დღეს ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის "პენჯაბ როიალსი" "მუმბაი მაჰარატხის" შეხვდება
17 იანვარს ინდოეთის საკლუბო საჭიდაო პროლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო, რომელიც ძალზე წარუმატებელი აღმოჩნდა ელიზბარ ოდიკაძისა (97) და მისი "ჯაიპურ ნინჯასთვის", რადგან ორივე დამარცხდა.

"ჯაიპური" საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულსა და ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს - "ჰარიანა ჰამერსს" ეპაექრებოდა და სენსაციის მოხდენა ვერ შეძლო, 3:6 დამარცხდა.

ჩვენდა სავალალოდ, წააგო აქამდე წაუქცეველმა ოდიკაძემაც - ჯაიპურელთა კაპიტანმა, ევროპის მესამეპრიზიორმა და ევროპული თამაშების ფინალისტმა უაღრესად დაძაბული პაექრობა მინიმალური სხვაობით, 4:5 დათმო რუსთა ავარელ მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან. მოიგო მეორე "პენჯაბელმა" ქართველმა - ევროპის მესამეპრიზიორმა იაკობ მაქარაშვილმა (74), ვინც გაცილებით იოლად, 10:0 დაამარცხა ინდოელი სუმიტ სარავატი.

მაქარაშვილის გარდა, პენჯაბელ ვაჟთაგან ვერავინ ვერ მოიგო, მხოლოდ ქალებმა იმარჯვეს, ქალთა გარჯა კი საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ინდოელმა რიტუ პროგატმა (48) 8:0 მოუგო თანამემამულე ინდუ ჩაუდჰარუს, შვედმა მსოფლიოს ჩემპიონმა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა ჯენი ფრანსონმა (75) კი იმავე ანგარიშით ასევე ინდოელი კირანი დაჯაბნა.

ჰარიანელთა რიგებში მორიგ წარმატებას მიაღწიეს რუსთა დაღესტნელმა ლეგიონერებმა - გადისოვმა და მაგომედ ყურბანალიევმა (70). რომელთაგანაც გადისოვი, როგორც უკვე გითხარით, კვლავაც დაუმარცხებელია, მსოფლიოს ჩემპიონმა ყურბანალიევმა კი ერთი პაექრობა დათმო.

მათ გარდა, ჰარიანელთა წარმატება პირად შეხვედრებში გამარჯვებით ტუნისელმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა მარვა ამრიმ (58) და ქალებში შვედმა ოლიმპიურმა პრიზიორმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა სოფია მატსონმა (53), ინდოელმა ვაჟებმა - რაჯნეეშმა (65) და სანდეეპ ტომარმაც (57) გამოჭედეს.

სამწუხაროდ, ამ შეხვედრის შემდეგ პროლიგის ტოპ-ხუთეულში ქართველები აღარ დარჩნენ. ახლა იქ მხოლოდ ორი დაუმარცხებელი ფალავანია - გადისოვი და ქალთა შორის კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი, "მუმბაის" კაპიტანი ერიკა ვიბე (75). ამათგან გადისოვის აქტივში უკვე ექვსი მოგებაა ამდენივე შეხვედრიდან, ვიბე კი დღეს გამართავს მეექვსე პაექრობას, ხოლო წინა ხუთში იმარჯვა.

თუმცა ინდოელები ცოტა უცნაურად ითვლიან ამ ნიხრს. მაგალითად, ტოპ-ხუთეულში, ვგონებთ, ერთხელაც ვერ მოხვდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) თანაგუნდელი ნიგერიელი ქალი, მსოფლიოს პრიზიორი ოდინაიო ფოლასადე ადეკუოროუ (53). საინტერესოა, რომ ის მეორე სეზონს ატარებს ინდურ ლიგაში და ჯერ არც ერთხელ არ დამარცხებულა, არც - შარშან და არც - წლეულს, ხოლო გუშინწინ "ჰამერსთან" წაგებული შეხვედრის მიუხედავად, მადლიერმა პენჯაბელმა ქომაგებმა პატივისცემის ნიშნად მშობლიურ ენაზე უმღერეს.

ტოპ-ხუთეულში სადღეისოდ ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ამრის აქვს - 9.8. მეორეზე 9.4-ით ყურბანალიევია, გადისოვი კი მესამეა 8.5-ით. აზერბაიჯანელთა ოლიმპიური მედალოსანი ჯაბრაილ ჰასანოვი მეოთხეა 7.0-ით, ვიბეს კოეფიციენტი კი 5.8 აქვს.

დღეს, 18 იანვარს დელიში მეორე ნახევარფინალია, სადაც ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პენჯაბ როიალსი" "მუმბაი მაჰარატხის" შეხვდება.

ამ წყვილში ჩვენებურის კლუბს წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე გუშინ ჰქონდა მეორე "ქართულ" კლუბს. თუმცა მოვლენებს ნუ გავასწრებთ და დაველოდოთ დღევანდელ პაექრობას, ისე კი, შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამათი შერკინება პენჯაბელებმა მოიგეს - 4:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში - მარესკა და "სიტი" შეუჩერებლები არიან
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ქვიზი: გამოიცანი სპორტსმენი მისი წიგნის მიხედვით
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ისევ მოიგო
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...