"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" ბოსების დაპირისპირება გრძელდება
დორტმუნდის "ბორუსიის" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე ული ჰიონესის სიტყვებს გამოეხმაურა.

საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინათ ჰიონესმა განაცხადა - "ბორუსიაში" ეგონათ, ამ სეზონში "ბაიერნს" პედესტალიდან ჩამოაგდებდნენ და დიდი გეგემები ჰქონდათ, იქადნებოდნენ კიდეც, მაგრამ შობაზე ცხრილს ჩავხედე და დავინახე, რომ დორტმუნდელებს ამჯერადაც და ისევ 12 ქულით ვუსწრებთო...

- რას იტყვით ჰიონესის განცხადებაზე?

- მე ამ სიტყვებმა გამაკვირვა. ჩვენ ყოველთვის პირიქით ვამბობდით - გადაწყობისა და რეკონსტრუქციის სეზონი გვექნებაო. სამი გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ და ვიცოდით, როგორი ძნელი იქნებოდა. არავის "ბორუსიის" ბანაკიდან არ უთქვამს არაფერი ისეთი, რისი ინტერპრეტირებაც ისე იქნებოდა შესაძლებელი, როგორც ეს ჰიონესმა გააკეთა. მაშინ, როგორ და რის საფუძველზე გააკეთა ჰიონესმა ეს განცხადებები? თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ საქმე ალბათ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს.

- ჰიონესმა ისიც თქვა, რომ კონკურენტების ცრემლებამდე მიყვანა სურს. ამან გაგაბრაზათ და გაგაღიზიანათ?

- არა. მან უკვე მოიხადა ბოდიში "ლაიპციგის" წინაშე და მოგვიბოდიშა ჩვენც. ეს რამდენიმე საათში მოხდა იმის მერე, რაც "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს.

- მან "დორტმუნდსა" და "ლაიპციგს" მტრები უწოდა...

- ჰიონესის სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. არ მსურს ყველა ისტორიასა და გამოხტომაზე კომენტარის გაკეთება. როდესაც საქმე პირდაპირ "დორტმუნდს" ეხება, მიწევს ხოლმე რამის თქმა, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა.

- გაქვთ თუ არა რაიმე შეხება, კონტაქტი და საერთო ინტერესები მიუნხენელებთან?

- რასაკვირველია. ხშირად ვესაუბრები ჩემ კოლეგას, კარლ-ჰაინც რუმენიგეს. ადრე ჩვენ ერთმანეთს ვუტევდით ხოლმე, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა და საერთო ინტერესები გვაქვს - სატელევიზიო უფლებები, შემოსავლების განაწილება და სხვადასხვა საკითხი. რუმენიგე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ევროპულ ფეხბურთში. მე თანამშრომლობისკენ ვარ მიმართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში