რატომ ვერ ითამაშა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა "ზამთრის თასზე"
ფოტოზე: ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი

კახა კალაძე "ზამთრის თასზე" ქართველ ვეტერანებში სათამაშოდ დიდხანს და მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ... საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და წარსულში ეროვნული გუნდის კაპიტანი ტურნირზე ვერ ვიხილეთ.

- ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]

ტურნირის მსვლელობისას "ლელომ" ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი სთხოვა:

"ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ბევრი საინტერესო გუნდი და ვარსკვლავი გვესტუმრა. მიმაჩნია, რომ ეს გათამაშება მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენს გუნდებსაც წაადგებათ. მეც განსაკუთრებით ვემზადებოდი, მაგრამ ვარჯიშზე დავშავდი, ვერ ვითამაშე და ძალიან დამწყდა გული", - ამბობს კახა კალაძე.

ცნობილია, რომ ბოლო დროს მთავრობამ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სამინისტროებში კადრებისა და დაფინანსების შემცირება გადაწყვიტა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - ეს პროცესი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებასაც ხომ არ შეეხება?

ვიცე-პრემიერმა ამაზეც გვიპასუხა:

"ამ თემაზეც იყო აქტიური მსჯელობა. როგორც ცნობილია, ყველა სამინისტროში ხარჯები შემცირდა და ისეთი რეფორმები განხორციელდა, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნისა და ეკონომიკის ზრდას, რაც პერსპექტივაში სპორტზეც აისახება. მაგრამ ფეხბურთის განვითარების პროგრამას არავინ შეეხება და ის გაგრძელდება".

კალაძემ სტადიონების მშენებლობაზეც გვითხრა - სად წამოიჭიმება ახალი არენები?

"რიონებში არსებული სტადიონების აღწერა მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, ეს პროცესი უკვე დასრულდა. არსებობს ყველანაირი მონაცემი, რომელი არენა რა მდგომარეობაშია, სადაა ასაშენებელი და სად - რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი. ნელ-ნელა სახსრების ხარჯვა ამ მიმართულებითაც დაიწყება და სტადიონების მშენებლობაც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
რა კომერციული ან მორალური მოგება მოიტანა ამ ტურნირმა? მსოფლიო პრესაში რამე გამოხმაურება იყო? მგავსი არაფერი გამიგია. რამდენი ბილეთი გაიყიდა? რამდენი დაჯდა მისი ჩატარება? თვითკმაყოფილების დემონსტრირებას გავდა ყველაფერი!!!
tngh
შესანიშნავი ტურნირი იყო. ძლიერ ვისიამოვნე ჩვენი ვეტერანების თამაშით. ესპანეთთან გიო ქინქლაძის ჩატარებული ტრიუკი ერთ რამედ ღირდა... რაც მთავარია, გავიმარჯვეთ!!! ვინც მოსვლა არ იკადრეთ, მერწმუნეთ, რომ მაგარ სანახაობას დააკლდით...
preben elkiaer larsen
აუ,განზე შენ გადი,რა... კალაძეს და განსაკუთრებით ჩივაძეს სანამ ახსენებდე პირი გამოირეცხე... vova-ს
vova
ჩივაძეს განში გასვლაში ეჯიბრება?!
romandro
ძალიან კარგი ზათრის ტურნირი შემოგვთავაზა ფედერაციამ, მე ნამდვილად ვისიამოვნე ამ თამაშებით,კარგი იქნება ამ ტურნირს ტრადიციათ თუ აქცევენ და განავითარებენ,ასევე იმედი მაქვს და გამართლებს ახალი ფორმატით მიღებული ეროვნული ჩემპიონატიც რომელშიც სახელმწიფოცა ჩართული და გუნდებს სოლიდური თანხით აფინანსებს.
Meko
თუ ხარჯების შემცირება კარგია სამინისტროებისთვის (და ქვეყნის განვითარებაში გადაიზრდება :), რაღა ფეხბურთისთვის იქნებოდა ცუდი? :) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. კარგი რაა, კახი, რას გვაბოლებ. ეგ შემცირებები სამინისტროებში არის თქვენი მთავრობის სრული არაკომპეტენტურობის ბრალი. თუ კიდევ დარჩით რამდენიმე წელი მთავრობაში, შემდგომი "ოპტიმიზაცია" (რეალურად კი ხალხის დათხოვნა სამსახურებიდან) გარანტირებული იქნება... :(
hhh
ამან გაზპრომი ხომ დააგდო მოგვერდზე და ახლა საფეხბურთო დარბაზსში გადაინაცვლა... მოკლედ!! აშკარად იკვეთება რისთვისაც დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრად!!
isa da
ეს სპორტის თუ ენერგიული სირბილის მინისტრია? :)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა