საბოლოოდ ყველაფერი 23-24 იანვარს, მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის კონგრესზე გადაწყდება
როგორც წინა კვირაში გაცნობეთ, ჭიდაობაში ბევრი რამე იცვლება - წესებიც და წონითი კატეგორიებიც. თუმცა ჯერ ფრიად გაურკვეველი ვითარებაა და კაცმა არ იცის, რა როგორ მოხდება, საბოლოოდ კი ყველაფერი 23-24 იანვარს გადაწყდება მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის კონგრესზე.

- ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან

წესებთან დაკავშირებით მთავარი ცვლილება ჩოქბჯენს უკავშირდება - შესაძლოა, ეს უხერხული პოზა ისევ დაბრუნდეს. ოღონდ, როგორ და რა ფორმით, ჯერ კიდევ ძნელია ამაზე ლაპარაკი. შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს ჩოქბჯენში ჩადგომა ან შეიძლება კვლავაც ასარჩევად იყოს.

თურმე ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულ ფედერაციაში არ დარჩენილან კმაყოფილნი ჭიდაობის ხარისხით და მიუჩნევიათ, რომ სანახაობრივმა მხარემ მოიკლო, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ჩოქბჯენის გაუქმება მიუჩნევიათ და ახლა ამიტომაც აპირებენ მის დაბრუნებას.

ასევე ლაპარაკია, რომ ჭიდაობა კვლავაც ორდღიანი გახდეს, როგორც ადრე იყო, ანუ წონაში შეხვედრები დაიწყოს ერთ დღეს და დასრულდეს მეორე დღეს, ოღონდ იქ უკვე დასაშვები იქნება ორი წონის გადამეტება. გამოდის, მეორე დღესაც უნდა აწონონ ფალავნები და ამდენ დავიდარაბას არ ჯობია, იმავე დღეს დაასრულონ შეხვედრები?

ლაპარაკია იმაზეც, რომ პირველ დღეს დილით აიწონონ ფალავნები, რაც დადებით მომენტად მიგვაჩნია, თუმცა მწვრთნელთა აზრი საპირისპიროა. ამ შემთხვევაში მათ დილით ადრე კი მოუწევთ ადგომა და აწონვის პროცედურის გავლა, ანუ ირღვევა ორგანიზმის დასვენების მომენტი, მაგრამ წინა საღამოს აწონვის შემდეგ ბევრი მოჭიდავე ბლომად სითხეებს იღებს და მეორე დილისთვის ისევ ინაზღაურებენ იმ მასას, რაც წონის დაკლებისას დაკარგეს. ამ შემთხვევაში ზოგიერთი წონით მეტია კონკურენტებზე, ანუ არათანაბარ პირობებში არიან.

თუმცა ეს ჯერ პროექტია და ვნახოთ, რამდენად დაუჭერენ ამ იდეას მხარს. ასევე საუბარია, რომ მძიმე წონა გახდება ულიმიტო, ანუ არ იქნება ზედა ზღვარი, ჩვენ კი ვისურვებდით, ვაჟების ორივე სტილში წონითი კატეგორიები ისევ ერთნაირი გახადონ, თორემ ახლანდელი წესებით დიდი გაურკვევლობაა. მაგალითად, ვინმე აგვიხსნის, რატომ უნდა იყოს მძიმე წონა თავისუფალ ჭიდაობაში 125 კილოგრამი და ბერძნულ-რომაულში - 130? ან, შესაბამისად, პირველში 57, მეორეში კი 59 კილოგრამი, 70 და 71, 74 და 75, 86 და 85? ან თავისუფალ ჭიდაობაში რიგით მეორე წონითი კატეგორია თუ 61-ია, ბერძნულ-რომაულში რატომ უნდა იყოს 66?

ისიც შეუსაბამობა გვგონია, "თავისუფალში" 74-დან ერთბაშად 86-ზე რომ გადადიან. ამ მხრივ ბერძნულ-რომაული უფრო ლოგიკურადაა დალაგებული, რადგან 75-ის შემდეგ ჯერ 80 კილოგრამია, მერე კი - 85.

როგორც ამბობენ, იცვლება წონითი კატეგორიებიც - სავარაუდოდ, უფროსებს კიდევ 2-2 წონა დაემატებათ და ვაჟებშიც და ქალებშიც ახლანდელი 8-8-ის ნაცვლად, 10-10 წონა გახდება. ოღონდ ჯერ არაა ცნობილი, რომელი კატეგორიები "გადათამაშდება" და რომლები დაუახლოვდება ერთმანეთს. ასევე ამბობენ, რომ, შესაძლოა, ახალგაზრდებსაც დაემატოს ერთი წონა, თუმცა არაა გამორიცხული, იქ ისევ 10 დარჩეს.

ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ერთი განმარტება - ეს ცვლილებები, რაც კონგრესზე დამტკიცდება, ძალაში გაისად, 2018 წლიდან შევა, წლეულს კი ყველაფერი უცვლელად დარჩება და ეს სეზონი ისევ ძველი წესებით და ძველი წონებით ჩატარდება, ვინაიდან წლევანდელი კალენდარი უკვე კარგა ხნის დაგეგმილია და მისი გადაწყობა, სინამდვილეში, ყველაფრის არევას გამოიწვევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია