელმა ვალტერ სმიტმა ამიტომაც დასვა თავისი ასისტენტი პირველ ტაიმში მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან ცოტა მოშორებით. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მსაჯმა სტივენ უიტეკერი ემილიანო ისაგირეს წინააღმდეგ უხეშობის გამო გააძევა, ლენონს კი აუტის ხაზთან დიუფთან მოუვიდა შელაპარაკება. შემდეგ, ლენონის ასისტენტი იონ მოლბი „გაექაჩა“ „სელტიკის“ ახალგაზრდა ფეხბურთელ კაილი ბერტლის, ხოლო შესვენებისას, გვირაბში შესულ გუნდებს დასჭირდათ დაშოშმინება.

მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის დამატებულ წუთებში, ჯერ მაჯედ ბუგერამ იუხეშა კრის კომონსის წინააღმდეგ და წითელი ბარათი მიიღო, ხოლო თამაში რომ დამთავრდა დიუფმაც გამოსტყუა მსაჯს წითელი. თან, დიუფის ამბავი მოგეხსენებათ, გინდა თუ არა ჩვენს გულშემატკივარს მაისურა უნდა გადავუგდოო, ტრიბუნისკენ მიიწევდა და მის გვირაბში შეყვანას პოლიცია დასჭირდა.

თუმცა ამაზე დიდი სეირი ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით ნახა: სათადარიგოთა სკამებთან მაკოისტმა და ლენონმა ერთმანეთი „მოძებნეს“ და ხელჩართულზე გადავიდნენ. თურმე ჯერ ხელის ჩამოსართმევად გაწეულან ერთმანეთისკენ, მერე კი ჩხუბი აუტეხავთ. პრეს-კონფერენციაზე „სელტიკის“ ერთ-ერთი მწვრთნელი, ალან ტომპსონი მივიდა და ჟურნალისტებს ასე უთხრა:

„როდესაც სტივენ უიტეკერი გააძევეს, ჩვენი ფიზიოთერაპევტი მოედანზე შევიდა, დიუფმა კი მას მხარი გაჰკრა. ნილმა ეს დაინახა და ყველაფერი აქედან დაიწყო. მე ბრალს არავის არაფერში ვდებ, უბრალოდ გიყვებით რაც მოხდა. შესვენებისას არაფერი დამინახავს“.

„რეინჯერსის“ თავკაცმა, სმიტმა, ყველაფერი გაძევებებს დააბრალა, მსაჯმა ორივე შემთხვევაში გადაამეტაო. რაც შეეხება მაკოისტის და ლენონის ჩხუბზე, ასე თქვა, მე გასახდელში ისე ჩქარა შევედი ჩხუბი არ დამინახავს, მაგრამ გარწმუნებთ, დღეს „სელტიკის“ ხელმძღვანელებთან ერთად აუცილებლად დავლევთ, ოღონდ... ჩაისო.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს