დევინ ბუკერის მექსიკური გმირობები და გასული კვირის სხვა ამბები...
სერია

"კლიპერსი" მიმდინარე რეგულარულში ძალიან არასტაბილურია. დეკემბრის ბოლოს ექვსი მატჩის ზედიზედ წაგების შემდეგ, დოკ რივერსის შეგირდებმა ახალ წელს ექვსივე შეხვედრა მოიგეს.

ამასთან, ჯერაც ვერ ეხმარება გუნდს მისი ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი, კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა კრის პოლმა კი გამოტოვა ამ შთამბეჭდავი სერიის პირველი ორი მატჩი. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "კლიპერსმა" ამ ექვსი მატჩიდან ხუთი შინ ჩაატარა, თან მეტოქეებთაგან ყველაზე ძლიერი "მემფისი" იყო.

გაქცევა

მაგრამ კვირის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, იყო "ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებლის დერიკ როუზის მგზავრობა ჩიკაგოში. 2008 წლის პირველი ნომერი, უბრალოდ, გაქრა "ნიუ ორლეანთან" მატჩის წინ. გუნდში ნამდვილი აურზაური შეიქმნა, როცა მოთამაშე აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არც სახლში დახვდა მასთან მისულ კლუბის თანამშრომლებს.

მოგვიანებით, მცველი კავშირზე გავიდა და განაცხადა, რომ სასწრაფოდ გაემგზავრა მშობლიურ ჩიკაგოში ოჯახური გარემოებებთან დაკავშირებით. ეს გარემოებები ყველასთვის უცნობი დარჩა. დაბრუნებულმა როუზმა ყველას ბოდიში მოუხადა და ფორმალური ჯარიმაც მიიღო, რის შემდეგაც, იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტი არ იმოქმედებს "ნიქსში" მის მომავალზე.

დასასრული

უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა დრაფტის კიდევ ერთი პირველი ნომერი ენტონი ბენეტი. ეს კალათბურთელი სერიოზული კანდიდატია ყველა დროის ყველაზე ცუდი პირველი ნომრის სტატუსზე. მასთან შედარებით, მაგალითად, მაიკლ ოლოვოკანდი ვარსკვლავად გეჩვენება, კვამე ბრაუნმა კი 12 სეზონი ითამაშა NBA-ში.

2013 წლის პირველმა ნომერმა ბენეტმა მხოლოდ სამწელიწადნახევარი გაძლო, რის შემდეგაც, მასზე "ბრუკლინმაც" კი უარი თქვა. ახლა, ბენეტი ევროპაში წავიდა ბედის საძებნელად. მისი ახალი კლუბი "ფენერბაჰჩე" გახდა, თუმცა, იქაც არაფერი აქვს გარანტირებული.

ბომბარდირი

გასულ კვირას, NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმა წამოჭრა მექსიკაში ასოციაციის შესაძლო ექსპანსიის შესახებ დისკუსია. და თუ ამ ქვეყანაში მაინც შეიქმნება NBA-ის გუნდი, დიდი ალბათობით, მისი თავდაპირველი ამოცანა იქნება დევინ ბუკერის გაფორმება. იქ უარს არ იტყვიან კალათბურთელზე, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში 39-39 ქულა დააგროვა. სწორედ ასეთი იყო "ფინიქსის" შემტევი მცველის შედეგიანობა ორ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა მექსიკაში ჩაატარა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბუკერის დუელი კავაი ლენარდთან. ფინიქსელმა არა მხოლოდ აჯობა სტატისტიკით "სპურსის" ლიდერს, არამედ თავის გუნდს სენსაციური გამარჯვება მოუტანა მრისხანე "სან ანტონიოზე". და თუ ადრე 20 წლის მცველი კობი ბრაიანტის ერთ-ერთ მემკვიდრედ დაასახელეს, ახლა, მას აქვს სავსებით რეალური შანსი, დროთა განმავლობაში ლიგის საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბდეს.

უესტბრუკი

მაგრამ, მიმდინარე სეზონში NBA-ში სხვა კალათბურთელები არიან განსაკუთრებით გამორჩეულნი. მაგალითად, რასელ უესტბრუკი, რომელმაც გასულ კვირას, თავისი მონაგარი კიდევ სამი სამმაგი დუბლით შეავსო, "ჩიკაგოსთან" მატჩში კი თავის სტანდარტულ ნორმამდე ერთი მოხსნა არ ეყო. ისიც აღვნიშნოთ, რომ "მინესოტასთან" წაგებულ მატჩში, "ოკლაჰომას" ლიდერმა ასევე ორნიშნა მაჩვენებელი დააფიქსირა შეცდომების კატეგორიაში, რითაც ეგზოტიკური ოთხმაგი დუბლი შეასრულა.

სამაგიეროდ, ახლა, უესტბრუკი მხოლოდ მესამე მოთამაშე გახდა ლიგის ისტორიაში, ვისაც სეზონში მინიმუმ 20 სამმაგი დუბლი ჰქონია. მანამდე ეს შეძლეს უილტ ჩემბერლენმა და ოსკარ რობერტსონმა.

ჰარდენი

ჯეიმს ჰარდენს "ოკლაჰომაში" თავის ყოფილ თანაგუნდელთან ნამდვილი სტატისტიკური დუელი აქვს გაჩაღებული. გასულ კვირას მან ეს ბრძოლა წააგო უესტბრუკთან, რადგან ორი სამმაგი დუბლი ჰქონდა (სულ სეზონში 12 დაუგროვდა). სამაგიეროდ, ორივე ტრიპლ-დაბლი +40 ქულით იყო შესრულებული. მსგავსი პრეცედენტი NBA-ში მხოლოდ სამი ყოფილა: თითოჯერ გამოიჩინეს თავი უესტბრუკმა, მაიკლ ჯორდანმა და პიტ მარავიჩმა.

მიღწევები

ლებრონ ჯეიმსმა უფრო საფუძვლიანი მწვერვალები დაიპყრო. ის შედეგიანი პასებით ყველა დროის TOP15-ში შევიდა, რითაც მხოლოდ მეორე კალათბურთელი გახდა ისტორიაში რობერტსონის შემდეგ, ვინც საუკეთესო 15-ს შორის არის როგორც ქულების, ასევე შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

გარდა ამისა, "კლივლენდის" ლიდერს თამაშიდან 10 ათასი ჩაგდებული ბურთი დაუგროვდა. მოქმედ კალათბურთელებს შორის, ასეთი შედეგი მხოლოდ ექვსი წლით უფროს დირკ ნოვიცკის აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია