დღეს ზე რაგბის გათამაშების მესამე ტური ქრიასთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და სიდნეის "ვორათაზის" მატჩით გაიხსნება

დღეს ზე რაგბის გათამაშების მესამე ტური ქრიასთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და სიდნეის "ვორათაზის" მატჩით გაიხსნება. ორი ტურის შემდეგ სიდნეელებთან ერთად დაუმარცხებლნი არიან დურბანის "ნატალ შარქსი", პრეტორიის "ბლუ ბულზი" და დანიდინის "ჰაილენდერზი". ჰემილთონის "ჩიფსი" კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულათა გრაფაში ნული უწერია.

ზე რაგბის შვიდგზის გამარჯვებული "კრუსეიდერზი" დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველად ითამაშებს მშობლიურ ქალაქში. ქრაისთჩერჩელთა მეტოქე ჯერჯერობით ყველაზე უკეთესად მოთამაშე გუნდი, "ვორათაზი" იქნება.

ქომაგები ემოციურად გადატვირთულ ბრძოლას ელდოებიან. "კრუსეიდერზი" დროებით დაბანაკდება "ტრაფალგარ პარკზე", რადგან ძირითადი არენა, "ემი სთედიუმი" დაზიანებულია. კლუბს გადაწყვეტილი აქვს მატჩი მიწისძვრისა და შარშან, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიუძღვნან.

"ტრაფალგარზე", რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს, ყველა ბილეთი გაყიდულია. "კრუსეიდდერზი" ორი ტურის შემდეგ ახალზელანდიურ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ შეჯიბრების დასაწყისია და ყველაფერი წინაა.

"ტურნირის საწყის ორ ან სამ კვირაში მოგება შეუძლებელია. დასაწყისი შეიძლება წარუმეტებელი გამოდგეს, მაგრამ თუ სწორ დასკვნებს გააკეთებ და ხარვეზებს გამოასწორებ, წარმატებაც არ დააყოვნებს.

ძალიან ბევრია დამოკიდებული "ვორათაზთან" მატჩის შედეგზე. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ გამარჯვების მოსაპოვებლად." - თქვა "კრუსეიდერზის" მწვრთნელმა ტოდ ბლეკედერმა.

Planetrugby-ს პროგნოზით, მასპინძლები ექვსი ქულის სხვაობით მოიგებენ.

ტურის ცენტრალური შეხვედრა პრეტორიაში გაიმართება, სადაც "ბლუ ბულზი" B ჯგუფის ლიდერს, დანიდინის "ჰაილენდერზს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, დაუმარცხებლად ასპარეზობს და, ცხადია, უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

მიუხედვად იმისა, რომ "ლურჯმა ხარებმა" ორი მატჩიდან ორივე მოიგეს, ჩვეული ფორმიდან ჯერჯერობით შორს არიან. წინა ტურში, "ჩიტაზთან" მატჩში თითქმის წაგებული თამაში პრეტორიელებმა დაკვნით 15 წუთში გადაარჩინეს. "ჰაილენდერზთან" იგივეს გამეორება გაჭირდება, შესაბამისად "ბლუ ბულზს" თავიდან ბოლომდე მაქსიმალური მობილიზება მართებს.

"ჰაილენდერზმა", რომელმაც წინა ტურში ჰემილთონის "ჩიფსი" დაამარცხა - 23:13, შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულ მგეზავ ლიმა სოპოგას შეცვლის რობი რობინსონი. ფრთაზე კი სიელ პიუტო ჯეიმზ პეტერსონის ადგილს დაიკავებს.

წლეულს მოედანზე პირველად გამოჩნდება ტომ დონელი, რომელიც ტონი ბრაუნის მაგივრად ითამაშებს.

Planetrugby-ს მიაჩნია, რომ "ბლუ ბულზი" მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებს.

პირველად ითამაშებს სტუმრად ზე რაგბის ახალი გუნდი "მელბურნ რებლზი". სიპრიანი და კომპანია, რომელმაც მეორე ტურში, ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, აუტსაიდერ ჰემილთონის "ჩიფსს" დაუპირისპირდება. მელბურნელებს შესანიშნავი შანსი აქვთ, მეორე გამარჯვებაც მიითვალონ და ლიდერთა შორის გაერივნონ.

"რებლზის" ქომაგების მთავარი იმედი, ცხადია, ჭირვეული დენი სიპრიანია, რომელიც მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. თუმცა სტუმრად თამაშს განსხვავებული ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს და, საინტერესოა, დებიუტანტები ამ სიტუაციაში თავს როგორ წარმოაჩენენ.

Planetrugby-ს პროგნოზით, მინიმალური სხვაობით "ჩიფსი" მოიგებს.

ზე რაგბი. IIIტური

A ჯგუფი

ფორსი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-რედსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ვორათაზი - 10 ქულა, 2. ბრამბიზი - 5, 3. რედსი - 4, 4. მელბურნ რებლზი - 4, 5. ფორსი - 1,

B ჯგუფი

კრუსეიდერზი-ვორათაზი, ჩიფსი-მელბურნ რებლზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰაილენდერზი - 8 ქულა, 2. ბლუზი - 4, 3. კრუსეიდერზი - 3, 4. ჰარიკენზი - 3, 5. ჩიფსი - 0.

C ჯგუფი

ლაიონზი-ბლუზი, სტორმერზი-ჩიტაზი, ბლუ ბულზი-ჰაილენდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 8 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 8, 4. სტორმერზი - 4, 3. ლაიონზი - 2, 5. ჩიტაზი - 1.

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება