ფაჩულია NBA TV-ის შოუ GameTime-ში მიიწვიეს
"ოკლაჰომასთან" რეგულარული სეზონის მატჩის წინ, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" 121:100 მოიგო, NBA TV-ის შოუ GameTime-ში ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ შემოგვთავაზეს.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც NBA-ს "ოლ სტარის" მატჩზეა ლაპარაკი.

- არ შეგვიძლია, არ გკითხოთ "ოლ სტარის" მატჩზეც, მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, თქვენ ლიდერთა შორის ხართ დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში. ზედიზედ ორი წელია, ძალიან ბევრ ხმას იღებთ ფანებისგან. ხვალ გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები, მედიისა და კალათბურთელების ხმების ჩათვლით...

- ძალიან სახალისოა. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ თქვენთანაც უნდა ვთქვა - ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის გრძნობა, მათი სიყვარულის, რადგან ამას ვერ იყიდი.

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ქართველების ამ მხარდაჭერისთვის, ამერიკელების და საერთოდ, NBA-ს ყველა ფანის. მათ შორის პოპულარულობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

ყველამ იცის, რომ "ოლ სტარში" სათამაშოდ საკმარისი სტატისტიკა არ მაქვს, მე არ ვარ შოუმენი, მაგრამ მე ვარ კალათბურთელი, რომელსაც უყვარს ეს თამაში, რომელიც შეუერთდა დიდ გუნდს. ამიტომაც ჩემთვის ეს სიყვარული გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვითამაშებ თუ არა სინამდვილეში "ყველა ვარსკვლავის" მატჩში.

- როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია იქნება საქართველოში, თუ თქვენ NBA-ს "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში აგირჩევენ?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, სულ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მე ყოველთვის, როცა ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ვიცი, რომ ქართველები მიყურებენ, არ მინდა, რამე არასწორი ნაბიჯი გადავდგა. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში, უკვე 16 წელზე მეტია.

და თუ ეს მართლა მოხდა, მე ვიქნები იმ ხალხის წარმომადგენელი, ვინც ხმა მომცა. ეს იქნება დიდი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. იქ ამაყობენ, რომ საჩემპიონო გუნდში ვთამაშობ. ახლა კი მთელი ქვეყანა ჩართულია ჩემს მხარდარმჭერ აქციაში, პრეზიდენტიც კი.

- თქვენ მხარს გიჭერთ ქვეყნის პრეზიდენტი, მთელი ქვეყანა, თუ გჯერათ არჩევნების?

- ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და ამიტომაც ასე სახალისო, როგორც თქვენი ეს კითხვა.

იზა
ჩვენთვის ძალიან, ძალიან ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით,გაიხარეთ თქვენს ულამაზეს ოჯახთან ერთად
მალხაზი
ზაზა ამ კომენტარებს თუ წაიკითხავ იმ ერთი ორი დაბოღმილი "ადამიანის" სიტყვები არ გეწყინოს. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდისო ნათქვამია. ეგეთები ყველას ჰყავს. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გვეამაყები. მაგარი კაცი ხარ.
მალხაზი
ზაზა ამ კომენტარებს თუ წაიკითხავ იმ ერთი ორი დაბოღმილი "ადამიანის" სიტყვები არ გეწყინოს. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდისო ნათქვამია. ეგეთები ყველას ჰყავს. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გვეამაყები. მაგარი კაცი ხარ.
ჩვენისთანა ბედნიერი
რა ლენინი,რასაბჭოეთი,რა არ შეერგო კაცი 15 წლიდან საზღვარგარეთაა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სასტარტო ხუთეულშია.რა ფაჩულიას ბრალია ხალხი რომ გარბის საქართველოდან.ყველაფერს ხომ დაუღალავი შრომით მიაღწია.მაგრამ უსაქმურებს მარტო უაზრო კრიტიკა გეხერხებათ
ჩვენისთანა ბედნიერი
რა ლენინი,რასაბჭოეთი,რა არ შეერგო კაცი 15 წლიდან საზღვარგარეთაა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სასტარტო ხუთეულშია.რა ფაჩულიას ბრალია ხალხი რომ გარბის საქართველოდან.ყველაფერს ხომ დაუღალავი შრომით მიაღწია.მაგრამ უსაქმურებს მარტო უაზრო კრიტიკა გეხერხებათ
gogi
ვისაც ზაზაში ეჭვი გეპარებათ-ის იგივე დონის გუნდში თამაშობს როგორც რეალი ან ბარსაა ფეხბურთში
nika
მაგარი კარგი პიროვნებაა. ისედაც ოლსტარტან ერტად ვარჯისჰობს ყოველ დგე და ის უკვე ტამასჰობს ოლსტარსჰი. მას ისეტი ოტხი კაცის გვერდიტ უწევს ტამასჰი, ვარსკვლავი რო არ იყოს იქ არავინ არ დააყენებდა
mmm
საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელი რომ ყოფილიყო NBA_ში როგორ მოხვდებოდა საერთოდ ან მაგ დონის გუნდში როგორ ითამაშებდა. სანამ მაგეთ რამეს იტყვი ხომ უნდა დაფიქრდე. თან სად დაინახეთ რომ თვითონ ეტენება სადმე. თან ისე ჯიგრულ კომენტარებს აკეთებს ამ საკითხზე ბევრი ამერიკელი ჟურნალისტი და სპეციალისტები დადებითად ლაპარაკობენ უკვე.
რომან
რამ გაგაბოროტათ და დაგბოღმათ ასე თქვე კაი ხალხო...ნორმალურ კაცს რატო არ უნდა გიხაროდეს თანამემამულის წარმატება ვერ ვხვდები და ამ კომენტარების შემხედვარე ერთ აზრამდე მივდივარ - ალბათ ბავშვობაში ხშირად გიყურებიათ მეზობელი ბიძია დედიკოს როგორ ეთამაშებოდა ექიმობანას მამიკოს საწოლში და მაგ ასაკიდან დაიბოღმეთ ცხოვრებაზე...
ვაჟა
ზაზა, მაგარი წესიერი კაცი ხარ. შენი წესიერება კიდევ ერთხელ მახარებს, რომ ქართველი ვარ და ეს მეამაყება. თამაში თამაშია, კაცობა კაცობა, ქართველობა კი ყველაზე ძნელი. ყველა ვარსკვლავი დედაც ვატირე...ზაზა ქართველი კაცია
თედო
მიყვარს ჩემი ქვეყანა მიყვარს კალათბურთი მიყვარს ის ადამიანები ვინც ასახელებენ ჩემს საქართველოს. ზოგიერთის კომენტარები მაკვირვებს, მეცოდებიან ისინი, ეს ის ხალხია დედას რომ უყვარს მარტო, მათ კი ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვართ. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ზაზა ფაჩულიას!
სოსო
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ითამაშებს თუ არა ზაზა ოლ სტარზში.მის გვერდი ოთხი ისეთი სუპერ ვარსკვლავი თამაშობს,რომ მას მეტად ვეღარც გააძლიერებ,მაგრამ ამ ოთხეულს გვერდით მხარში უდგას ზაზა და სწორედ ის არის ჩემთვის სუპერ სუპერვარსკვლავი. შეიძლება კი არა, რა თქმა უნდა მე არ ვარ ობიექტური,მაგრამ მე კალათბურთი სწორედ ქართველი ვარსკვლავების ყურებით შევიყვარე და ვერაფერი მაიძულებს მათზე წინ სხვა ერის წარმომადგენელი დავაყენო,თუმცა რა თქმა უნდა ვაფასებ მათ შესანიშნავ თამაშს. ისეთ კაცს რა ვუთხარი დედა ჰყავდეს და დედინაცვალი დაიფიცოს.
a
ამერიკელი სანჭოური ფსიქოლოგია და ლელინიზმი ძნელად გამოდის ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეებიდა. 25 წელშIი ქვეყანა განახევრდა, 50 პროცენტი უმუშევარია, ქვეყნის მოსახლეობა ვალებიტ IრჩEნს ტავს - და საშუალოზე დაბალი უნარების მქონე კალატბურტელი ფაცული ტუ ალ-სტარში ითამაშებს - ქვეყნისათვის დიდი ამბავი იქნება?
რაც არ გერგება არ შეგერგებაო
ამ სიტუაციას უკვე ქვია ძალით შეტენვა, ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავიც და საქართველოც.
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ