მიზანშია კრიშიტო

"ინტერის" მწვრთნელ-ხელმძღვანელები უკვე დიდი ხანია, რაც კვალიფიციურ მარცხენა მცველს ეძებენ და როგორც ჩანს, ძიების პროცესი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც გაგრძელდება. ლეონარდო კრისტიან კივუს ბოლომდე ენდობა, მაგრამ რუმინელს ხშირად აწუხებს ტრავმები და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მილანელებმა იუტო ნაგატომო დაიმატეს "ჩეზენადან", მაგრამ მისი კლასი და კვალიფიკაცია "ინტერის" დონეს მაინცდამაინც არ შეესაბამება.

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური გრანდის მესვეურები დომენიკო კრიშიტოთი დაინტერესდნენ და მის გადასაბირებლად დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოყოფენ. კრიშიტო "ჯენოას" ფეხბურთელია, კახა კალაძის თანაგუნდელი და ეს ამბავი ამადაც იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. დომენიკოს გადაბირების სურვილი არაერთხელ გამოთქვეს "მილანის' და "იუვენტუსის" მესვეურებმა, თუმცა ტრანსფერს ყოველთვის რაღაც აფერხებდა. სხვათა შორის, გენუელის გვარი გასულ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნსაც" დაუკავშირეს და იმასაც ამბობენ, რომ გერმანელებს დღემდე არ დაუკარგავთ უკანახაზელის მიმართ ინტერესი. ანუ, "ინტერს" საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს, თუმცა ერთი უპირატესობითაც სარგებლობს - თუ რა უპირატესობაზეა საუბარი, ამას კრიშიტოს კომენტარიდან შეიტყობთ:

"გუნდის გამოცვლის შესაძლებლობა გასულ ზაფხულსაც მქონდა და ამ ზამთარსაც, მაგრამ "ჯენოაში" დავრჩი და არც ვნანობ. გენუაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ გუნდს თუ ჩემთვის საოცნებო წინადადება მივიღე. ევროპული ფეხბურთის გრანდში თამაში ყოველთვის მსურდა, განსაკუთრებით "ინტერში", რადგან ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ. თუმცა, ჯერ ადრეა სატრანსფერო საკითხებზე საუბარი, რადგან სეზონის დასრულებამდე არაერთი ტურია დარჩენილი".

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა