მელბურნის კორტების დღის პერიპეტიები
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების დრო დადგა და გაგრძელდა სენსაციებიც - ნოვაკ ჯოკოვიჩის ბედი გაიზიარა ენდი მარეიმ, რომელმაც მიშა ზვერევთან წააგო. კაცების პირველი ნომრის წაგების შემდეგ, დღის ბოლოს, ქალთა რეიტინგის ლიდერი ანჟელიკ კერბერიც გაემგზავრა შინ...

მთელი კარიერის განმავლობაში, მიშა ზვერევს ტრავმები მუდამ თან სდევს. ორი წლის წინ, ის ჩოგბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ სცადა - 2015 წლის მარტში, 1067-ე ჩოგანის რანგში განაახლა კარიერა. და აი, გუშინ, გერმანელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანის დამარცხება შეძლო.

"ძალიან დამეხმარა ჩემი უმცროსი ძმა. მას შემდეგ, რაც მაჯაზე ოპერაცია გადავიტანე, მან მითხრა, რომ შევძლებდი ტოპ-ასეულში დაბრუნებას. ის ახალგაზრდაა, ცოტათი გულუბრყვილო და პოზიტიურად განმაწყობს", - აღიარა კარიერაში მთავარი მატჩის მოგების შემდეგ, უფროსმა ზვერევმა.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ენდი მარეისთვის დიდი მოულოდნელობა იყო მიშას თამაშის სტილი - მოწოდება და ბადესთან გასვლა (გერმანელს მთელი მატჩის განმავლობაში ბადესთან 118 გასვლა ჰქონდა). ბრიტანელისთვის ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა ცაცია ზვერევის მოწოდება მეორე კვადრატში, რის შემდეგაც, გერმანელი ბადესთან ასრულებდა გათამაშებას. ენდი ეძებდა ვარიანტებს ასეთი სტილის წინააღმდეგ, მაგრამ სიტუაცია უფრო უარესდებოდა - მარეი საკუთარ თამაშსაც აზარალებდა. მოკლედ, მას სათადარიგო გეგმა არ აღმოაჩნდა. გარდა ამისა, ბრიტანელი საშინლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზეც, რადგან მეტოქეს 17 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა და აქედან რვა გამოიყენა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ნაადრევი გამოვარდნის შემდეგ, მარეის რეალური შანსი ჰქონდა - კარიერაში პირველად მოეგო ავსტრალიის ღია პირველობა, მაგრამ სამსაათნახევარში სენსაციურად დამარცხდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალამდე ვერ მ

იაღწიეს პირველ და მეორე ნომრად განთესილმა ჩოგბურთელებმა.

ზვერევის მეტოქე მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი იქნება. შვეიცარიელი ლეგენდა კეი ნიშიკორის ხვდებოდა და უგებდა მას პირად შეხვედრებში - 4:2. ფედერერის ბოლოდროინდელი პრობლემების გამო, ფავორიტად იაპონელი მიიჩნეოდა, რომელმაც პირველი სეტის სტარტზე დაამტკიცა ეს სტატუსი - 5:1 წაიყვანა ანგარიში. როგორც აღმოჩნდა, ფედერერი გვიან შევიდა თამაშში. მან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მაგრამ ტაი-ბრეიკზე კეის გაუმართლა.

ამის შემდეგ, ფედერერი გაცილებით სტაბილურად ათამაშდა მოწოდებაზე და ბექჰენდიდან. როჯერის აგრესიულმა თამაშმა (83 "ვინერსი"), კარგმა პირველმა მოწოდებამ (24 ეისი) და ბადესთან რეგულარულმა გასვლებმა ნიშიკორი ძალიან დაღალა. შვეიცარიელმა ზედიზედ ორი სეტი აიღო და თითქოს პრობლემა აღარ უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ მის მეტოქეს ბარძაყი აწუხებდა.

როჯერმა კინაღამ გაიმეორა შარშანდელ უიმბლდონზე დაშვებული შეცდომა, როცა რაონიჩის წინააღმდეგ მეოთზე სეტში რამდენიმე კარგი შანსი გააინავა და წააგო. ამჯერად, მან საშუალება მისცა ნიშიკორის მოეგერიებინა ხუთი ბრეიკ-პოინტი, გაეკეთებინა ბრეიკი და მატჩი მეხუთე სეტში გადაეყვანა. კეის არასოდეს ჰქონდა წაგებული ხუთსეტიანი მატჩი ავსტრალიის ღიაზე, მაგრამ ბოლოს ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე. ასე რომ, 35 წლის როჯერი გახდა "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე ასაკოვანი მეოთხედფინალისტი 1991 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, როცა ამ სტადიაზე მიაღწია 39 წლის ჯიმი კონორსმა.

ჯოკოვიჩისა და მარეის გამოვარდნის შემდეგ, ბუკმეიკერებმა მთავარ ფავორიტად სტენ ვავრინკა გამოაცხადეს. ამ ტურნირზე შვეიცარიელს პერიოდულად ფანტასტიკური მატჩები გამოსდის, ხანდახან კი ისეთი, როგორიც გუშინდელი შეხვედრა იყო ანდრეას სეპისთან. იტალიელი ძალიან კარგად აწვდიდა, წარმატებით გადიოდა ბადესთან (რეალიზაციის პროცენტი - 74) და თითქმის არ ცდებოდა. ყოველ სეტში ბრძოლა თანაბარი იყო და სამართლიანია, რომ გამარჯვებული სამმა ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, საჩოგბურთო ლატარიისას კი უფრო სუფთად ვავრინკა თამაშობდა. პირველი სეტის ბოლოს, სტენს ვიღაცამ დაუყვირა: "მიდი, როჯერ!"

ვავრინკამ უპასუხა, რომ ფედერერი სხვა კორტზე ითამაშებს. თანამემამულეები შეიძლება ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, თუ ვავრინკა ჟო-ვილფრიდ ცონგას დაამარცხებს, ფედერერი - ზვერევს.

დანიელ ევანსთან მატჩის წინ, ცონგამ სამადლობელო წერილი მიიღო ვინმე ჯულიანასგან - გოგონა მეორე წრის მატჩზე მუშაობდა ფრანგის მონაწილეობით, მზის დარტყმა მიიღო და ჟო მას კორტის დატოვებაში დაეხმარა. ამ წერილმა ცონგას აღმაფრენა მისცა მეოთხედფინალში გასვლაზე.

ევანსი მხოლოდ პირველ სეტში მოქმედებდა სტაბილურად, ამის შემდეგ კი ცონგა მეთოდურად ახდენდა ზეწოლას მეტოქეზე. ამაში მას ეხმარებოდა კარგი ბექჰენდი და ბადესთან გასვლა - 31-დან 28 ასეთი მოქმედება მომგებიანი აღმოჩნდა. ევანსს მოწოდება არ წაუვიდა (11 ორმაგი შეცდომა) და ფრანგმა მოიგო.

კაცები. 1/16 ფინალი

მარეი (ბრიტ, 1)-კუერი (აშშ, 31) 6:4, 6:2, 6:4

რაონიჩი (კან, 3)-სიმონი (საფ, 25) 6:2, 7:6(5), 3:6, 6:3

ვავრინკა (შვეიც, 4)-ტროიცკი (სერ, 29) 3:6, 6:2, 6:2, 7:6(7)

ნიშიკორი (იაპ, 5)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:4, 6:4, 6:4

მონფილსი (საფ, 6)-კოლშრაიბერი (გერ, 32) 6:3, 7:6(1), 6:4

ტიმი (ავსტრია, 8)-პერი (საფ) 6:1, 4:6, 6:4, 6:4

ნადალი (ესპ, 9)-ა. ზვერევი (გერ, 24) 4:6, 6:3, 6:7(5), 6:3, 6:2

ფედერერი (შვეიც, 17)-ბერდიხი (ჩეხ, 10) 6:2, 6:4, 6:4

გოფენი (ბელ, 11)-კარლოვიჩი (ხორ, 20) 6:3, 6:2, 6:4

ცონგა (საფ, 12)-სოკი (აშშ, 23) 7:6(4), 7:5, 6:7(8), 6:3

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13)-ფერერი (ესპ, 21) 7:5, 6:7(6), 7:6(3), 6:4

დიმიტროვი (ბულ, 15)-გასკე (საფ, 18) 6:3, 6:2, 6:4

ევანსი (ბრიტ)-ტომიჩი (ავსტრა, 27) 7:5, 7:6(2), 7:6(3)

ისტომინი (უზბ)-კარენო ბუსტა (ესპ, 30) 6:4, 4:6, 6:4, 4:6, 6:2

მ. ზვერევი (გერ)-ჟაზირი (ტუნ) 6:1, 4:6, 6:3, 6:0

სეპი (იტა)-დარცისი (ბელ) 4:6, 6:4, 7:6(1), 7:6(2)

1/8 ფინალი

მ. ზვერევი (გერ)-მარეი (ბრიტ, 1) 7:5, 5:7, 6:2, 6:4

ფედერერი (შვეიც, 17)-ნიშიკორი (იაპ, 5) 6:7(4), 6:4, 6:1, 4:6, 6:3

ვავრინკა (შვეიც, 4)-სეპი (იტა) 7:6(2), 7:6(4), 7:6(4)

ცონგა (საფ, 12)-ევანსი (ბრიტ) 6:7(4), 6:2, 6:4, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება