დღის სტატისტიკა და კვირის მოთამაშეები
პიტსბურგი-ვაშინგტონი 8:7 (ო)

0:2, 6:3, 1:2, 1:0

გოლები: 0:1 ბურაკოვსკი-7 (ვინიკი-6), 0:2 ბექსტრიომი-13 (ოში-12, ოვეჩკინი-17), 0:3 ჯასტინ უილიამსი-15 (კუზნეცოვი-25, მ. იოჰანსონი-17), 1:3 მალკინი-19 (დელეი-10, ჯ. შულცი-20), 2:3 შირი-12 (კროსბი-21, დელეი-11), 3:3 ბონინო-7 (ჯ. შულცი-21, კესელი-29), 4:3 რასტი-11 (დელეი-12, მაატა-5), 5:3 მალკინი-20 (გიუნტცელი-2, ჯ. შულცი-22), 5:4 კონოლი-7 (ჩორნი-2, ბურაკოვსკი-12), 5:5 ელერი-5 (შმიდტი-11, ოში-13), 6:5 მალკინი-21 (ჰორნკვისტი-14, კროსბი-22), 7:5 კროსბი-27 (შირი-15, რასტი-8), 7:6 ოში-15 (ოვეჩკინი-18, ნისკანენი-17), 7:7 ელერი-6 (ორლოვი-18, ნისკანენი-18), 8:7 შირი-13 (კროსბი-23, ჯ. შულცი-23).

პიტსბურგში წლის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა "პინგვინებმა" სამშაიბიანი დეფიციტის გაბათილება შეძლეს, 8:7 მოიგეს და შეწყვიტეს სამმატჩიანი წაგებათა სერია. თავის მხრივ, შეწყდა "ვაშინგტონის" ცხრამატჩიანი მოგებათა სერია.

"პიტსბურგმა" გამარჯვების გოლი ოვერტაიმის დაწყებიდან 34-ე წამზე გაიტანა.

"პინგვინზი" ლიგის საუკეთესო გუნდია შინ ჩატარებული მატჩებით - 23 მატჩში 19 მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, NHL-ის ერთ მატჩში 15 შაიბა გავიდა.

ბოსტონი-აილენდერსი 0:4

0:0, 0:3, 0:1

გოლები: 0:1 კულემინი-6 (სიზიკასი-12, ჩიმერა-8), 0:2 ბეილი-6 (ლი-6, პელეჩი-3), 0:3 კულემინი-7 (სიზიკასი-13), 0:4 ჩიმერა-8.

"აილენდერსის" მეკარემ თომას გრაისმა 32 დარტყმა მოიგერია და სეზონში პირველი შათაუტი შეასრულა. ამ მეკარისთვის ეს იყო მეორე მატჩი ბოსტონში და იქ ჯამში 82 დარტყმიდან 80 მოიგერია.

ბაფალო-დალასი 4:1

2:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ენისი-2, 2:0 მაკეიბი-1, 2:1 ფაკსა-6 (ჰუდლერი-4), 3:1 აიკელი-9 (რაინჰარტი-19, ოკსოპო-16), 4:1 აიკელი-10.

"ბაფალოს" რიგებში ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტაილერ ენისი და გახსნა ანგარიში "დალასთან" მატჩში. დუბლი შეასრულა აიკელმა, რობინ ლემერმა კი 31 დარტყმა მოიგერია და "სეიბრზმა" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.

დეტროიტი-მონრეალი 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლი: 1:0 ვანეკი-12 (დეკეისერი-5, ნილსენი-16).

"დეტროიტმა" ოქტომბრის შემდეგ, პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი საკუთარ მოედანზე. მასპინძლების კარის დარაჯმა ჯარედ კორომ 18 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე შათაუტი შეასრულა.

"დეტროიტმა" 26 ნოემბერს აიყვანა კორო AHL-ს კლუბ "გარნდ რეპიდსისგან" და მას შემდეგ, ამ მეკარემ შვიდიდან ხუთი მატჩი მოიგო.

ლოს ანჯელესი-ტამპა ბეი 1:2

1:1, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 კლიფორდი-3, 1:1 ტ. ჯონსონი-13 (დრუენი-16, ვიტკოვსკი-2), 1:2 ბ. ბოილი-11 (ფილპულა-22, კუჩეროვი-24).

ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, "ტამპა ბეიმ" ბოლო სამ მატჩში მეორედ მოიგო. ბრაიან ბოილმა და ტაილერ ჯონსონმა ორჯერ აიღეს "ლოს ანჯელესის" კარი, ბენ ბიშოპმა კი 31 დარტყმა მოიგერია.

სან ხოსე-ვინიპეგი 5:2

1:0, 2:0, 2:2

გოლები: 1:0 ჯ. უორდი-4 (ჯ. ბრაუნი-5), 2:0 მაიერი-2 (ტირნი-9, ჯ. უორდი-12), 3:0 ბერნსი-18 (პაველსკი-25, მარლო-8), 4:0 ტირნი-4 (მაიერი-2, ვლასიკი-9), 4:1 მორისეი-2 (შაიფლი-22), 4:2 შაიფლი-20, 5:2 ჯ. ტორნტონი-3.

მარტინ ჯონსმა 26 დარტყმა მოიგერია და სეზონში 22-ე გამარჯვება მოიპოვა. "ზვიგენების" მეკარეს ყველაზე დიდი სამუშაო პირველ პერიოდში ჰქონდა, როცა 11 დარტყმას გაუმკლავდა. ამ მოგებით, "სან ხოსემ" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.

ედმონტონი-არიზონა 3:1

1:0, 2:1, 0:0

გოლები: 1:0 ნიუჯენტი-ჰოპკინსი-9 (ებერლე-19, ა. ლარსონი-7), 2:0 ხაირა-1 (ლეტესტუ-12, კასიანი-9), 3:0 დრაიზაიტლი-17 (მაკდევიდი-37), 3:1 ვვრბატა-10 (ბურმისტროვი-3, პერლინი-2).

"ედმონტონმა" 2009 წლის ნოემბერის შემდეგ, პირველად მოუგო შინ "არიზონას". ეს სერია 14 მატჩისგან შედგებოდა და შეწყდა მეკარე კემ ტელბოს კარგი თამაშის წყალობით - მან 20 დარტყმა მოიგერია.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოვლინდა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ვაშინგტონის" ფორვარდს ნიკლას ბექსტრიომს, რომელმაც სამ მატჩში 10 ქულა (3+7) დააგროვა. დედაქალაქელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და გამარჯვებათა სერია ცხრა თამაშამდე აიყვანეს.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ბოსტონის" ფორვარდი ბრედ მარშანი. ის კვირის მეორე ბომბარდირი იყო 8 ქულით (4+4). "ბოსტონმა" სამიდან ორი მატჩი მოიგო. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ფილადელფიასთან" მატჩში, რომელიც მე-500 იყო მარშანის კარიერაში - ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

კვირის მესამე ვარსკვლავია "კაროლინას" ფორვარდი ბროკ მაკგინი. სამ მატჩში მის ანგარიშზე იყო 7 ქულა (4+3). "აილენდერსის" წინააღმდეგ, მაკგინმა პირველად ითამაშა კარიერაში ოთხქულიანი მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა