ვაჟთა ბატალიები ავსტრალიაში
მამაკაცთა ბადეში მთავარი მოვლენა გახდა როჯერ ფედერერის დაბრუნება. მართალია, შვეიცარიელმა წელს უკვე ითამაშა ჰოპმანის თასზე, მაგრამ მისი გუშინდელი მატჩი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო 8 ივლისის შემდეგ.

ერთ დროს მსოფლიოს მერვე ჩოგანის, ავსტრიელი იურგენ მელცერის წინააღმდეგ მატჩი, კარგი გამოცდა გამოდგა შვეიცარიელისთვის. მე-17 ნომრად განთესილ ლეგენდას ბრეიკის დაბრუნება მოუწია პირველ სეტში, მეორე პარტია წააგო, სამაგიეროდ, მესამე და მეოთხე სეტებში შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა - 7:5, 3:6, 6:2, 6:2. მატჩის შემდეგ, ფედერერმა განაცხადა, რომ მელცერთან წაგების შემთხვევაშიც კმაყოფილი იქნებოდა პირველი დღით.

ამ მატჩში საინტერესო ფაქტი მოხდა - 2010 წლის უიმბლდონიდან პირველად, ფედერერმა სეტი წააგო "დიდი სლემის" ტურნირის პირველ წრეში!

გუშინ, რამდენიმე ხუთსეტიანი მატჩი გაიმართა და სამ მათგანში ფავორიტები თამაშობდნენ.

ძალიან ახლოს იყო წაგებასთან სტენ ვავრინკა. ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი სლოვაკ მარტინ კლიჟანს ხვდებოდა, რომელსაც ზედიზედ ცხრა მატჩი ჰქოდა წაგებული პროფესიულ ტურში. ვავრინკამ პირველი სეტი დათმო, შემდეგ მომდევნო ორი მოიგო და წააგო მეოთხე ისე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. საქმე მეხუთე სეტამდე მივიდა, რომელშიც კლიჟანი ბრეიკით დაწინაურდა - 4:3, რასაც ვავრინკამ მხრიდან ზედიზედ სამი გეიმის აღება და მეორე წრეში გასვლა მოჰყვა.

0:2-ს აგებდა სეტებში მარინ ჩილიჩი პოლონელი იერჟი იანოვიჩის წინააღმდეგ. მაგრამ განმეორდა 2014 წლის ისტორია. მაშინაც, დევისის თასის მატჩში პოლონელი 2:0-ს იგებდა, მაგრამ ხორვატმა შეძლო ზედიზედ სამი პარტიის აღება. იგივე გააკეთა მან გუშინაც და ახლა, მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსს შეხვდება.

ანერვიულა თავისი გულშემატკივარი კეი ნიშიკორიმ, რომელიც ძალიან არასტაბილური იყო რუსი ანდრეი კუზნეცოვის წინააღმდეგ. იაპონელმა წააგო პირველი სეტი, იოლად აიღო მეორე და მესამე, მეოთხე პარტიის ტაი-ბრეიკზე კი 5:2 იყო დაწინაურებული, მაგრამ მაინც მისცა მეტოქეს მეხუთე სეტის შანსი. თუმცა, ბოლო პარტიაში იაპონელი ისევ ჩვეულ დონეზე ათამაშდა - 5:7, 6:1, 6:4, 6:7(6), 6:2.

უკმაყოფილო დარჩა თავისი თამაშით ენდი მარეი. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სამ სეტში მოუგო უკრაინელ ილია მარჩენკოს - 7:5, 7:6(5), 6:2, მაგრამ პირველმა ორმა პარტიამ თითქმის ორი საათი დაიკავა. "ცუდად ვმოძრაობდი, ბურთი ისე არ მიფრინავდა, როგორც წინა დღეებში ვარჯიშების დროს", - განაცხადა მარეიმ, რომელიც მეორე წრეში 19 წლის რუსს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

კაცები. I წრე

მარეი (ბრიტ, 1)-მარჩენკო (უკრ) 7:5, 7:6(5), 6:2

რუბლიოვი (რუს)-ლუ (ტაივ) 4:6, 6:3, 7:6(0), 6:3

დე მინორი (ავსტრა)-ჯ. მელცერი (ავსტრია) 5:7, 6:3, 2:6, 7:6(2), 6:1

კუერი (აშშ, 31)-ჰალისი (საფ) 6:7(10), 7:6(4), 6:3, 6:4

ისნერი (აშშ, 19)-კრავჩუკი (რუს) 6:3, 6:4, 6:7(5), 6:1

მ. ზვერევი (გერ)-გარსია ლოპესი (ესპ) 6:3, 7:6(5), 6:4

ჟაზირი (ტუნ)-სოედა (იაპ) 6:3, 6:4, 6:3

ბუბლიკი (ყაზ)-პუი (საფ, 16) 6:0, 3:6, 6:3, 6:4

ბერდიხი (ჩეხ, 10)-ვანი (იტა) 6:1 უარი

ჰარისონი (აშშ)-მაუ (საფ) 6:3, 6:4, 6:2

რუბინი (აშშ)-ფრატანჯელო (აშშ) 6:7(4), 7:5, 3:6, 6:2, 6:2

ფედერერი (შვეიც, 17)-ი. მელცერი (ავსტრია) 7:5, 3:6, 6:2, 6:2

ლაჩკო (სლოვაკ)-რამოს ვინოლასი (ესპ, 26) 4:6, 7:5, 1:6, 6:4, 6:3

სელა (ისრ)-გრანოლერსი (ესპ) 5:7, 6:3, 6:2, 6:0

შარდი (საფ)-ალმაგრო (ესპ) 4:0 უარი

ნიშიკორი (იაპ, 5)-კუზნეცოვი (რუს) 5:7, 6:1, 6:4, 6:7(6), 6:2

ვავრინკა (შვეიც, 4)-კლიჟანი (სლოვაკ) 4:6, 6:4, 7:5, 4:6, 6:4

ს. ჯონსონი (აშშ)-დელბონისი (არგ) 6:3, 6:4, 6:4

ლორენცი (იტა)-დაკუორტი (ავსტრა) 6:4, 7:6(4), 6:7(4), 6:4

ტროიცკი (სერ, 29)-ძუმჰური (ბოს) 6:4, 6:4, 2:6, 2:6, 6:3

შვარცმანი (არგ)-კუევასი (ურუ, 22) 6:3, 6:3, 6:0

დარცისი (ბელ)-გროტი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:2, 6:2

სეპი (იტა)-მატიო (საფ) 6:4, 7:6(4), 6:7(3), 7:5

კირგიოსი (ავსტრა, 14)-ელიაში (პორ) 6:1, 6:2, 6:2

ცონგა (საფ, 12)-მონტეირო (ბრა) 6:1, 6:3, 6:7(5), 6:2

ლაიოვიჩი (სერ)-რობერი (საფ) 6:3, 6:3, 6:3

ხაჩანოვი (რუს)-მანარინო (საფ) 6:4, 3:6, 7:6(9), 6:3

სოკი (აშშ, 23)-ერბერი (საფ) 6:4, 7:6(4), 6:3

ტომიჩი (ავსტრა, 27)-ბელუჩი (ბრა) 6:2, 6:1, 6:4

ესტრელია ბურგოსი (დომ)-ბედენე (ბრიტ) 7:6(7), 7:5, 0:6, 6:3

ევანსი (ბრიტ)-ბანისი (არგ) 7:6(8), 6:3, 6:1

ჩილიჩი (ხორ, 7)-იანოვიჩი (პოლ) 4:6, 4:6, 6:2, 6:2, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა