საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ტალახაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:

- ლაშა, გილოცავ ახალ წელს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც 2016 წელს მოგვანიჭე ქართული სპორტის ქომაგებს. 2016 წლის წარმატებებზე ბევრი გკითხეს უკვე და ამომწურავი პასუხი გაეცი. ასევე, იმედიანად ვარ განწყობილი შენი პასუხებიდან, რომ იგივე შემართება გექნება და კვლავაც არაერთხელ შეძლებ ჩვენ გახარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადაზე ადვილად დაძლიე შეკვეთილი წონები და აშკარად მომატების დიდი პოტენციალი გაქვს, დაისახავ თუ არა მიზნად მსოფლიო რეკორდის 500 კგ-მდე გაუმჯობესებას?

- ჩემი მიზანი ყველა ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნებაა. თუ შანსი მომეცა რეკორდის გაუმჯობესების, ვეცდები, გამოვიყენო ის. მთავარია, შესაბამის ფორმაში ვიყო.

500 კილოგრამის დამუშავება ყველასთვის წარმოუდგენელია. ალბათ, ყველა ადამიანში არსებობს ზღვარი, რომლამდეც შეიძლება მივიდეს, შემდეგ კი ამ შედეგის გაუმჯობესებას წლები მოანდომოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ზღვარი არ ამოწურულა. თავადაც ვხვდები, რომ მეტი შემიძლია. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, ძალოსნობაში 25-26 წლის ასაკში მოდის კაცური ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი.

გია
მჯერა,რომ ლაშა უახლოეს მომავალში 267 კილოგრამს აწევს. წარმატებები.
giga
მარტო 1 შეკითხვას ჰო არ უპასუხებდა, სხვა კითხვებზეც დადეთ რა პასუხები.
giga
გენაცვალე შემართებაში, იმედია მაგ ნიშნულს დაძლევ.
პეტრე კუპრი
ლაშა იქნება ყველაზე სახელოვანი ქართველი სპორტსმენი - კიდევ 3 ოლიმპიურ ოქროს დადებს და 4-გზის ოლიმპიური იქნება ...
oto777
ლაშა ჩემო ძმაო! სადაც არ უნდა ვიყო ყველგან გადღეგრძელებ! იმიტომ,რომ უფალმა ღმერთMA ინება,რომ ჩვენ ქართველებს ყველაზე ძლიერი კაცის სახელი გვერქვას,გაუფრთხილდი ამ ყველაფერს და ეცადე შენი მისია რაცაა ის ბოლომდე შეასრულო სიზარმაცის გარეშე. დარჩი არა ჩემპიონად ისტორიაში არამედ განუმეორებლად ჩემო ძმაო,რომ მსოფლიომ საუკუნეეები მოანდომოს შენი რეკორდების განმეორებას! უფალმა და წმინდა სამებამ დაგლოცოს და შეგეწიოს ძმაო!
არტაგი
ლაშა უფალმა დაგლოცოს და კიდევ მრავალი გამარჯვება მოგაპოვებინოს!...
nino
ლაშა ტალახაძე - ოქროს ბიჭო! შენ უამრავი პოზიტივი, სიხარული და იმედი შემოიტანე ჩვენს ცხოვრებაში, შენი მომღიმარი სახის გამოჩენა ეკრანზე ყოველთვის სიხარულის მომტანია, იარე წინ - გამარჯვებებისაკენ, ასახელე ქვეყანა და შენი მშობლები გლოცავთ, გილოცავთ ყველა დღესასწაულს და მადლობა, რომ არსებობ!!!
შოთა
მაგარი კაცი ხარ! დარწმუნებული ვარ გააუმჯობესებს რეკორდს))
საჩხერელი
სულ წარმატებებით გევლოს საქართველოს სიამაყე და ბევრჯერ სიხარული მოგენიჭებინოს საქართველოსთვის როგორც ეს 2016 წელს გააკეთე-და ბევრი შეხვედრები ახალგაზრდობასთან შენ ხომ იმათი კერპი ხარ--სულ წარმატებებით გევლოს ლაშა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
rey
ძალიან მაგარი ჯიგარი ხარ და დიდი მადლობა!!!!!
მერაბი
შენ გენაცვალე ქართველო გოლიათო,მუდმივ წარმატებებს გისურვებ მეც რომ მუდმივად გავიხარო.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..