"ჩიკაგო ბულსთან" საშინაო მატჩის წინ "ატლანტა" არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იყო, თუმცა ჯორჯიელებმა "ხარების" დამარცხება მაინც შეძლეს

"ჩიკაგოსთან" საშინაო მატჩის წინ NBA-ში "ატლანტა" არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იყო: წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა გამთამაშებელმა კირკ ჰინრიხმა (თუმცა 2 მარტს მოედანს დაუბრუნდა), იმავე შეხვედრაში დაშავდა ჯოშ სმიტი. ამას დავუმატოთ უარყოფითი ფსიქოლოგიური ფონი, რომლის დაძლევა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ ატლანტელებს უჭირდათ.

საქმეს ისიც ართულებდა, რომ 2 მარტს ჯორჯიას "ჩიკაგო ბულსი" სტუმრობდა, რომელსაც 41 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ფავორიტები "ჩიკაგოელი ხარები" იყვნენ. მათ ეს სტატუსი პირველ ტაიმში სრულად გაამართლეს - 18 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ (50:35). ამ მეოთხედში ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელებს 4 ქულა და 2 მოხსნა შეაშველა. მან მწვრთნელისგან 19:20 წუთი სათამაშო დრო მიიღო და ღირსეულადაც ითამაშა.

მეორე ნახევრიდან "ბორბალი წაღმა დატრიალდა". ათამაშდა ფაჩულიას თანაგუნდელი ელ ჰორფორდი, რომლის შეჩერება ჩიკაგოელებს ძალიან გაუჭირდათ. ელმა ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით მთელი მატჩი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ჩაატარა და ალბათ, ამიტომაც იყო მეტად ეფექტური. ცენტრები, ფაჩულია და კოლინზი მას კარგად ეხმარებოდნენ, სივრცეებს უთავისუფლებდნენ... ჰორფორდმა საბოლოოდ 31 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ორქულიანი სწორედ ჰორფორდის ანგარიშზე იყო, თუმცა მეტად ღირებული გამოდგა მერვინ უილიამსის დაფარება და საპასუხო იერიშისას ჩაგდებული სამქულიანი, რომლის შედეგადაც "ატლანტამ" ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა - 78:79 (სირენამდე 1:17 წუთით ადრე). ამას მოჰყვა ჰორფორდისა და ჯონსონის ჩატენვები და "ქორებმა" "ხარი" 83:80 წამოაქციეს.

ჯორჯიელებს 37 მოგების წილ 24 წაგება აქვთ და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე არიან. ისინი "ბოსტონს", "მაიამის", "ჩიკაგოსა" და "ორლანდოს" ჩამორჩებიან.

"ატლანტა" 4 თებერვალს "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.

ატლანტა-ჩიკაგო 83:80

ზაზა ფაჩულია: 19:20 წუთი, 6 ქულა (5-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 პასი, 4 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

05:50 ზაზამ კოლინზი შეცვალა

05:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

05:22 ორქულიანი: 2ქ (6:16)

04:50 მოხსნა: შეტ-2, დაც-0

03:41 ორქულიანი: არაზუსტი

03:07 ფოლი: 1

00:42 ორქულიანი: 4ქ (19:26)

II პერიოდი

06:50 ზაზამ პაუელი შეცვალა

01:37 ორქულიანი: 6ქ (30:46)

III პერიოდი

01:57 კოლინზმა ზაზა შეცვალა

01:34 პასი: 1 (უილიამსი 2ქ, 56:61)

00:28 ორქულიანი: არაზუსტი

IV პერიოდი

11:16 ფოლი: 2

08:17 ფოლი: 3

07:17 ფოლი: 4

07:17 უილიამსმა ზაზა შეცვალა.

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე