ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართულ ჩოგბურთის პრობლემები და უპერსპექტივობა

ქართულ ჩოგბურთის პრობლემები და უპერსპექტივობა

საუკეთესო ასეულისთვის მებრძოლ ანა ტატიშვილს თუ არ ჩავთვლით, ქართული ჩოგბურთი სავალალო დღეშია

საუკეთესო ასეულისთვის მებრძოლ ანა ტატიშვილს თუ არ ჩავთვლით, ქართული ჩოგბურთი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და სჯობს, ეს ვაღიაროთ და მუდმივი უპერსპექტივობიდან გამოსავალი ვეძიოთ. თანაც, ერთი ანა "გაზაფხულს ვერ მოიყვანს", მას მხარი სხვებმაც უნდა აუბან, ნაკრები გუნდები კი უფრო მაღალ დონეზე უნდა თამაშობდნენ, ვიდრე ახლა. ქალთა ჩოგბურთში, ასე თუ ისე, რაღაცას ვახერხებთ - აი, ვაჟებში სრული კატასტროფაა - ლამის მხოლოდ 19 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილის (688) იმედად ვართ და ისიც ბოლო დროს ვერ ამართლებს ამ იმედებს.

ამ კვირაში, ამერიკის ქალაქ ჰარლინგენში 15-ათასიან ტურნირში, სადაც ნიკა მე-8 ნომრად იყო განთესილი, ქართველი დამარცხდა 26 წლის ამერიკელ აარონ იოვანთან, რომლისთვისაც ჩოგბურთი გართობაა და დროდადრო თამაშობს ამერიკის სუსტ ტურნირებში. იოვანი მსოფლიოს 1683-ე ჩოგანია და როგორ შეიძლებოდა ასეთ მეტოქესთან 2 სეტში (5:7, 3:6) მარცხი?

შეგახსენებთ, რომ ეს იყო დაბალი რანგის ტურნირის პირველი წრე. ჩვენებურს, რომელიც 688-ე ჩოგნობის მიუხედავად, საქართველოში საუკეთესოა, ნოემბრის მერე არ მოუგია ერთეულთა მატჩში (წყვილებში წარმატება კი ნაკლებად ფასობს). არადა, 19 წელი უკვე ის ასაკია, როდესაც უდავოდ ნიჭიერმა ბასილაშვილმა სერიოზული განაცხადი უნდა გააკეთოს მსოფლიო ჩოგბურთში. ჩვენ კი ისევ ველით...

დავუბრუნდეთ ქალთა ჩოგბურთსა და ევროპას - ლიონის (საფრანგეთი) 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში პანტა-პუნტით გამოცვივდნენ ერთეულთა ბადიდან ქართველები. არადა, მათ არც ასაკი უწყობთ ხელს და არც რეიტინგი - სოფიო შაფათავას (280) და თათია მიქაძეს (286) აღარ შეეფერებათ ასეთი დაბალი რანგის ტურნირებში თამაში, მით უმეტეს, არ უნდა მარცხდებოდნენ ისინი იქ პირველ წრეში. შაფათავასა და მიქაძის მე-2 ნომრად განთესილმა დუეტმა ვერც წყვილებში გაგვახარა - მათ ჩეხებთან (ბორეჩკა, კრეიშოვა) ნახევარფინალში წააგეს - 1:6, 2:6.

მომავლის იმედით მაინც, რომ ვიყოთ კარგი იქნებოდა, მაგრამ, დახეთ, რომელი ადგილი უჭირავს მსოფლიოს ახალგაზრდულ რეიტინგში საუკეთესო ქართველს - ალექსანდრე მეტრეველი 72-ე ჩოგანია და თან ეს ხომ სასიამოვნო გამონაკლისია, ვერც გოგონებში და ვერც ბიჭებში სხვას 500-ეულშიც კი ვერ იხილავთ. არადა, ქართველ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირებზე რომ ვწერთ, გვინდა, მათი წარმატებებით გაგახაროთ, რაც იშვიათად გამოგვდის...

• puma

ქართული ჩოგბურთი მოკლეს ბ-ნ ალექსანდრე მეტრეველის ფედერაციიდან გაგდებით.

• archili

სტატიის პათოსი სწორია.ჩვენი ჩოგბურთი თითქმის აბსოლიტურ ნულამდე დაეცა. ფედერაცია პირადი ინტერესებითაა დაკავებული. რადიკალური გარდაქმნებია აუცილებელი. სანდრო მეტრეველი მართლაც ძალიან პერსპექტულია და ის მალე მოხვდება ჩოგბურთის ელიტაში, მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა ჩვენს ჩოგბურთში, საქართველო მას დაკარგავს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა