ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბარსა" მეცხრე ცაზე, პეპი საავადმყოფოში

"ბარსა" მეცხრე ცაზე, პეპი საავადმყოფოში

"მესტალიაზე" რთულმა გამარჯვებამ "ბლაუგრანა" მორიგ მწვერვალებზე აიყვანა, 20 მატჩია, რაც ლა ლიგაში სტუმრად არ მარცხდება

"არც ერთი მატჩი ურეკორდოდ" - ასეთია ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ახალი დევიზი - "მესტალიაზე" რთულმა გამარჯვებამ "ბლაუგრანა" მორიგ მწვერვალებზე გაიყვანა. 20 მატჩია, რაც "ბარსელონა" ლა ლიგაში სტუმრად არ მარცხდება. ბოლოს ეს გასულ სეზონში მოხდა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში. მაშინ კატალონიელები 1:2 დამარცხდნენ. სხვათა შორის, "ვისენტე კალდერონზე" იმ წაგებიდან წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. ის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელიც აღარ არის "ბარსას" შემადგენლობაში. სხვათა შორის, მარცხი "ატლეტიკოსთან" ერთადერთი იყო ჩემპიონისთვის მთელ სეზონში.

ამით "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადის" რეკორდი დაამხო. ალბერტო ორმაეჩეას დროს ბასკებმა სტუმრად ზედიზედ 19 მატჩში არ იცოდნენ წაგების გემო, ეს იყო შორეული 70-იანი წლების ბოლოს. "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ გვარდიოლას ბიჭებმა წინა სეზონში სტუმრად 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, ამ სეზონში კი ყველა თამაში მოიგეს სტუმრად გარდა ხიხონში სტუმრობისა, სადაც ფრეს დასჯერდნენ. ჰორიზონტზე კიდევ ერთი რეკორდია იმ დროს, როცა გუნდში ლეგენდარული იოჰან კრუიფი თამაშობდა, "ბარსელონამ" ზედიზედ 26 ტურში არ წააგო. ეს იყო 1973-74 წლების სეზონში, რინუს მიხელსის გუნდმა ბოლოს ისევ "ვისენტე კალდერონზე" წააგო, თუმცა იმ მომენტისთვის გუნდს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული ჰქონდა. არის კიდევ ერთი ძველი რეკორდი, რომლის დამხობაც კლუბს ამ სეზონშივე შეუძლია, შორეულ 1942-43 წლებში "ბარსელონამ" ზედიზედ 36 მატჩში შეძლო გოლის გატანა. "მესტალიაზე" მოგების შემდეგ პეპის ბიჭებს ზედიზედ 24 მატჩში აქვთ გატანილი, კიდევ 12 შეხვედრაში ამ რეკორდის დამხობაც შეიძლება.

ტაქტიკური სიურპრიზები

უნაი ემერიმ ძალიან სწორი ტაქტიკით ითამაშა "ბარსას" წინააღმდეგ და ლიდერს ცხოვრება გაურთულა. სწორედ ამის გამო "ბარსას" ბურთის ფლობის პროცენტი შეუდარებლად დაბალი ჰქონდა. რა თქმა უნდა, სტუმრები ამ მაჩვენებლით სჯობდნენ მასპინძლებს, მაგრამ ისე ვერ გაილაღეს, როგორც სჩვევიათ ხოლმე. განსაკუთრებით გამოვყოფთ მარცხენა ფლანგზე ხორდი ალბას თამაშს, რომელმაც სივრცეები შეუზღუდა დანი ალვეშს, რამდენს არ ეცადა ბრაზილიელი, მაგრამ ალბას ჯობნა ვერ მოახერხა, თუმცა კი ერთხელ მის მოწინააღმდეგეს უხეშობა და ყვითელი ბარათის მიღება დასჭირდა. მოკლედ, ალბას თამაში მოულოდნელობა იყო "ბარსელონასთვის". თავის მხრივ პეპმაც გააკვირვა "მესტალია" - ეს არ იყო "ბარსასთვის" კლასიკური 4-3-3. გუნდმა უფრო 3-1-4-2 ტაქტიკით ითამაშა - სამი ცენტრალური მცველისკენ (პიკე, ბუსკეტსი, აბიდალი) მიმავალ ზონებს მასკერანო კეტავდა, ბრაზილიელები (ალვეში და ადრიანო) ნახევარდაცვის ფლანგებზე თამაშობდნენ, შუაში კი ჩავი და ინიესტა, სტუმრები ორი ფორვარდით უტევდნენ (მესი, ვილია). მხოლოდ პედროს გამოსვლის შემდეგ "ბარსელონა" გადაეწყო ჩვეულ 4-3-3-ზე.

ვილია ჩრდილში

დავიდ ვილია ყურადღების ცენტრში იყო, "ვალენსიადან" წასვლის შემდეგ ის პირველად ეწვია "მესტალიას", როგორც მეტოქე. ეტყობა, ამხელა ემოციურმა სტრესმა იმოქმედა და "ელ გუახე" ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ სტუმართა შემადგენლობაში. გუაიტას კართან საფრთხე ძირითადად მესისგან მოდიოდა. დღეისათვის, ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფორვარდმა "მესტალიაზე" 5 წელიწადი გაატარა და აქაური პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელიც იყო. შესაძლოა, ვილიას ინერტულობის მიზეზი ის იყო, რომ ის გუნდთან ერთად არ ჩასულა ვალენსიაში და "ბარსას" მოგვიანებით შეუერთდა (დილით მშობლიურ ასტურიაში სასამართლოს უნდა დასწრებოდა). თავად ფორვარდი უარყოფს, რომ ამის გამო ვერ ითამაშა ჩვეულად.

"შინ კარგი განწყობით მივდივართ, რადგან აქ მოგება ყველას უჭირს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი. ახლა უკვე მართლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. შეგვიძლია, არ ვიფიქროთ "რეალზე" და მოსაგები მატჩები მოვიგოთ. მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, თბილად შემხვდნენ და გამიხარდა ამდენი ძველი მეგობრის ნახვა."

ჟერარდ პიკე: "სამართლიანი შედეგია, ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. მნიშვნელოვანი სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ, გვინდოდა წინ 10 ქულით გაჭრა და ჩვენ ეს შევძელით."

ხავიერ მასკერანო: "ჯერ კიდევ ბევრია ტიტულამდე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვუგეთ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. ყველაფერი ჩვენს ხელშია და კონკურენტს ერთი წამითაც არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ სადღაც, შეიძლება, ფეხი დაგვიცდეს".

დანი ალვეში: "იმ გუნდმა მოიგო, რომელმაც მეტი მომენტი შექმნა და გოლი გაიტანა. პეპის ახალი დავალება კარგად შევასრულეთ, ჩვენ გავაკვირვეთ მეტოქე. თუ კარგი ფეხბურთელი ხარ, ტაქტიკურ გადაწყობას უმალ უნდა აუღო ალღო. ლეოს ისე მოუვიდა, როგორც ნათქვამია - მესამე და სამართალიო, ორჯერ ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ მაინც შეაგდო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მეტოქემ საკუთარ თავს დაუშავოს ისაა, რომ გააბრაზოს ლეო. მეტოქე სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ და სირთულეებსაც ვუმკლავდებით."

ჩავი: "ამ ქულებმა შეიძლება ტიტული მოგვიტანოს. ჯერ კიდევ დაგვრჩა რამდენიმე მძიმე მატჩი, მაგრამ უკვე ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვარდიოლა ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა და გუნდს უხელმძღვანელა. აი, ასეთი თავდადებული მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყავს. თამაში არ გამჭირვებია იმის მიუხედავად, რომ მოედნის საფარი ძალიან მშრალი და უხეში იყო."

პეპ I თავდადებული

"ბარსას" საქმე კი კარგად არის, მაგრამ პეპს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს. თურმე, ის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წყალობით იჯდა სათადარიგოთა სკამზე, უკან გზაზე კი წელის ტკივილმა აუტანელი ხასიათი მიიღო და ჩემპიონთა თავკაცი ჰოსპიტალში გააქანეს. მას ექიმებმა ზურგის დისკოს ამოვარდნა დაუდგინეს. მას ნემსების გაკეთება დასჭირდება. შესაძლოა, მკურნალობა დროშიც გაიწელოს და გუნდის მზადებაში ხელიც შეეშალოს.

ამასობაში "ბარსამ" სპორტულ წარმატებას ფინანსურიც მოაყოლა - გუშინ იაპონურ ბრენდ "სეიკოსთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "სეიკო" ჩემპიონების ერთ-ერთი პარტნიორი გახდება, ხელშეკრულება ძალაში ზაფხულიდან შევა და სხვა სიკეთესთან ერთად, "ბარსას" თითოეული ფეხბურთელი სპეციალურად მისთვის დამზადებულ საათს მიიღებს საჩუქრად.

ახლა ერთ სატრანსფერო სიახლეზეც ვთქვათ, რომელიც "ბარსას" ეხება. მოკლედ, "არსენალი", როგორც ჩანს, კატალონიის იქით ტალანტებს ვერ ხედავს, ლონდონელების ახალი სამიზნე "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ვიქტორ ვასკესია. 24 წლის ვასკესმა, შესაძლოა, ზაფხულში "არსენალთან" გააფორმოს ხელშეკრულება. მან "რუბინთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ, ბუნებრივია, გუნდის სასტარტოში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს. ვასკესს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი კლუბთან, ახალი კი მისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ. ამბობენ, "არსენალის" რჩევით, ვასკესს ახალი კონტრაქტი რომც შესთავაზონ, არ დათანხმდება, შემდეგ კი ბოსმანის წესით გადავა ლონდონში.

"ვალენსიას" თავკაცი უნაი ემერი აღიარებს "ბარსას" უპირატესობას: "როცა აგებ, აბა რა უნდა გიხაროდეს, მაგრამ ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და თან კარგად ვეთამაშეთ. მეორე ტაიმში გოლების გატანაც შეგვეძლო, მაგრამ სწორედ მაშინ გაიბრწყინა მესიმ და ყველაფერი ჩაგვიშალა. ბოლოს კი მხოლოდ შედეგი რჩება, რომელიც ჩვენთვის არასახარბიელოა."

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა