რატომ განადგურდა "სიტი" ლივერპულში
"მანჩესტერ სიტის" "გუდისონ პარკზე" ბურთის ფლობა 71% ჰქონდა, "ქალაქელებმა" უფრო მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ და კარში უფრო მეტი კუთხურიც მოაწოდეს… მაგრამ მაინც 0:4 წააგეს.

რაც მთავარია, ვერავინ იტყვის, რომ ეს უსამართლობა იყო, რადგან "ევერტონი" გაცილებით მწვავედ და აზრიანად გამოიყურებოდა და უფრო თამაშობდა ან გამოსდიოდა თამაში გოლზე. "სიტის" კი დებიუტში ჰქონდა ორი შანსი და ამის მერე თითქმის აღარაფერი შეუქმნია. ახლა მანჩესტერელები მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებიან. ამიტომაც, ხოსეპ გვარდიოლას თავისი პირით რომ არ ეთქვა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენთვის ამ მარცხის მერე საბოლოოდ დამთავრებულიაო, ამას ჩვენ მაინც ვიტყოდით.

პეპს არ ჰყავდა დისკვალიფიცირებული ფერნანდინიო და ტრავმირებული ფერნანდო, ასევე, ილქაი გიუნდოგანი. საყრდენად პაბლო საბალეტამ ითამაშა. ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. თამაში დიდად არავის წაუვიდა. სერხიო აგუეროს კი უკვე 3 სეზონია "ევერტონისთვის" გოლი ვერ გააქვს.

სამაგიეროდ, "კანფეტებმა" გაიბრწყინეს და რონალდ კუმანის არჩეულმა და მოდაში შემოსულმა სამცველიანმა ტაქტიკამ გაამართლა. შეუდარებელი გახლდათ ახალგაზრდა ტომ დევისი, რომელმაც უკვე მოიგო ფანების გული. მინდორზე 90-ე წუთზე შესულმა 18 წლის ადემოლა ლუკმენმა გოლის გატანა მოასწრო და დებიუტი ასე აღნიშნა. ტკბილი ლუკმა და ლუკმენი კუმანმა ბოლოსკენ მოიტოვა.

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს კევინ მირალასმა და რომელუ ლუკაკუმ. არც როს ბარკლის დაეწუნებოდა რამე და შედგა მორგან შნედერლენის დებიუტიც. "ევერტონი" სულ არა და ასე თუ ისე, ხშირად მაინც რომ თამაშობდეს ასე, ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდი სერიოზულად იბრძოლებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

"პირველ ტაიმში ძალიან კარგ დროს გავიტანეთ და დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სხვაობა გავზარდეთ. ამან მეტოქე უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. "ევერტონს" დღეს დიდი კომპლიმენტი ეკუთვნის. განსაკუთრებით, დაცვაში ორგანიზებულად თამაშის გამო და შეტევაშიც ძალზე კარგად ვითამაშეთ. მთავარი ამ ფორმის შენარჩუნება და ასე გაგრძელებაა. ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ რთულია სტაბილურად ასე თამაში და თუ წარმატების მიღწევა გსურს, ეს უნდა მოახერხო" - თქვა კუმანმა.

პეპ გვარდიოლა: "ჩვენ საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტოქემ პირველი და შემდეგ მეორე რეალური შანსი გამოიყენა და ორი გოლი გაგვიტანა. ამან ბიჭები ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო და ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ვითარება გამოვასწოროთ და მომავალში მსგავსი სირთულეები თავიდან ავირიდოთ ან ამისთვის მზად ვიყოთ".

ეს შესაძლოა, "ბარსელონას" ყოფილი და მომავალი მწვრთნელების დუელიც იყო, რადგან კუმანს აქტიურად განიხილავენ ლუის ენრიკეს შესაძლო შემცვლელად. ჰოლანდიელი და ხოსეპი ერთადაც იყვნენ "ბარსელონაში", მაშინ პეპი ახალგაზრდა გახლდათ, კუმანი კი - გამოცდილი ვეტერანი.

რაღაც პერიოდი მათ ერთ ოთახშიც უწევდათ ცხოვრება და სინათლეს ბოლოს გვარდიოლა აქრობდა ხოლმე, როგორც უმცროსი. ამის გაკეთება ამჯერადაც პეპს მოუხდა და სიბნელეში დარჩა, დაბნეული… მთავარია, გვირაბის ბოლოს სინათლეს თუ დაინახავს, თორემ ბოლო პერიოდში ის ძალიან სასოწარკვეთილი, გაღიზიანებული და გაბრაზებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამ მატჩის დროსაც იყო ერთი მომენტი, რომელსაც რეჟისორებსა და ოპერატორებს ვერ გამოაპარებდი - გვარდიოლა არცთუ მცირე დროის განმავლობაში ერთ წერტილს მიაშტერდა და სევდიანად ჩაფიქრდა რაღაცაზე. ამას დიდი გამოხმაურებები და ხუმრობები მოჰყვა, სოციალურ ქსელში ფანებმა პეპი აიკლეს.

სინამდვილეში კი მას, ალბათ, გარდასული წლების დიდება ახსენდებოდა, თუ როგორ ეთხოვებოდა მზე ტურფა "კამპ ნოუს", "გუდისონ პარკზე" კი 3:0 ენთო ტაბლოზე. ეს სიცხადეა, პეპ გვარდიოლავ, თუ ფანტაზია? რეალობა კი ის გახლდათ, რომ ნორჩმა ლუკმენმა ცოტა ხანში 4:0 გახადა ანგარიში.

სტატისტიკა

* ასეთი სხვაობით "ევერტონს" "სიტი" პრემიერლიგაში აქამდე არ დაემარცხებინა.

* "კანფეტებმა" მეტოქის კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს და ოთხივეჯერ გაიტანეს.

* ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩიდან 4-ში "მანჩესტერ სიტიმ" გოლი მეტოქის პირველივე ზუსტი დარტყმით გაუშვა.

* რომელუ ლუკაკუმ "ევერტონის" ბოლო 9 საშინაო მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 3 პასი.

* ამ მატჩში პირველი დარტყმა 25-ე წუთზე ვნახეთ. ამაზე დიდხანს დარტყმას ფანები მხოლოდ იმავე ტურის შეხვედრაში ელოდნენ "უოტფორდსა" და "მიდლსბროს" შორის, იმ შეხვედრაში პირველი დარტყმა 26-ე წუთზე შედგა.

* ტომ დევისი და ადემოლა ლუკმენი გახდნენ მე-16 და მე-17 თინეიჯერი, რომლებმაც "ევერტონის" მაისურით პრემიერლიგაში გოლი გაიტანეს. ამ მაჩვენებლით "ევერტონი" "არსენალს" გაუთანაბრდა.

* 2014 წლის აგვისტოს მერე, კონკრეტულად კი, სამუელ ეტო’ოს მერე, ლუკმენი გახდა "ევერტონის" პირველი ფეხბურთელი, ვინც სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი. ეტო'ომ მაშინ ყოფილი გუნდის, "ჩელსის" კარის აღება მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
"Kanfetebi" ki ara "irisebi"-a evertonis metsaxeli. :)
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია