როგორ აფასებს გამოცემა ზაზა ფაჩულიას შანსებს
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულები რამდენიმე საათში (20 იანვარს, 04:00 საათზე) გამოქვეყნდება. bleacherreport.com შეეცადა, გამოეცნო "დასავლეთისა" და "აღმოსავლეთის" სავარაუდო შემადგენლობები.

მოგეხსენებათ, NBA ფანების, მედიისა და კალათბურთელების ხმებს დააჯამებს და ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულებს გამოაქვეყნებს.

გამოცემის აზრით, ხუთეულები ასე დაკომპლექტდება:

აღმოსავლეთი

კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, კევინ ლავი

დასავლეთი

ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი

ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იყო 800 ათასზე მეტი ხმით და არა გვგონია, არც ფანების საბოლოო შედეგის მიხედვით დაეთმო ეს ადგილი. bleacherreport.com-იც ამ აზრზეა - ის მეორე ადგილზე დაასრულებდა ფანების გამოკითხვას.

სამწუხაროდ, წლეულს ეს უკვე არ არის საკმარისი "ოლ სტარში" სათამაშოდ, საჭიროა, ფანების (50%) და მედიისა და კალათბურთელების (25%-25%) გამოკითხვების შემდეგ საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი გქონდეს.

bleacherreport.com ვარაუდობს, რომ კალათბურთელთა შორის გამოკითხვაში ზაზა 30-ე ადგილზე გავა, მედიაში კი - 25-ზე, ეს კი მის თამაშს სასტარტო ხუთეულში გამორიცხავს.

"არავინ უნდა იდარდოს, რომ ზაზა ფაჩულია "ოლ სტარის" სასტარტოში ითამაშებს. ერთადერთი ვარიანტია, თუ მედია და კალათბურთელები ტრიუკს მოაწყობენ და მას ხმებს მისცემენ. ქვემოთ არის ჰიპოთეტური სიტუაცია, რომლის მიხედვითაც ზაზას საშუალო მაჩვენებელი სასტარტოში მოხვედრის შანსს არ მისცემს", - წერს გამოცემა.

bleacherreport.com-ის სავარაუდო შედეგები დასავლეთის ფორვარდებში (3 გადის)

გამოცემა კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ზაზას არც მწვრთნელის მიერ შერჩეულ სათადარიგოთა შორის უნდა ველოდოთ. დასავლეთის გუნდში კი სათადარიგოებად რასელ უესტბრუკს, დემიენ ლილარდს, დემარკუს კაზინსს, მარკ გასოლს, დრეიმონდ გრინს, გორდონ ჰეივარდსა და ლამარკუს ოლდრიჯს განიხილავს.

კახა
გავკ..ი ამერიკას ევროპასაც და რუსეთსაც მთავარია ზაზამ ალალად დაიმსახურა ჩვენი გვერდში დგომა
მართალი
ნბა-ს კანონი შეცვალეს ზაზას საწინააღმდეგოდ! ამერიკული დემოკრატია! აბა,ინგლისი ყოფილიყო? რა უნდა ჯელტმენს ამერიკაში?
არჩილ ხოფერია
თუ 1 მილიონ ხმას გადავაჭარბეთ და ასევე მეორე ადგილიც დავიკავეთ ცენტრბს შორის, 4 საათსა და 10 წუთზე ზაზა ოლ სტარზშია!
toma
ესეც ამერიკანსკი დემოკრატია კათ რა ამერიკა რუსეთი ჩინეთი და კიდევ ეს ზე სახელმწიფოები ერთი თარგია.
sandro
ესეც თქვენი ამერიკული დემოკრატია. არსად არ ვჭირდებით ამ ხალხს. არც ნატოში და აქაც კი:დ
Malkhaz
სულ ფეხზე კიდია თითქმის 200 000 000 ამერიკას ქართველი თუნდაც 200 000 კალათურთის ფანი
svan
ეს იქნება პირველ რიგში ფანების უპატივცემულობა ეგ მატჩი სწორედ ფანებისთვის ტარდება და რა აზრი აქვს თუ ეს ხმები არ გაითვალისწინეს მერე რა რომ, ხმების დიდი ნაწილი საქართველოდანაა ჩვენც ვუყურებთ NBAს ჩვენც გვაქვს უფლება!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ