მელბურნის კორტების პერიპეტიები და რეკორდები
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს ორი გამორჩეული მატჩი იყო. ორივე მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრების მონაწილეობით. ნოვაკ ჯოკოვიჩი ხვდებოდა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს, სერენა უილიამსი კი ბელინდა ბენჩიჩს.

ვერდასკომ ერთი წლის წინ, ამავე ტურნირის პირველ წრეში დაამარცხა ესპანელი რაფაელ ნადალი, წელს იანვარში კი დოჰას ტურნირზე დიდი ბრძოლა გაუმართა ჯოკოვიჩს - სერბს მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ხუთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

მაგრამ ამ შოუს გაგრძელება მელბურნში არ მოხერხდა. ნოვაკი ძალიან მობილიზებული იყო. პირველ სეტში მან არ შეიმჩნია ესპანელის წინააღმდეგობა, თუმცა, მეორე სეტში ჩავარდნა ჰქონდა. ვერდასკო ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ თავადაც არასტაბილური იყო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ვერდასკომ კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ გაიბრწყინა, როცა 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო. ამის შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებული იყო - 6:1, 7:6(4), 6:2. ვერდასკომ 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩმა - 34.

"როცა სატურნირო ბადე ვნახე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ფერნანდოსთან მატჩი ერთადერთია, რომელშიც კონცენტრირებაა საჭირო, - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა. - კმაყოფილი ვარ დასაწყისით. ძალიან მაღალი ინტენსიურობა გამოვავლინე".

რაც შეეხება დღის მეორე ცენტრალურ მატჩს, არც აქ გამართლდა მაყურებელთა მოლოდინი დაძაბულ ბრძოლაზე. მართალია, სერენა უილიამსმა 2017 წლის სეზონი ცუდად დაიწყო და კვირანახევრის წინ, ოკლენდის ტურნირზე მედისონ ბრენგლთან წააგო, ამჯერად, მეორე ნომრად განთესილმა მშვიდად გაიარა მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანის, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის ბარიერი.

თუმცა, თავად ამერიკელმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ძალიან რთული მატჩი იყო. შეხვედრა საათი და 19 წუთი გაგრძელდა და ორივე სეტში სერენამ ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და თითოჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ერთადერთი რთული მომენტი იყო მეორე სეტში, რომელსაც სერენა 5:0-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ სამი გეიმი წააგო, თუმცა, მაინც შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

უილიამსის მომდევნო მეტოქე ჩეხი ლუსი საფაროვა იქნება, რომელმაც ნამდვილი სასწაული ჩაიდინა ბელგიელ იანინა ვიკმაიერთან მატჩში. კერძოდ, ლუსიმ მეორე სეტში ცხრა მატჩბოლი მოიგერია, მათ შორის, ორი - სამმაგი - 3:6, 7:6 (9:7), 6:1.

საერთოდ, პირველი დღისგან განსხვავებით, მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა. არ მომხდარა არც ერთი სენსაცია, ჯამში კი სამი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - კაცებში ფელისიანო ლოპესი, ქალებში კი სამანტა სტოსური და ტიმეა ბაბოში.

გარდა ამისა, ფავორიტებს არ დასჭირვებიათ ხუთსეტიანი მარათონების გადატანა, როგორც ეს პირველ დღეს მოხდა. გუშინ, ჯოკოვიჩს მიბაძეს და სამ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები მილოშ რაონიჩმა და რაფაელ ნადალმა.

რაონიჩმა 6:3, 6:4, 6:2 მოუგო გერმანელ დასტინ ბრაუნს. მას შემდეგ, რაც კანადელის მწვრთნელი გახდა რიხარდ კრაიჩეკი, მილოშმა ხშირად დაიწყო ბადესთან გასვლა და გუშინ, ამ იარაღმა კარგად იმუშავა - 26-დან 19 ქულა მოიგო. გარდა ამისა. სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. კანადელის შემდეგი მეტოქე იქნება ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი.

დაახლოებით ორი საათი დასჭირდა რაფაელ ნადალს გერმანელი ფლორიან მაიერის დასამარცხებლად - 6:3, 6:4, 6:4. ესპანელმა პირველი მოწოდებით ქულების 70 პროცენტი აიღო და 39 "ვინერსი" შეასრულა. სამივე სეტის სცენარი ერთნაირი იყო - ნადალი თითო ბრეიკით იღებდა პარტიებს და პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.

ორი რეკორდი: 75 ეისი და 42 გეიმი

37 წლის ხორვატმა ივო კარლოვიჩმა მორიგი საჩოგბურთო მარათონი ჩაატარა. ვეტერანმა 5 საათი და 14 წუთი იბრძოლა არგენტინელი ორასო სებალიოსის წინააღმდეგ და ბოლოს მაინც გატეხა სამხრეთამერიკელის წინააღმდეგობა - 6:7(6), 3:6, 7:5, 6:2, 22:20.

ამ მატჩში ავსტრალიის ღია პირველობის ორი რეკორდი დამყარდა. ჯერერთი, კარლოვიჩმა 75 (!) ეისი ჩააწოდა და მნიშვნელოვანად გააუმჯობესა შვედი იოახიმ იოჰანსონის რეკორდი, რომელიც 51 ეისს უდრიდა.

მეორე რეკორდი იყო მეხუთე სეტში გათამაშებული გეიმების რაოდენობა - 42. წინა რეკორდი 2003 წელს, ამერიკელ ენდი როდიკსა და მაროკოელ იუნეს ელ-აინაუის ეკუთვნოდათ. მაშინ, ამერიკელმა მეხუთე სეტი 21:19 მოიგო.

მეორე წრეში კარლოვიჩი 38 წლის რადეკ შტეპანეკს შეხვდება.

კაცები. I წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვერდასკო (ესპ) 6:1, 7:6(4), 6:2

რაონიჩი (კან, 3)-ბრაუნი (გერ) 6:3, 6:4, 6:2

მონფილსი (საფ, 6)-ვესელი (ჩეხ) 6:2, 6:3, 6:2

ტიმი (ავსტრია, 8)-შტრუფი (გერ) 4:6, 6:4, 6:4, 6:3

ნადალი (ესპ, 9)-ფ. მაიერი (გერ) 6:3, 6:4, 6:4

გოფენი (ბელ, 11)-ოპელკა (აშშ) 6:4, 4:6, 6:2, 4:6, 6:4

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13)-პეია (არგ) 6:3, 6:1, 6:1

დიმიტროვი (ბულ, 15)-ო'კონელი (ავსტრა) 7:6(2), 6:3, 6:3

გასკე (საფ, 18)-მოტი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:2

კარლოვიჩი (ხორ, 20)-სებალიოსი (არგ) 6:7(6), 3:6, 7:5, 6:2, 22:20

ფერერი (ესპ, 21)-იასიკა (ავსტრა) 6:3, 6:0, 6:2

ა. ზვერევი (გერ, 24)-ჰაასე (ჰოლ) 6:2, 3:6, 5:7, 6:3, 6:2

სიმონი (საფ, 25)-მო (აშშ) 6:1, 6:3, 6:3

ფონინი (იტა)-ფ. ლოპესი (ესპ, 28) 7:5, 6:3, 7:5

კარენო ბუსტა (ესპ, 30)-პოლანსკი (კან) 6:0, 3:6, 3:6, 6:2, 3:0

კოლშრაიბერი (გერ, 32)-ბასილაშვილი (საქ) 6:4, 3:6, 7:6(2), 6:4

დოლგოპოლოვი (უკრ)-ჩორიჩი (ხორ) 6:3, 6:4, 3:6, 7:6(7)

იანგი (აშშ)-ფაბიანო (იტა) 6:4, 7:6(1), 6:4

ტიაფო (აშშ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:1, 6:7(3), 6:3, 6:2

ბაღდატისი (კვიპ)-იუჟნი (რუს) 6:3, 3:0 უარი

ნიშიოკა (იაპ)-ბოლტი (ავსტრა) 6:4, 1:6, 6:2, 6:4

ესკობედო (აშშ)-მედვედევი (რუს) 7:5, 4:6, 7:6(5), 6:1

დუტრა სილვა (ბრა)-დონალდსონი (აშშ) 3:6, 0:6, 6:1, 6:4, 6:4

მიულერი (ლუქ)-ფრიტცი (აშშ) 7:6(6), 7:6(5), 6:3

ტომპსონი (ავსტრა)-სოუზა (პორ) 6:7(2), 4:6, 6:3, 6:2, 6:1

პერი (საფ)-ჰაასი (გერ) 7:6(2), 6:4 უარი

უაიტინგტონი (ავსტრა)-პავლაშეკი (ჩეხ) 6:4, 4:6, 6:2, 6:3

შტეპანეკი (ჩეხ)-ტურსუნოვი (რუს) 6:2, 7:6(1), 6:3

ჩუნგი (კორ)-ოლივო (არგ) 6:2, 6:3, 6:2

ბერლოკი (არგ)-ალბოტი (მაკ) 6:4, 7:6(4), 5:7, 7:6(8)

ედმუნდი (ბრიტ)-ხირალდო (კოლ) 6:2, 7:5, 6:3

ისტომინი (უზბ)-დოდიგი (ხორ) 6:1, 6:4, 3:6, 7:5

ქალები. I წრე

ს. უილიამსი (აშშ, 2)-ბენჩიჩი (შვეიც) 6:4, 6:3

ა. რადვანსკა (პოლ, 3)-პირონკოვა (ბულ) 6:1, 4:6, 6:1

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-სორიბეს ტორმო (ესპ) 6:2, 6:0

ციბულკოვა (სლოვაკ, 6)-ალერტოვა (ჩეხ) 7:5, 6:2

კონტა (ბრიტ, 9)-ფლიპკენსი (ბელ) 7:5, 6:2

ბაშჩინსკი (შვეიც, 12)-ჯორჯი (იტა) 6:4, 3:6, 7:5

ვესნინა (რუს, 14)-ბოგდანი (რუმ) 7:5, 6:2

სტრიკოვა (ჩეხ, 16)-კულიჩკოვა (რუს) 6:3, 6:2

ვოზნიაცკი (დან, 17)-როდიონოვა (ავსტრა) 6:1, 6:2

უოტსონი (ბრიტ)-სტოსური (ავსტრა, 18) 6:3, 3:6, 6:0

გარსია (საფ, 21)-ბონდარენკო (უკრ) 7:6(4), 6:4

გავრილოვა (ავსტრა, 22)-ბროუდი (ბრიტ) 3:6, 6:4, 7:5

გიბზი (აშშ)-ბაბოში (უნგ, 25) 7:6(3), 6:4

კორნე (საფ, 28)-ჟორჟი (საფ) 6:3, 4:6, 6:1

მაკაროვა (რუს, 30)-ალექსანდროვა (რუს) 6:0, 4:6, 6:1

პუტინცევა (ყაზ, 31)-არუაბარენა (ესპ) 7:6(7), 7:6(10)

ბლინკოვა (რუს)-ნიკულესკუ (რუმ) 6:2, 4:6, 6:4

ოსტაპენკო (ლატ)-ლინ ჟუ (ჩინ) 6:4, 6:0

კონიუჰი (ხორ)-მლადენოვიჩი (საფ) 6:4, 6:2

კოვინიჩი (მონ)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:0, 6:4

მინელა (ლუქ)-ლინეტი (პოლ) 7:5, 6:4

ბრეიდი (აშშ)-ლარსონი (შვედ) 6:3, 6:2

საკარი (საბ)-კონტავეიტი (ესტ) 6:0, 6:4

ლუჩიჩი (ხორ)-ვანგი (ჩინ) 4:6, 6:3, 6:4

ჰსიე (ტაივ)-კნაპი (იტა) 6:3, 2:0

ერანი (იტა)-ოზაკი (იაპ) 7:5, 6:1

ვეკიჩი (ხორ)-კაბრერა (ავსტრა) 7:5, 6:2

ოსაკა (იაპ)-კუმხუმი (ტაილ) 6:7(2), 6:4, 7:5

პეტკოვიჩი (გერ)-დეი (აშშ) 6:3, 6:2

დოდენი (საფ)-ბუიუქაქჩაი (თურ) 7:5, 6:7(1), 6:2

ფალკონი (აშშ)-ჰანი (ჩინ) 6:1, 7:5

საფაროვა (ჩეხ)-ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 7:6(7), 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ივო კარლოვიჩის რეკორდი - ასაკი მხოლოდ ციფრებია
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
US OPEN 2016. II დღე: ივო კარლოვიჩის 61!
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
10 237 ეისი - ხორვატმა ხორვატს გადაასწრო
სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ივო კარლოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ივო კარლოვიჩის კარიერის ზენიტი 37 წლის ასაკში