ქალთა ბატალიები ავსტრალიაში
ავსტრალიის ღია პირველობის პირველმა სათამაშო დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოხდა პირველი სენსაცია, გარდა ამისა, რამდენიმე ფავორიტს გაუჭირდა მეორე წრის საგზურის მოპოვება.

მთავარი სენსაცია ამერიკელმა შელბი როჯერსმა შემოგვთავაზა. მსოფლიოს 52-ე ჩოგანმა უშანსოდ მოუგო მეოთხე ნომრად განთესილ სიმონა ჰალეპს, რომელიც ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ავსტრალიის ღიას პირველი წრიდან.

სიმონა პირველ პარტიაში ასე თუ ისე ახერხებდა ბრძოლას, მაგრამ მეორეში ცხადი გახდა, რომ ის, უბრალოდ, მზად არ არის ასეთ დონეზე სათამაშოდ - 3:6, 1:6. მატჩის შემდეგ, ჰალეპმა ყველაფერი მუხლის ტრავმას დააბრალა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიიღო.

შეიძლებოდა ჰალეპის ბედი გაეზიარებინა კიდევ ერთ ფავორიტს გარბინ მუგურუსას. როლან გაროსის ჩემპიონმა დიდი ბრძოლა გადაიტანა მარინა ერაკოვიჩის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მოიგო ორ სეტში - 7:5, 6:4. არადა, პირველ სეტში მუგურუსას რამდენიმე სეტბოლის მოგერიება მოუწია, მეორეში 1:4-სა და 15:40-ს აგებდა. ესპანელიც არ იყო მზად 100 პროცენტით და მეორე პარტიის მსვლელობისას, ექიმი გამოიძახა.

არანაკლებ სირთულეებს წააწყდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი. ის თითქოს იოლად უგებდა ლესია ცურენკოს, მაგრამ პრობლემები მაშინ დაეწყო, როცა 6:2, 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა. გერმანელმა მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ, ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო.

უკრაინელს შეეძლო სენსაცია მოეხდინა, მით უმეტეს, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, რვიდან რვა სამსეტიანი მატჩი ჰქონდა მოგებული. მაგრამ კერბერი დროულად მოეგო გონს, მესამე სეტში 0:2-დან ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და გაჭირვებით გააღწია მეორე წრეში - 6:2, 5:7, 6:2.

საერთო ჯამში, მაღალი განთესვის მქონე ბევრმა ჩოგბურთელმა ვერ აჩვენა ის დონე, რაც საჭიროა ასეთი ტურნირების მოსაგებად.

ქალები. I წრე

კერბერი (გერ, 1)-ცურენკო (უკრ) 6:2, 5:7, 6:2

ვიტჰოფტი (გერ)-ჰოზუმი (იაპ) 7:5, 7:6(6)

კრ. პლიშკოვა (ჩეხ)-გოლუბიჩი (შვეიც) 6:3, 2:6, 6:4

ბეგუ (რუმ, 27)-შვედოვა (ყაზ) 5:7, 6:3, 6:4

შ. პენგი (ჩინ)-კასატკინა (რუს, 23) 6:0, 7:6(5)

ბუშარი (კან)-ჩირიკო (აშშ) 6:0, 6:4

პარმენტიე (საფ)-დოი (იაპ) 7:5, 7:5

ვანდევეგე (აშშ)-ვინჩი (იტა, 15) 6:1, 7:6(3)

სუარეს ნავარო (ესპ, 10)-ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:2, 6:2

კირსტეა (რუმ)-ხრომაჩოვა (რუს) 6:2, 6:1

რისკე (აშშ)-ბრენგლი (აშშ) 7:5, 6:3

შ. ჟანგი (ჩინ, 20)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:0, 6:3

სევასტოვა (ლატ, 32)-ჰიბინო (იაპ) 6:4 უარი

კუკოვა (სლოვაკ)-მაკჰეილი (აშშ) 6:4, 6:0

კროუფორდი (აშშ)-დევისი (აშშ) 4:6, 6:3, 6:0

მუგურუსა (ესპ, 7)-ერაკოვიჩი (ზელ) 7:5, 6:4

როჯერსი (აშშ)-ჰალეპი (რუმ, 4) 6:3, 6:1

ბარტი (ავსტრა)-ბეკი (გერ) 6:4, 7:5

ბარტელი (გერ)-აიავა (ავსტრა) 6:3, 7:6(4)

პუიგი (პ-რიკ, 29)-ტიგი (რუმ) 6:0, 6:1

ლეპჩენკო (აშშ)-ბერტენსი (ჰოლ, 19) 7:5, 7:6(5)

დუანი (ჩინ)-სრამკოვა (სლოვაკ) 6:3, 6:4

ფოგელი (შვეიც)-ნარა (იაპ) 2:6, 6:2, 6:3

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-კოზლოვა (უკრ) 7:6(5), 7:5

სვიტოლინა (უკრ, 11)-ვოსკობოევა (ყაზ) 6:0, 6:2

ბოუსრუპი (აშშ)-სკიავონე (იტა) 6:2, 6:4

ვიხლიანცევა (რუს)-კინგი (აშშ) 6:3, 6:2

პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-როდინა (რუს) 6:1, 7:6(2)

იანკოვიჩი (სერ)-ზიგემუნდი (გერ, 26) 6:1, 1:6, 6:4

გორგესი (გერ)-სინიაკოვა (ჩეხ) 3:6, 6:3, 6:4

ფურლისი (ავსტრა)-ტატიშვილი (აშშ) 6:4, 6:3

კუზნეცოვა (რუს, 8)-დუკე-მარინო (კოლ) 6:0, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რა სნსაცია, ფული ნახა ამ ბაყაყმა და თამაშს თავი მიანება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ