დელ ნერი არ იმჩნევს

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პირველად აიმაღლა ხმა და ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ანუ, როგორც იქნა ტურინელებმა აღიარეს, რომ ხელიდან წასულ საქმეს გამოსწორება, კრიზისს დაძლევა სჭირდება. აი რას ამბობს პიემონტური გრანდის პრეზიდენტი:

"იმედგაცრუებლი ვარ შედეგებით და ბუნებრივია, რომ ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს ვამზადებთ. ლუიჯი დელ ნერი? - მწვრთნელზე არ მაქვს საუბარი და ამ ეტაპზე დაკონკრეტება გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილებებს ვერ ავცდებით. სამწუხარიდ, გაწეულმა შრომამ სასურველი რეზულტატი ვერ გამოიღო, თუმცა ვისი ბრალია ეს ყველაფერი, დღეს ვერ გიპასუხებთ. დასრულდება სეზონი, დავჯდებით, გავაანალიზებთ ყველაფერს და დასკვნასაც გამოვიტანთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც გარდაქმნებზე

ვსაუბრობ, მხოლოდ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს არ ვგულისხმობ, მენეჯმენტის კუთხითაც ბევრი რამეა შესაცვლელი".

ანიელის ბოლო ფრაზა წესით ჯუზეპე მაროტას არ უნდა მოსწონებოდა, რადგან ახალი გუნდის მშენებლობა დელ ნერისთან ერთად სწორედ მას დაევალა. ფაქტოვრივად ყველაფერს განაგებს და მართალია სპორტული დირექტორი ქვია, მაგრამ აშკარად მმართველი დირექტორის ფუნქციები აქვს შეთავსებული. მაროტას კომენტარები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, მუდმივად იმეორებს, რომ დელ ნერის მიმართ ნდობა კვლავაც დიდია და ისინი ერთად დაძლევენ კრიზისს.

ამასობაში, მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "გაძეტა დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ლუის ვან გაალი დაინიშნოს. ჰოლანდიელის დამოძღვრილი "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში წარუმატებლად ასპარეზობს და თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხუილში ვან გაალი გერმანიას დატოვებს და თუ მართლაც ასე მოხდა, მისი ტურინში გადაბარგების პერსპექტივა რეალურ კონტურებს შეიძენს. ამ საკითხზე ანდრეა ანიელისაც ჩამოუგდეს სიტყვა და ერთობ დამაინტრიგებელი პასუხიც მიიღეს: "ვან გაალი? - ჩემი აზრით, ის საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში შედის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სოეციალისტია. მასთან მოლაპარაკება ჯერ არ გვქონია, მაგრამ ჩემი მისდამი სიმპატია ძალიან დიდია".

ანიელი ფაქტობრივად სიყვარულში გამოუტყდა ვან გაალს, იტალიელმა ჟურნალისტებმა კი მისი ერთი წინადადება დაიჭირეს და პერეფრაზი გააკეთეს, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ: "მასთან მოლაპარაკება ჯერ არ გვქონია, მაგრამ ჩემი მისდამი სიმპატია ძალიან დიდია" -

აპენინელებმა ჯერ-ზე გაამახვილეს ყურადღება და თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ლუიჯი დელ ნერი ყველაზე მძიმე მარცხების შემდეგაც სტუმრობდა საპრესკონფერენციო ოთახს, მაგრამ "ბოლონიასთან" წაგების შემდეგ ნერვებმა უმტყუნა. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როდესაც "იუვეს" თავკაცმა ჟურნალისტებთან გასაუბრებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე დღე სდუმდა, გუშინ კი საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები დააფიქსირა:

"ფეხბურთელების მიმართ ნამდვილად არ დამიკარგავს რწმენა და მათი მხრიდანაც იგივე დაფასებას ვგრძნობ, რაც აქამდე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესის გზას ვადგავართ და სწორი კურსით მივდივართ, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ წვრთნებს და "მილანთან" გასამართი პრინციპული პაექრობისთვის ვემზადებით. პოსტის დატოვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, წინ დიდი გეგმები გვაქვს".

ვერ გეტყვით რაზეა დაფუძნებული დელ ნერის ოპტიმიზამი, მაგრამ რეალურად ძალიან მძიმედ აქვს საქმე. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს პოსტს, თუ დარჩენმილ თერთმეტ შეხვედრაში ათის მოგებას შეძლებს. ვნახოთ, პირველივე გამოცდა ტურინელებს მეტად მძიმე ელით, რადგან ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან მოუწევთ შეტოქება. "მილანი" ტურინში მოსაგებად ჩადის, თუმცა "იუვენტუსის" ფეხბურთელები პირობას დებენ, რომ იოლად არაფერს დათმობენ.

ყურადღების ცენტრშია ალესანდრო მატრი, რომელიც სწორედ "მილანის" სკოლის აღზრდილია, თერთმეტი წელი ამ გუნდში ასპარეზობდა და 2007 წელს "კალიარიში" გადაბარგდა. როგორც ჩანს, ლომბარდიელებმა მასში ვერ დაინახეს პერსპექტივა და აშკარად შეცდნენ. მატრის თქმით, შურისძიების მომენტი არ ამოძრავებს: "შურისძიება? - არანაირად, ასეთი რამე აზრადაც არ მომსვლია. "მილანმა" ძალიან ბევრი რამ მომცა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დასამალი არ არის, რომ ბავშვობიდან ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი და დღემდე ასეა. თუმცა, ჩემთვის უმთავრესი უკვე "იუვენტუსია", გუნდი, რომელშიც ვასპარეზობ და სადაც მენდობიან. "როსონერი" ლიდერია, სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ალბათ ფავორიტადაც ითვლება, მაგრამ ჩვენთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე დავიხარჯებით და მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. სასურველი შედეგი კი მხოლოდ გამარჯვებაა, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს".

გია-11
ყოჩაღ, სულ წარმატებით გევლოს...
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება