სახალისო პოსტი ღვინისა და ფეხბურთის მოყვარულებისთვის
კარგი ღვინო კარგ ფეხბურთს ძალიან გავს. უფრო მეტიც, კონკრეტული ღვინოები კონკრეტულ საფეხბურთო ნაკრებებს გავს და თუ კარგად დავაკვირდებით, ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებები ღვინის მსგავსად ფერით, გემოთი, არომატითა და სურნელებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები ყველაზე მეტად ქვევრში დაყენებულ ხარისხიან საფერავს გავს. ყურძენიც ჯანსაღია და ღვინოც ჯანსაღი და მძლავრი გამოდის. ბრაზილიურ ფეხბურთს, ქვევრის საფერავისა არ იყოს, ჯიშური არომატიც, ანუ განსაკუთრებული სათამაშო სტილი ახასიათებს. არის სურნელოვანი და სხეულიანი. ყოველი დაგემოვნების შემდეგ, შესაძლებელია ახალ-ახალი გემო და არომატი აღმოგაჩენინოს. ეს ის ღვინო და ფეხბურთია, რომელსაც დიდმა პოპულარობამ საბოლოო ჯამში ვერაფერი დააკლო.

იტალიიის ნაკრები და საერთოდ, იტალიური ფეხბურთი ყველაზე მეტად წინანდალს გავს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ იცის და ყველას ამოცნობილი ყავს ეს გუნდი, მაგრამ წინანდალისა არ იყოს, ხანდახან ისეთ აღმოჩენებს გაგაკეთებინებს, რომ შეიძლება ყველა ძველი წარმოდგენა თავდაყირა დაგიყენოს.

იტალიურ ფეხბურთს ახასიათებს ჩირის ნაზი გემო და მისდამი შურის არომატიც, რომელიც განსაკუთრებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იჩენს ხოლმე თავს.

აი, საქართველოს ნაკრები კი ნამდვილად გავს ღვინოს. ოღონდ ისეთ ღვინოს, რომელსაც თითქმის ყველა ღვინის დაავადება ერთად სჭირს. ეს მქროლავიო, არატიპური სიძველის ტონიო, სიმწარეო, ძმრის გემოო...

მოკლედ, დაავადებას ვერ ნახავთ, რომ ამ ღვინოს არ სჭირდეს. ღმერთმა იცის, ამ “ღვინის მარნის” მფლობელებმა რამდენი მეღვინე გამოიცვალეს, მაგრამ ვერა და ვერ დააყენეს ღვინის ხარისხს საშველი. ამჟამინდელი მეღვინე იძახის - აქამდე დაყენებული ყველა უხარისხო ღვინო წელს უნდა გადავღვარო და სულ ახალი, განსხვავებული ღვინო დავაყენოო, მაგრამ ბევრს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული და ამ დაპირების აღარ სჯერა.

არადა, უცნაური ისაა, რომ ყურძნის ხარისხი მშვენიერია, ჭურჭელსაც არა უშავს, მაგრამ ღვინო დადუღდება თუ არა, მარანში არ შეისვლება, ისეთი საშინელი სუნი დგება. ალბათ, ისევ მარანშია პრობლემა...

იხილეთ სტატია სრულად

ლევან სეფისკვერაძე

წყარო: allwine.ge

ფერნანდო
აქ თანამედროვე ფეხბურთზეა ლაპარაკი , ანუ ცუდი სუნი მწვრთნელ მარადონას ნამდვილად უდის ფეხბურთელი მარადონასაგან განსხვავებით. მე მომეწონა სახალისო სტატია.
irakli Apkhaidze
თქვენი არ ვიცი და მე პირადად ღვინის დალევა მომანდომა ამ სტატიამ. კაი საფერავი მაქვს შენახული და ,,მივცემ" ჯიგრულად :)) გაგვიმარჯოს ;)
Mamuka
მარადონაა მომწარო და ცხოველური სურნელის ღვინო? აბა სენ გცოდნია ფეხბურთი!
ხაპი
მეტი აღარ დალიო გთხოვ, გწყენს))))
Vasili
ფედერაციამ წყლით და შაქარით ღვინის დაყენებას თავი გაანებოს და გამოვა კაი ღვინო....!!! / მაგრამ თვითონ არ ევასებათ ეს ღვინო, და სულ ერთია როგორი იქნება....
xorxe
აუ რა მაგარი სტატიაა))) ავტორი ტვიტონ ხო კარგადაა???))) მაგარი ჟურნალისტია ეტყობა რა)))
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება