გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლოზეს „დორტმუნდში“ გადასვლას ასი პროცენტით მიესალმება

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელით, მიროსლავ კლოზეთი დაინტერესდა - BVB-ს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს და მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მინიმუმ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება. მოსალოდნელ ტრანსფერს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გამოხმაურა, რომელმაც „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლოზეს „დორტმუნდში“ გადასვლას ასი პროცენტით მიესალმება.

„ცოტა ხნის წინ კლოზესთან გულახდილი საუბარი მქონდა და ლაპარაკისას მის მომავალსაც შევეხეთ. არ მინდა, იურგენ კლოპის საქმეში ცხვირი ჩავყო, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ თუ დორტმუნდელები მიროს ყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ, ამ ტრანსფერს ასი პროცენტით მივესალმები, - აცხადებს იოგი და იქვე დასძენს, - ფაქტია, რომ „ბაიერნში“ კლოზე სათადარიგო ფეხბურთელია, მე კი ვფიქრობ, რომ მირო დღესაც მსოფლიო დონის თავდამსხმელია. ვიცი, რომ მას ძალიან ბევრი სარფიანი წინადადება აქვს, მაგრამ კლოზე არ არის ის ადამიანი, ვიცნ ფულის გამო გერმანიას დატოვებს და სხვაგან წავა. დორტმუნდის „ბორუსიას“ კი კლოზე ნამდვილად ძალიან მოუხდებოდა.“

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს