დღის მიღწევები და სტატისტიკა
ჯოელ ემბიდმა სეზონში მერვე ორმაგი დუბლი შეასრულა, გარდა ამისა, ხუთი დაფარება შეასრულა და ბოლო მეოთხედში 12 ქულა მიითვალა, რითაც "ფილადელფიას" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე გამარჯვებაში დაეხმარა.

ბრედლი ბილმა და ჯონ უოლმა, შესაბამისად, 25 და 24 ქულა დააგროვეს და "ვაშინგტონმა" ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო შინ.

"ატლანტას" გამთამაშებელმა დენის შრიოდერმა საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი და გამარჯვება მოუტანა "ჰოქსს". დარჩენილ დროში, "ნიუ იორკმა" სამჯერ მოასწრო თამაშიდან სროლა და სამივეჯერ ააცილა. "ატლანტამ" ბოლო 10 მატჩში ცხრაჯერ მოიგო.

აიზია ტომასმა მეოთხე მეოთხედში 17 ქულა დააგროვა და "ბოსტონმა" "შარლოტი" დაამარცხა. ეს იყო "ჰორნეტსის" ზედიზედ მეხუთე წაგება.

ჯო ჯონსონმა თავისი 15 ქულიდან 10 მეოთხე მეოთხედში მოიპოვა, მათ შორის, სამქულიანი ჩააგდო სირენამდე 49 წამით ადრე.

"იუტას" შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათ შორის, ყველაზე შედეგიანი იყო რუბი გობერი 18 ქულით. ფრანგმა ამას 17 მოხსნა დაუმატა, აგრეთვე, რვა წამით ადრე მარკის კრისის ტყორცნა დაბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში კრის პოლი დაკარგა, "კლიპერსმა" მაინც შეძლო "ოკლაჰომას" დამარცხება.

დეანდრე ჯორდანმა 19 ქულა, 15 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, კალიფორნიულმა კლუბმა კი ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ტორონტოს" ფორვარდი დემარ დეროზანი. მან საშუალოდ მატჩში 30.7 ქულა და 7.3 მოხსნა დააგროვა და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დეროზანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ბოსტონთან" მატჩში (114:106), რომელშიც 41 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. დემარისთვის ეს იყო მესამე 40-ქულიანი თამაში სეზონში.

დასავლეთის საუკეთესო მოთამაშეა "იუტას" მცველი გორდონ ჰეივორდი. მან თამაშიდან 73.7 პროცენტის სიზუსტით ისროლა, დააგროვა 23.7 ქულა, რასაც დაუმატა 6.0 მოხსნა და 4.0 შედეგიანი პასი.

ნიუ იორკი-ატლანტა 107:108

27:26, 27:27, 29:35, 24:20

ნ-ი: ენტონი (30+7 მოხსნა), როუზი (18+9 პასი), კუზმინსკასი (14), ბეიკერი (12), ჰოლიდეი (11), ნოა (7+17 მოხსნა).

ა: შრიოდერი (28), ჰარდუეი (20), მილსეპი (17+7 მოხსნა+6 პასი), ბეიზმორი (16), ჰემფრიზი (14+7 მოხსნა).

ვაშინგტონი-პორტლენდი 120:101

37:21, 38:29, 26:27, 19:24

ვ: ბილი (25), უოლი (24+7 პასი), უბრე (18), მორისი (17+13 მოხსნა), პორტერი (12), სატორანსკი (10+10 მოხსნა).

პ: ლილარდი (22+7 მოხსნა), ტერნერი (14), მაკალუმი (12), ამინუ (12), ვონლე (10+8 მოხსნა).

მილუოკი-ფილადელფია 104:113

24:24, 30:22, 24:35, 26:32

მ: ანტენტოკუნმპო (23), პარკერი (23), მონრო (14), ბროგდონი (11+6 პასი).

ფ: ემბიდი (22+12 მოხსნა+5 დაფარება), შარიჩი (17+9 მოხსნა), ილიასოვა (12), კოვინგტონი (11), როდრიგესი (10+7 მოხსნა+6 პასი), ჰენდერსონი (11), რენდლი (10), ოკაფორი (10).

ინდიანა-ნ. ორლეანი 98:95

32:18, 22:34, 22:18, 22:25

ი: ჯორჯი (19+6 პასი), ტერნერი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), იანგი (17+6 ჩაჭრა), ტიგი (16+8 მოხსნა+10 პასი), ჯეფერსონი (10).

ნ-ო: დევისი (16), მური (15), ჯონსი (15+8 მოხსნა), ევანსი (12), ჰოლიდეი (11+6 პასი), ჰილდი (10).

დენვერი-ორლანდო 125:112

39:36, 30:25, 31:22, 25:29

დ: იოკიჩი (30+11 მოხსნა), ფარიდი (20), მუდიაი (18+13 პასი), ნელსონი (18), გალინარი (15), ბარტონი (11).

ო: პეიტონი (20+12 პასი), ვუჩევიჩი (17), იბაკა (15), ბიიომბო (15+9 მოხსნა), ოგასტინი (14), გრინი (13), მიქსი (11).

ბოსტონი-შარლოტი 108:98

34:30, 25:23, 21:18, 28:27

ბ: ტომასი (35), ჰორფორდი (22), კრაუდერი (15+7 მოხსნა), ოლინიკი (15+9 მოხსნა).

შ: უოკერი (24), მარვ. უილიამსი (21), ზელერი (13+8 მოხსნა), ბატუმი (8+10 მოხსნა+10 პასი).

გ. სტეიტი-კლივლენდი 126:91

37:22, 41:27, 17:22, 31:20

გ-ს: ტომპსონი (26), დურანტი (21), კარი (20+11 პასი), იგუოდალა (14), ლივინგსტონი (13), გრინი (11+13 მოხსნა+11 პასი+5 დაფარება), ფაჩულია (4+13 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (20+8 მოხსნა), ირვინგი (17), შამპერტი (15+9 მოხსნა), კორვერი (11), ჯეფერსონი (11).

ფინიქსი-იუტა 101:106

28:24, 25:23, 27:32, 21:27

ფ: ბლედსოუ (31+9 მოხსნა+9 პასი), ბუკერი (25), უორენი (15), ტაკერი (8+13 მოხსნა).

ი: გობერი (18+17 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯ ჰილი (17+8 მოხსნა), ჰეივორდი (17), ჯონსონი (15), დიაო (12+6 პასი), ინგლსი (11), ფეივორსი (11).

კლიპერსი-ოკლაჰომა 120:98

34:25, 30:22, 32:28, 24:23

კ: სპეიტსი (23+10 მოხსნა), რედიკი (20), ჯორდანი (19+15 მოხსნა+4 დაფარება), რივერსი (16+6 პასი), ფელტონი (15+6 პასი), ბასი (10).

ო: უესტბრუკი (24), ლოვერნი (13+9 მოხსნა), კანტერი (12), საბონისი (10).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. კლივლენდი 40 29 11 72.5

2. ტორონტო 40 27 13 67.5

3. ბოსტონი 41 26 15 63.4

4. ატლანტა 41 24 17 58.5

5. ვაშინგტონი 40 21 19 52.5

6. ინდიანა 40 21 19 52.5

7. მილუოკი 40 20 20 50.0

8. ჩიკაგო 42 21 21 50.0

9. შარლოტი 41 20 21 48.8

10. დეტროიტი 43 19 24 44.2

11. ნიუ იორკი 42 18 24 42.9

12. ორლანდო 43 17 26 39.5

13. ფილადელფია 39 13 26 33.3

14. მაიამი 41 11 30 26.8

15. ბრუკლინი 40 8 32 20.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. გ. სტეიტი 41 35 6 85.4

2. სან ანტონიო 40 31 9 77.5

3. ჰიუსტონი 43 32 11 74.4

4. კლიპერსი 43 29 14 67.4

5. იუტა 43 27 16 62.8

6. მემფისი 43 25 18 58.1

7. ოკლაჰომა 43 25 18 58.1

8. პორტლენდი 43 18 25 41.9

9. დენვერი 39 16 23 41.0

10. საკრამენტო 40 16 24 40.0

11. ნ. ორლეანი 42 16 26 38.1

12. მინესოტა 41 14 27 34.1

13. ლეიკერსი 45 15 30 33.3

14. დალასი 40 13 27 32.5

15. ფინიქსი 41 13 28 31.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა